ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2015


ჩემო,თავო. . .

მეგობარო...
ანუ ჩემო თავო, -
ძვლოვან
რქოვან
და
კუნთოვან, სისტემებს შიგნით
მცხოვრებო, - თავო.
ერთ დიდ, შავ სანაგვე პარკში,ჩაალაგე
ეგ შენი -
სიმარტოვეები
მელანქოლიები
წუწუნები
არამდგრადი აზრები
წაშლილი ოცნებები
ცას გამოკიდებული იმედები და
გაიქეცი ჩემი სხეულიდან.
ისე როგორც დამარცხებული ბატონები
გაურბოდნენ,თავიანთ მონებს -
(ომის შემდგომ).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები