 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: იუმორისტული 10 ივლისი, 2015 |
წუხელ, ღამით, სახლში ფეხით მივდიოდი, გვიან იყო, ტრანსპორტის ცდა არც კი ღირდა. შუა გზაზე შემხვდა ვიღაც იდიოტი, მთვრალი იყო, შარს ეძებდა, ამიხირდა.
ამიხირდა - გავატარე - გაუკვირდა. არ ელოდა, შარს ეძებდა, ხომ გითხარით?. შრი-ლანკური სპილოსავით "დაიტვირთა" ესპანური საკორიდე ბუღა-ხარი.
"ჰა, რა იყო, შეშინდი?"-ო, გამომცინა... "არა!"-მეთქი, წყნარი ტონით ვუპასუხე. "აღარავის ჩემთან ჩხუბიც აღარ გინდათ, თფუ, ჩემი!"-ო და ცხოვრებას მიაფურთხა.
გამოვბრუნდი და ჩემი გზა გავაგრძელე, მომაძახა: "დღეს, შარს მაინც ვიპოვნი!"-ო... ცოტა ხანში, მე, ლექსს ვწერდი, სავარძელში, ის კი გალახეს, იმედი ვიქონიოთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ქალბატონ თამარ ბუკიას დაუკომენტარებია ბოლოს ამ იუმორისტულზე. მართლაც რამდენია ასეთი შარიანი, დადის და ეძებს შარს!
ქალბატონ თამარ ბუკიას დაუკომენტარებია ბოლოს ამ იუმორისტულზე. მართლაც რამდენია ასეთი შარიანი, დადის და ეძებს შარს!
10. გაიხარე... ყველას თავისი გემოვნება აქვს და ამ გემოვნების გამო არ დავობენ კი არა, მაგისთვის ხოცავენ ერთმანეთს... :))))))))) ამ შემთხვევაში მე გამონაკლისს წარმოვადგენ. არავის ვეკამათები და მით უმეტეს, - ავტორს! რაც მე მომწონს, სულაც არ არის აუცილებელი, ავტორმაც ისე იფიქროს და დაწეროს. შენ როგორც გინდა, ბენ-ჰურო, ისე დატოვე... :)
გაიხარე... ყველას თავისი გემოვნება აქვს და ამ გემოვნების გამო არ დავობენ კი არა, მაგისთვის ხოცავენ ერთმანეთს... :))))))))) ამ შემთხვევაში მე გამონაკლისს წარმოვადგენ. არავის ვეკამათები და მით უმეტეს, - ავტორს! რაც მე მომწონს, სულაც არ არის აუცილებელი, ავტორმაც ისე იფიქროს და დაწეროს. შენ როგორც გინდა, ბენ-ჰურო, ისე დატოვე... :)
9. გმადლობთ, ქალბატონო თამარ, მაგრამ ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ. ბოლო სტრიქონი როა, სწორედ მაგიტომ არ გეთანხმებით, რადგან თუკი მუსიკალური ნაწარმოებების დასასრულს ჩვეულებრივ ახასიათებს რიტმის ცლილება (შენელება, მახვილების გადათამაშება), მაშინ ლექსის ფინალშიც არაა პრობლემა, თუ შესაბამისად წავიკითხავთ და როგორც პედაგოგებმა იციან თქმა, არ "ჩავარიხინებთ" :)
თანაც, თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი "მსურს იმედი ვიქონიო" არ არის მთლად მოხდენილი და გამართული, ჩემი აზრით, რადგან მსურს იმედი ვიქონიო, გამოდის, რომ ჩემი სურვილი იმედის ქონაა და არა, ის, რომ მან იპოვა, რასაც ეძებდა. მე კი უბრალოდ მას ვუთანაგრძნობ ;)
ნებისმიერ შემთხვევაში გმადლობთ და თუ რამე უკეთესი ვარიანტი მოვიდა, გავითვალისწინებ, მაინც! გმადლობთ, ქალბატონო თამარ, მაგრამ ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ. ბოლო სტრიქონი როა, სწორედ მაგიტომ არ გეთანხმებით, რადგან თუკი მუსიკალური ნაწარმოებების დასასრულს ჩვეულებრივ ახასიათებს რიტმის ცლილება (შენელება, მახვილების გადათამაშება), მაშინ ლექსის ფინალშიც არაა პრობლემა, თუ შესაბამისად წავიკითხავთ და როგორც პედაგოგებმა იციან თქმა, არ "ჩავარიხინებთ" :)
თანაც, თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი "მსურს იმედი ვიქონიო" არ არის მთლად მოხდენილი და გამართული, ჩემი აზრით, რადგან მსურს იმედი ვიქონიო, გამოდის, რომ ჩემი სურვილი იმედის ქონაა და არა, ის, რომ მან იპოვა, რასაც ეძებდა. მე კი უბრალოდ მას ვუთანაგრძნობ ;)
ნებისმიერ შემთხვევაში გმადლობთ და თუ რამე უკეთესი ვარიანტი მოვიდა, გავითვალისწინებ, მაინც!
8. ბენ-ჰურო, ირაკლი, სუუულ ბოლო სტრიქონი რიტმიდან არის ამოვარდნილი... ასე რომ შეცვალო?
ის კი გალახეს, იმედი ვიქონიოთ... ---->>> ის გალახეს, მსურს იმედი ვიქონიო!...
მაგ ერთი სტრიქონისთვის ნუ გააფუჭებ ლექსს. :)))))))
ბენ-ჰურო, ირაკლი, სუუულ ბოლო სტრიქონი რიტმიდან არის ამოვარდნილი... ასე რომ შეცვალო?
ის კი გალახეს, იმედი ვიქონიოთ... ---->>> ის გალახეს, მსურს იმედი ვიქონიო!...
მაგ ერთი სტრიქონისთვის ნუ გააფუჭებ ლექსს. :)))))))
7. მშვენიერი იუმორია! მშვენიერი იუმორია!
6. არ ვიშლი ირაკლი, აზროვნების ფართო დიაპაზონი მაქვს. :) არ ვიშლი ირაკლი, აზროვნების ფართო დიაპაზონი მაქვს. :)
5. რა ვიცი, თამარ, მოგონილია ეს პერსონაჟიც და ეს სიუჟეტიც მთლიანად და რა გითხრა აბა? :) ისე, მოცემულობიდან გასვლას არ იშლი ხო? :) რა ვიცი, თამარ, მოგონილია ეს პერსონაჟიც და ეს სიუჟეტიც მთლიანად და რა გითხრა აბა? :) ისე, მოცემულობიდან გასვლას არ იშლი ხო? :)
4. არავის გალახვის თავი არ ჰქონდა? :)) არავის გალახვის თავი არ ჰქონდა? :))
3. მაგის იმედი არ მაქვს :))) მაგის იმედი არ მაქვს :)))
2. იქნებ თითონ გალახა ვინმე? :)) იქნებ თითონ გალახა ვინმე? :))
1. მისის სმიტ, ჟანრი შეუცვალეთ იუმორისტულად, თუ არ შეწუხდებით, გამომრჩა და ვეღარ ვცვლი.
წინასწარ გმადლობთ! მისის სმიტ, ჟანრი შეუცვალეთ იუმორისტულად, თუ არ შეწუხდებით, გამომრჩა და ვეღარ ვცვლი.
წინასწარ გმადლობთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|