ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2015


ვითომი

ვითომ მოვიდა გაზაფხული,
ვითომ - ზაფხულიც,
მზემ მომატყუა სითბოთი, ხემ -
ვითომ ჩეროთი,
სუსხი კი, ისე შეეზარდა
თითო მძაფრ სურვილს -

ვითოშებოდი.

სიცივემ ძვლებში გაატანა -
ძალა ვიწვნიე,
ფიქრმა შიშივით ამიტანა,
ჰაერში შევრჩი,
სუნთქვა მუსიკას წააგავდა,
არამიწიერს -

ქარისგან შეშლილს.

ვითომ ოცნება ავიშენე
ჩემში გრძნობებით,
(ნაღდია მხოლოდ ამ ყველაფრის
დროებითობა),
და ახლა, ყველას ერთი განცდით
გემშვიდობებით -

რომ მეც ვითომ ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები