 | ავტორი: ტერე ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2015 |
ეძღვნება 2015 წლის 14 ივნისსს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას
*** ხომ ამბობენ რომ მკვდრებს ყველაფერი ესმით სისულელეა. მკვდრებს არაფერი ესმით საერთოდ არაფერი. ისინი მხოლოდ გრძნობენ როგორ ივსება ყოველ ღამე მათი საფლავები ჭაღარა სისხლით, როგორ ტირიან დედები არამხოლოდშობილ ასულებს და როგორ ტირის მარიამი თავის მხოლოდშობილ ძეს. ტირიან დედები ჯვარცმულ შვილებს ტირიან შვილები ჯვარცმულ დედებს და გინდა რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი კოშმარული სიზმარი იყოს, როცა იცი რომ ადრე თუ გვიან გამოგეღვიძება და სულს მოითქვამ მაგრამ ასეც ხომ შეიძლება მოხდეს: სიზმარი დამთავრდეს მაგრამ აღარ გაგეღვიძოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მდინარეები ადიდნენ... ოკეანეები დაშრნენ... მზეზე დაბნელდეს... სულში განათლდეს... სიკვდილი წავიდეს... ქრისტე მოვიდეს... ან პირიქით სიკვდილი მოვიდეს და ჩვენ წავიდეთ ტვირთმძიმენი და მაშვრალნი და ქრისტემ განგვისვენოს ჩვენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|