ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკურიძე
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2015


))

                                         
  5 წუთი და 2 წამია,სულ რაღაც ამ დროის მცირე ელემენტი მოგიძღვენი და ამ
საჩუქარში თვითონ დავიკარგე, იმის იმედად, როცა მომისმენ ალბათ მიპოვი.!საკმარისია ფიქრმა გონებაში გაიღვიძოს და ეგრევე მთხოვოს გაგაცოცხლო,სუნთქვის საშუალება მივცე... მაგრამ მე ვდუმვარ,არ მინდა ამით დავართხო სხვები,ამას მხოლოდ შავი და თეთრი კლავიშები იზიარებენ,რომლებიც გრძნობებით თამაშობენ ჩემში...ჩემთან არიან,ჩემთვის ხმაურობენ...თუმცა ამ ხმაურში ბევრი საიდუმლო ფიქრის ფიფქი და სევდა ცვივა,ცვივა და თითქოს ცრემლებად იღვრება ... დავუშვათ გამოხატეს რაღაც მოლოდინი,არა უფრო მეტი... როცა "შავი კვადრატის" შექმნისას უნდა ეთქვა მხატვარს...
  ზოგადად კვამლი ,როცა მძაფრდება,სული ეხუთება სხეულს,თავისუფლად სუნთქვის შაშუალება არააქვს,წვალობს,თუმცა სანამ თავს არ გაარიდებს კვამლით შემორტყმულ არეალს ვერ შეძლებს სუნთქვას,აი მე კი ეს მემართება,როცა კლავიშები კვამლში კვლავდაკვლავ კვდებიან,ეცემიან,ამბობენ და ბოლომდე ვერ ამბობენ თავიანთ სათქმელს.სათქმელი შეიძლება იყოს მძიმე ,კვამლი კი მძაფრი,ამ შემთხვევაში კიორივე ეძებს ერთმანეთთან გზას.
4 წუთია იპოვის,წაიყვანს თავისთან,გონება არ უშვებს გულთან ფიქრს.
3 წუთია იცის რაც დატრიალდბა.
2 წამია კვამლში აღარ ჩანს.
1 წამია და დაიწყო დროის ის რაღაც ელემენტი,რომელიც აზრს მიცემს ფიქრს,მიუახლოვდეს გონებას და საერთო გზით ნახონ გული.!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები