ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა ბიბიჩაძე
ჟანრი: საბავშვო
14 ივლისი, 2015


ბეტი

ეტი

მას ქვია ბეტი
და ცხოვრობს შორს,
ის დასდევს ბატებს,
არ ეძებს შარს.
სახლიდან ტყისკენ
მიათრევს წელს
და იქნევს ხისგან
გამოთლილ წკნელს.
სახელი ბეტი
უყვარს და სწამს,
მიწაზე მეტად
ეკუთვნის ცას.
სიცოხლით ხარობს,
სუნი აქვს მზის,
ხანდახან გარბის,
ხანდახან ზის,
ბატების სისინს
აყოლებს ხმას
მიდენის წინ წინ
ათიოდ ყმას.
ღამდება გზად და
ყვავილთა ჩინს
მოირგებს სადად
და მოდის შინ.
მას ქვია ბეტი
და ცხოვრობს შორს,
მოდენის ბატებს
8+2 ს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები