 | ავტორი: ინი ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2015 |
ავადმყოფ დილას მთვარე ღამეს უთევს შვილმკვდარი, ან უფრო სწორად მომაკვდავი ქმარის ცოლივით, არ მოვკვდებიო, მომაძახე ისეთი ბრაზით თითქოს სიკვდილთან მეთამაშოს და ვერ მოვიგე - შენი სიცოცხლე.. ადექი და ბოთლი მოიდგი, პირამდე სავსე მიაბჯინე საფეთქლებს თითი ყელშია უკვე ყველაფერი გამოკრავ სასხლეტს კი არა დატენილ სიტყვებს, ჯანდაბას, ისევ პირობითად ჩვენი ცხოვრება, რომელიც ქუჩის მაწანწალა ძაღლივით მიდის და ეტყობა სუყველა ძვალი და არავინ, არსაით უცდის არავინ იჭერს..
დამისხით, ერთიც და გამვლელი ქალების მზერა- ჯანდაბას ამდენ პატიოსანს დიდება მათდა, მე? არაფერი, ვაღიარებ რომ კარგად ვერ ვარ, არც კარგი ვარ და გავუღიმებ სუყველა გამვლელს, პატიოსანს, რომელიც ყარდა ჯერ კიდევ იქნებ დილანდელი ლოგინის სუნით და მერე გკოცნი, ერთი ღამეც წავართვათ სიკვდილს, ნაბიჯი, არა, არ მერევა მომეცით ბოთლი, მომეცით, თორემ ეს სიფხილზე ყულფივით მიჭერს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მიაბჯინე საფეთქლებს თითი ყელშია უკვე ყველაფერი გამოკრავ სასხლეტს კი არა დატენილ სიტყვებს, ჯანდაბას, ისევ პირობითად ჩვენი ცხოვრება, რომელიც ქუჩის მაწანწალა ძაღლივით მიდის და ეტყობა სუყველა ძვალი ♡
მიაბჯინე საფეთქლებს თითი ყელშია უკვე ყველაფერი გამოკრავ სასხლეტს კი არა დატენილ სიტყვებს, ჯანდაბას, ისევ პირობითად ჩვენი ცხოვრება, რომელიც ქუჩის მაწანწალა ძაღლივით მიდის და ეტყობა სუყველა ძვალი ♡
7. არის კარგი მომენტები, თუმცა თავიდან ძალიან ჩახლართულობაა და სანამ მკითხველი ამაში გაერკვევა, ნაწერი იკარგება. არის კარგი მომენტები, თუმცა თავიდან ძალიან ჩახლართულობაა და სანამ მკითხველი ამაში გაერკვევა, ნაწერი იკარგება.
6. ინი და იანი :)
"თორემ ეს სიფხილზე ყულფივით მიჭერს.." ხო, რთულია სიფხიზლე ინი და იანი :)
"თორემ ეს სიფხილზე ყულფივით მიჭერს.." ხო, რთულია სიფხიზლე
5. +++ ავადმყოფ დილას მთვარე ღამეს უთევს შვილმკვდარი...
+++ ავადმყოფ დილას მთვარე ღამეს უთევს შვილმკვდარი...
4. დიდება მათდა) მადლობა.. დიდება მათდა) მადლობა..
3. მიაბჯინე საფეთქლებს თითი ყელშია უკვე ყველაფერი გამოკრავ სასხლეტს კი არა დატენილ სიტყვებს,
+ მიაბჯინე საფეთქლებს თითი ყელშია უკვე ყველაფერი გამოკრავ სასხლეტს კი არა დატენილ სიტყვებს,
+
2. მაგრად გიწვალია წინა ღამეს მაგრად გიწვალია წინა ღამეს
1. აი როგორ გამიმართლდა წინათგრძნობა :)))) შევაფასე აი როგორ გამიმართლდა წინათგრძნობა :)))) შევაფასე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|