ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2015


დიალოგი სოფლის ბირჟაზე

დიალოგი სოფლის ბირჟაზე

  -არ ვიცი, ძმაო! ამ საღამოს რუ მე უნდა გადავაგდო ვენახში. ვისაც უნდა ეწყინოს. აღარ მეკუთნის ბოლობოლო? გააჭირა მაგ გოდერძამ საქმე. ვინა კითხამს რიგის დაწესებას,,არ გამომივიდა სოფლის ბატონი ეგ ჩემისა! დაგვიანდა, გადამწიფებულ საზამთროს რა მაზანდა ექნება.
  -რაღაც ძაან ოჯახის მუჭუჭი კი გახდი ამ ბოლო დროსა, ხო იცი.
  -რა შუაშია. ვეღარა ვასწრებ, ძმაო. მერე მანქანაც საშოვარია, მუშაც ხო გინდა. ეგრე ხო არ არის.
  -კაი რა, ნუ მასწავლი! რაც მე საზამთროები მიზიდნია ქალაქში, ქაფაანთ ყორეს ავაშენებდი.
  -ერთი სული მაქ, როდის დავკრიფამ, წავიღებ ბაზარზე, ავიღებ ფულსა და მივაკითხამ ჩემს ტურფასა!
  -მიდიი! ისემც შენ რა გითხარი.
  -რა, არა გჯერა, მოდი მაზიანი!
  -მაგ საქმეზე ნიძლავს ვინა სდებს, ვერან!
  -მა როგორ დაგიმტკიცო?
  -რამე რო იყოს, საზამთრო უფრო გეტკბილება, თუ ისა?
  -რას ამობ,ო! ჩემი დანდალა რო შამამაფრინდება, ოდადადა!
  -სადა ნახულობ მაგისთანას, ერთი მითხარი?
  -შარშანა, სეზონზე, დახლთანა ვდგევარ, ოფლი გამდის, როგორც ჩაკბეჩილ გულაბს წვენი. ერთიც ვნახოთ, მამადგა. ეგრეა  ჩამრგვალებული როგორც კაი დედალი. მკერდი ზაურას მოხარშული ხაშლამასეეფ უთამთამებს.  -საზამთროს გამოცნობას ვერ მასწავლიო? მეც, -რა პრობლემაა-მეთქი. დავებაზრე რამე, თანაც ვკერამ რა. საზამთროც ვაჩუქე. იმან კიდე, თუ გინდა, საღამოს, რო გაყიდი, შამამიარეო. თვალებს ეშმაკურად მიწკურავს.
  -მაშინათვე?
  -იქვე ცხოვრობს, ბაზართან. ერთი ოთახი უჭირამს.
  -ბარაკები რო დგას, ჩიხში, იქა?
  -ჰო. რა დამა ქალია, ძმაო, იცი! სულ კვნესა-კვნესაში ილევა.
  -სწორედ ეგეთი დამები ნადირობენ ხომე შენნაირ ბოჩოლებზე.
  -ვინა ბიჭო, ეგღა მაკლია. ვინა ნადირობს, იცი რა მაგარი ქალია. ის ხო არა გგონია შენა.
  -ერთს ვიცნობდი ეგეთ მაგარსა, მთელი ჩვენი სოფლის ბიჭები იმან დაგვავაჟკაცა.
-მერე, მუჟუჟი იცის იგეთი, ენაზე შაქარივით გადნება.
  -დაიცა, ნიკაპის ქვეით ხალი ხო არა აქვს?
  -ვისა?
  -აი შენ ტურფას?
  -შენ მაგას ხალს ეძახი? რომც ქონდეს, რა არი, რო?
  -არაფერი...

      2015,VI 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები