მიწა ვარ მეთქი, ვთქვი და დავმუნჯდი. ზოგჯერ მიწასაც ასაფლავებენ. ჩემი ძარღვები, გვალვისაგან დახეთქილი ნაპრალებია. ხოლო თვალები, ყორღანია, დღესაც უძირო, სადაც შენ ერთხელ, მზესთან ერთად, ჩაგასვენებენ. ვწევარ და ცაზე, ელვის ძაფები, უფლის დაწყვეტილ ძარღვებს მაგონებს. არ შეიძლება მიწა, ღმერთთან ასე შორს იდგეს, მაგრამ მან ღმერთი, ერთხელ უკვე დაასამარა. დაასამარა და მკვდრეთით აღმსდგარს, თვალი როდესაც, ვერ გაუსწორა, ადგა და შანთით ამოითხარა. მიწა ვარ მეთქი და თუ დღეს ცისკენ, მიუმართიათ, ამ ტანიდან, ყვავილებს პირი, ხვალ თავდაყირა, ყველას შენსკენ ჩამოვიბრუნებ, თუკი შენს სხეულს, ჩემს ქვესკნელში ჩაასვენებენ.
******************** ასფალტის ნაპრალიდან, ამოზრდილ ყვავილს, რომ დაემსგავსები, მზად უნდა იყო, მზად უნდა იყო, მარტოობისთვის. მილიონი ჩაგივლის გვერდით, იშვიათი დაგყნოსავს, ვიღაც კი, აუცილებლად შეჩერდება, დაგაცქირდება, ღმერთ-მოშიებული თვალებით და მტვრიან სხეულს, თავისი ცრემლებით ჩამოგბანს. მომაკვდავ ფესვებს დაგილბობს. ამ დროს, ყველაზე ძალიან გინდა, მთელი ძალით, ამოიყვირო: არ გვჭირდება , ღმერთის შეწუხება, არ გვჭირდება წვიმა, ადამიანებს ერთმანეთის გადასარჩენად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჯონათან - მადლობა რომ კითხულობთ. ჯონათან - მადლობა რომ კითხულობთ.
1. ბევრი ღმერთი იყო, მგონი...
დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავია, მერე თითქოს ნაწვალებს ჰგავს.
მეორე ლექსის ფინალიც მომეწონა.
ბევრი ღმერთი იყო, მგონი...
დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავია, მერე თითქოს ნაწვალებს ჰგავს.
მეორე ლექსის ფინალიც მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|