| ავტორი: ჰენკ ჟანრი: პოეზია 30 ივლისი, 2015 |
... ყელში ამოვედით ღმერთის, ფაქტი აღარცა ღირს დავად, ისეც ცხადია და ბრალს გვდებს: სისხლი - არეული ზნეთი; მკერდზე ამომწვარი დამღა; გზა - არმიმავალი ცამდე.
ყელში ამოვედით ყველა, ყალბი დოგმებით და ზნეთი; ჩვენი პირფერული ნირით. ყოფაგადაქცეულს - წყევლად, აღარც გვახსენდება ღმერთი: და თუ გვახსენდება - ვტირით.
ჩვენ რა გვენაღვლება, თანაც, ამ დღეს მოვკვდებით, თუ ღამეს.. ძაღლიც მოგვაკვდება მგონი, ასე, ყველაფრისგან ნაძარცვს, ჩვენი ვის რა უნდა წამდეს, - ღმერთსაც რომ ვიგონებთ - მორიგს
და სულ გავგიჟდებით - თუნდაც! ოღონდ აეხადოთ ფარდა, ტაბუდადებულ ყალბ ღმერთებს. ისე დავიღალეთ, სუნთქვაც თავის მეპატრონეს ღაფავს - უკვე ვეღარაფრის შემძლე.
... ყელში ამოვედით ღმერთის, ფაქტი აღარცა ღირს დავად, ისეც ცხადია და ბრალს გვდებს: სისხლი - არეული ზნეთი; მკერდზე ამომწვარი დამღა; გზა - არმიმავალი ცამდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გმადლობთ რომ შემოიხედეთ, ქეთ! :) გმადლობთ რომ შემოიხედეთ, ქეთ! :)
11. ისევ იგივე განცდა :) ღმერთს რას ერჩით? პროექტი "ადამიანები" ჩაუფლავდა და თავისი გასაჭირი აქვს :)) ისევ იგივე განცდა :) ღმერთს რას ერჩით? პროექტი "ადამიანები" ჩაუფლავდა და თავისი გასაჭირი აქვს :))
10. "გზა - არმიმავალი ცამდე" - საიდან მეცნობა ასე?!
"გზა - არმიმავალი ცამდე" - საიდან მეცნობა ასე?!
9. ერთი რამ, რაც იწვევს "მარილის" უკმარისობის გრძნობას, უნდა იყოს ABCABC რითმების გამოყენება, ანუ - როცა ერთმანეთს ერითმება ყოველი მეოთხე სტრიქონი. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი ინტერვალია რითმებისათვის და ლექსის მელოდიურობისათვის წამგებიანია. საერთოდ კი მომეწონა +3
ერთი რამ, რაც იწვევს "მარილის" უკმარისობის გრძნობას, უნდა იყოს ABCABC რითმების გამოყენება, ანუ - როცა ერთმანეთს ერითმება ყოველი მეოთხე სტრიქონი. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი ინტერვალია რითმებისათვის და ლექსის მელოდიურობისათვის წამგებიანია. საერთოდ კი მომეწონა +3
8. კიდევ წავიკითხე და კიდევ მომეწონა. ალბათ სხვა ლექსებიც გექნებათ, იქნებ მოიტანოთ? :)
კიდევ წავიკითხე და კიდევ მომეწონა. ალბათ სხვა ლექსებიც გექნებათ, იქნებ მოიტანოთ? :)
7. მრავლობითი ფორმა პირობითია... ვერც გაგამტყუნებთ, რომ ვერ მოვიდა, მენემო :) აკი თავადაც აღვნიშნე "მარილის" უკმარისობა :) გმადლობთ და გაიხარეთ! :)
მრავლობითი ფორმა პირობითია... ვერც გაგამტყუნებთ, რომ ვერ მოვიდა, მენემო :) აკი თავადაც აღვნიშნე "მარილის" უკმარისობა :) გმადლობთ და გაიხარეთ! :)
6. ხო მრავლობითში რატომ ლაპარაკობ? ანუ ისე დავიღალეთ, ანუ ყველა მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი :)) ლექს ვერ შევაფასებ, ვერ მოვიდა ჩემამდე და სუბიექტური ვიქნები ხო მრავლობითში რატომ ლაპარაკობ? ანუ ისე დავიღალეთ, ანუ ყველა მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი :)) ლექს ვერ შევაფასებ, ვერ მოვიდა ჩემამდე და სუბიექტური ვიქნები
5. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ძალიან კარგი ხარ. აი ესაა ფაქტი.
მარილი არა სანელებლები კიდევ. :) არაფერიც არ აკლია და უნაკლოა სრულიად. 5. რჩეულ ავტორებში შეგიყვანე.
არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ძალიან კარგი ხარ. აი ესაა ფაქტი.
მარილი არა სანელებლები კიდევ. :) არაფერიც არ აკლია და უნაკლოა სრულიად. 5. რჩეულ ავტორებში შეგიყვანე.
4. და ეს რომ სხვა ავტორთან იდოს. . ჰ ჰ ჰ.. მოდით, გადახედეთ. რატომაც არა. და ეს რომ სხვა ავტორთან იდოს. . ჰ ჰ ჰ.. მოდით, გადახედეთ. რატომაც არა.
3. ჰენკ, კარგია, ჰენკ =)
ჰენკ, კარგია, ჰენკ =)
2. მარილი დამაკლდა მაინც... მადლობა. მარილი დამაკლდა მაინც... მადლობა.
1. კარგად მოარგო ავტორმა თითქმის მივიწყებული სალექსო ფორმა- ექვსსტრიქონიანი ლექსი სათქმელს.
კარგად მოარგო ავტორმა თითქმის მივიწყებული სალექსო ფორმა- ექვსსტრიქონიანი ლექსი სათქმელს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|