ვერა... მე,ვერ ვიცხოვრებ ტბასავით აუღელვებელი ცხოვრებით... მე,ზღვა ვარ... ოკეანე ვარ. . მე,უნდა შემშალოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაბერმა ქარებმა... ათი წლის შემდეგ შეიძლება ამერიკის ჩრდილოეთით ვცხოვრობდე და საყვარლად ფერადკანიანი ნაომი მყავდეს. ან ესპანეთში, მარიანას თხოვნით ხარი დავამარცხო- მაჩოს წოდების მოსაპოვებლად... . ვერა... მე, ვერ ვიქნები : მეზობლების გასახარად, შავ პიჯაკში გამოპრანჭული წვერგაპარსული ბიჭი , რომელსაც გვერდს, თეთრ კაბაში გამოწყობილი ყველასათვის სასურველი გოგო დაუმშვენებს ! მე არ მივიტან სახლში 2კგ. კარტოფილს და არ ვიტყვი , რომ - ''დღეს ეკონომიურად ვივაჭრე ბაზარში''... . არა , მე არ გადავალ მეზობლებთან და არ აღვნიშნავ მათთან ერთად -არ არსებულ დღესასწაულს, რომელიც მხოლოდ დალევის მიზეზად გამოდგება... (მე, არ მჭირდება დალევისთვის- აბსურდული მიზეზები) არა! მე,არასოდეს შევიყვარებ ისე როგორც - ''წესია''... არ ვიყიდი ათ გრამიან ბეჭედს,- ნიშნობისთვის და არ მოვიწვევ ქორწილში ხუთას კაცს, - მხოლოდ იმიტომ , რომ ახლობლებმა მთელი წელი ილაპარაკონ,მასზე! . არასდროს დავითვლი - ვინ რამდენი სიკეთე გამიკეთა და ამით არასდროს შევიზღუდავ თავს,მათთან ურთიერთობისას... . არასდროს ვეტვი ჩემს სამშობლოს, რომ: მისგან გაქცევა , მისი უპერსპექტივობის გამო მინდა. არასდროს შევაგინებ ცხოვრებას - იმიტომ რომ -არ გამიმართლა, რადგან ვიცი - სახლში არავინ არაფერს მომართმევს... არც ნახევარლიტრიანი განსხვავებულით დავლოცავ წინა დღით ნაგინებ ერს, სუფრაში , რომ - ენაწყლიანი პატრიოტი გამოვჩნდე... . მე,ყოველთვის შევიყვარებ ისე ,როგორც მინდა,რომ მიყვარდეს თუნდაც ამ სიყვარულმა აფრიკის ცენტრალურ ნაწილში ჩამიყვანოს... მე არ დავჯდები უქმეებზე სახლში და არ დაველოდები , როდის გათენდება ხვალინდელი - საზარელ სამსახურში , მისასვლელი დღე... * * * ვერა... მე , ვერ ვიცხოვრებ ტბასავით აუღელვებელი ცხოვრებით... მაპატიეთ - ჩემო ახლობლებო ჩემი ბედით შეწუხებულო ჩემო კეთილის მსურველებო უსიტყვოდ გვერდჩავილო ნაცნობებო სალანძღავ სიტყვებ მომარჯვებულო მოკეთეებო ზურგს უკან სალაპარაკოდ შეჯგუფებულო,ტკბილსიტყვიანო პირფერებო მე ალბათ ის ვარ, რაც თქვენ - დაგაკლდათ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|