ფიქრებს ყალიბებში ვაწყობ გრძნობებს კლიშეებში ვამწყვდევ, ვეღარ გამიგია რატომ გავცდი სინამდვილის საზღვრებს. ალბათ მეტი მსურდა ვიდრე, რეალობას მოაქვს ურჩად, ნერვებს თითებივით ვიმტვრევ, და ტვინს ქაღალდივით ვკუჭავ, რადგან ბოლო აღარ უჩანს, უთავბოლოობის ქროლვას, რა მაქვს?- ღიმი ერთი მუჭა, გაუბედაობის თრთოლვა.. ვხედავ, მოერია დაღლა, თვალებს ბანალურის ხედვით, ღიმილს გამოსროლილს ცალყბად, მზერა ვეღარაფრით შეცვლის. ახლა ვერაფერი შემშლის, მინდა გითხრათ იყოთ მშვიდად, უკვე აჩრდილივით შერჩით, ჩემს გზას, უჩემობის გზიდან.. ფიქრებს ყალიბებში ვაწყობ დუმილს სინანულით ვხიბლავ, ვეღარ გამიგია რატომ არ მსურს სინამდვილის ხილვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართალი ხართ, ბეჭდვის ცდომილება იყო, გმადლობთ. მართალი ხართ, ბეჭდვის ცდომილება იყო, გმადლობთ.
1. უუთავბოლობის- თუ არ ვცდები უთავბოლოობის უნდა იყოს.. წარმატებები უუთავბოლობის- თუ არ ვცდები უთავბოლოობის უნდა იყოს.. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|