ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2015


მე, ტოტი...

მე არაფერი მაქვს გრძნობების გარდა,
და არაფერი ვარ საკუთრი თავის გარდა!

მე არაფერი მაქვს, გარდა თვალებისა..
თვალები- ხედავენ ცეცხლლის ალს წყალში,
ხედავენ ფიქრებს უჩინარ ხალხში..

მე ჩაძირული ხის ტოტი ვარ, ჰაერს რომ ხარბად ვეწაფები და არ ვიძირები...

ასე მიდიან-მოდიან ფიქრები..
წყალში ამოვხეთქე ლავასავით და გავხედნე მითები..

გრძნობებით გახეთქილი კუჭი მამძიმებს,
ვგრძნობ ფსკერზე მექაჩება ფესვები,
დიახ არ ვნებდები, მხოლოდ ვერ ვჩერდები...
ზევით ცაში მზის სხივებს ვეფერები და ჩავდივარ...

ფსკერი ხომ ისეთივე დიადია, როგორც ზედაპირი, რომელიც ირეკლავს ფსკერსა და სივრცეს, კრავს ერთ ტომარაში და გვიგზანის ზღაპრებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები