ჩვენ გვჯერა, რომ უბრალოდ არაფერი ხდება, ჩვენ გვჯერა ღმერთის. გვჯერა, რომ აქ შემთხვევით არ დავბადებულვართ და თუ აქ დავიბადეთ, ესეიგი აქ უნდა ვიყოთ. ჩვენ არ გვჯერა შემთხვევითობის. თუ გვიჭირს, ესე იგი გვიჭირს იმიტომ, რომ გავძლიერდეთ, ან იმიტომ, რომ დავიმსახურეთ, მაგრამ ჩვენ არც ბედისწერის გვჯერა, არც ცვლილებების, რაც ვართ ეს ვართ, სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ. ჩვენ არ გვჯერა დედამიწაზე მოსიარულე ანგელოზების და ეშმაკების. ეშმაკები ჩვენშია, ეშმაკია ჩვენში ხანდახან გამოჩენილი ბოღმა, სიმწარე, ბრაზი, აკრძალული სურვილები, ანგელოზებიც ჩვენშია, სიკეთე, ბედნიერება თუ უბრალოდ მცირე სიამოვნება. სიამოვნებაც ანგელოზია ჩვენთვის, მართალია ციდან გადმოგდებული, როგორც ლუცსიფერი, მაგრამ მაინც ანგელოზია. არც კეთილის და ბოროტის გვჯერა, არსებობს მშვენიერი, სასიამოვნო დასანახი, სუფთა, ასევე უშნო, მტკივნეული, არასასიამოვნო გრძნობები, საქციელები, სიტყვები თუ ადამიანები. ჩვენ არ გვჯერა სისხლის, ნათესაობის. ჩვენი ძმები და დები თვითონ ვიპოვეთ, და ვეძებთ. ხო, ჩვენ გვჯერა ძმობის. გვჯერა სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნის, ერთმანეთის, ბოცის თუ სისხლის ერთად დაცლის. ჩვენ გვჯერა ღირსების, სიტყვის, სიმართლის, ისიც გვჯერა, რომ თუ ამ გზიდან გადავალთ, უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვიპოვით, მხოლოდ ამის გვეშინია. პატიებაც გვჯერა და ვიცით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, რადგან ვპატიობთ მხოლოდ შეცდომას და არა არჩევანს. არ გვჯერა სიკვდილის. ჩვენთვის არაფერი ქრება და არაფერი გვავიწყდება, არ გვჯერა დასასრულის, გვჯერა მხოლოდ დაწყების, დაბადების. ჩვენ გვჯერა, რომ რაღაც ისეთი ვიცით, რაც სხვებმა არ იციან, რაღაც ისეთი, რაც არ ითქმის და არ იხატება, გვჯერა, რომ ვიპოვეთ რაღაც ისეთი, რასაც ვერასდროს დავკარგავთ სანამ ერთად ვართ. ჩვენ სიყვარულიც გვჯერა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენ გვწამს სიყვარული, ისევე, როგორც ღმერთი, გვწამს, მაგრამ არასდროს გვინახავს. გვჯერა, რომ ის სადღაც არსებობს, რომ ის უკვდავია და შეუჩერებელი, ყველა გაგებით. რომ ის ან იზრდება ან მცირდება, რომ მას წინ ვერაფერი აღუდგება და ოდესმე ჩვენამდეც მოვა. ჩვენ გვჯერა მომავლის. ჩვენი მომავლის....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჩვენ გვჯერა მომავლის, ჩვენი მომავლის... ამინ! ჩვენ გვჯერა მომავლის, ჩვენი მომავლის... ამინ!
3. ვინც მიძმობს არ განვასხვავებ ღვიძლი ძმისგან ან დისგან. ნუთუ ასეთი ძნელი გასაგები იყო ეგ სიტყვები. ეს შეიძლება ბევრისთვის მუღებელია მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია და არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ვთხოვ გაიზიაროს. ინცესტის მომხრე კი არ ვარ, ნამდვილად, და მინდა გითხრათ ნეფეტარ, საკმაოდ გამაღიზიანა თქვენმა ასეთმა აზრმა. ეს ლიტერატურული საიტია თუ ქუჩა, თქვენი სიტყვებზე წამოკიდება მიუღებელი იყო ჩემთვის და კორექტულობის დაცვის მიზნით აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე წერა/საუბარს, თუ თქვენ არ შემაცვლევინებთ აზრს. დანარჩენი კრიტიკა კი საჭიროა ჩემთვის და მადლობელი ვარ ყურადღებისთვის! ვინც მიძმობს არ განვასხვავებ ღვიძლი ძმისგან ან დისგან. ნუთუ ასეთი ძნელი გასაგები იყო ეგ სიტყვები. ეს შეიძლება ბევრისთვის მუღებელია მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია და არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ვთხოვ გაიზიაროს. ინცესტის მომხრე კი არ ვარ, ნამდვილად, და მინდა გითხრათ ნეფეტარ, საკმაოდ გამაღიზიანა თქვენმა ასეთმა აზრმა. ეს ლიტერატურული საიტია თუ ქუჩა, თქვენი სიტყვებზე წამოკიდება მიუღებელი იყო ჩემთვის და კორექტულობის დაცვის მიზნით აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე წერა/საუბარს, თუ თქვენ არ შემაცვლევინებთ აზრს. დანარჩენი კრიტიკა კი საჭიროა ჩემთვის და მადლობელი ვარ ყურადღებისთვის!
2. ნიკა გამგებელო, რატომ არ გჯერა სისხლით ნათესავობის, ამისი რწმენა ჰქონდა ამ ქვეყანას დასაბამიდან დღემდე. შენ რა გჭირს ვითომ? ეგ ამბავი კარგად უნდა ახსნა, თორემ ინცესტის მომხრე მეგონები.
ეს საკვირაო წირვისთვის მოამზადე თუ მიტინგზე გამოდიხარ? ეს არ არის პროზა, ეს არის ტიპიური ლოზუნგები და მოწოდებები და ა.შ.
აი პროზა... https://burusi.wordpress.com/2009/08/24/levan-gotua-ugzo-qaravani/
ნიკა გამგებელო, რატომ არ გჯერა სისხლით ნათესავობის, ამისი რწმენა ჰქონდა ამ ქვეყანას დასაბამიდან დღემდე. შენ რა გჭირს ვითომ? ეგ ამბავი კარგად უნდა ახსნა, თორემ ინცესტის მომხრე მეგონები.
ეს საკვირაო წირვისთვის მოამზადე თუ მიტინგზე გამოდიხარ? ეს არ არის პროზა, ეს არის ტიპიური ლოზუნგები და მოწოდებები და ა.შ.
აი პროზა... https://burusi.wordpress.com/2009/08/24/levan-gotua-ugzo-qaravani/
1. ჩვენ არ გვჯერა სისხლის, ნათესაობის.
ამ ფრაზამ გამაოცა :( სხვა კარგია, მაგრამ ნათესაობის უარყოფა?! ჩვენ არ გვჯერა სისხლის, ნათესაობის.
ამ ფრაზამ გამაოცა :( სხვა კარგია, მაგრამ ნათესაობის უარყოფა?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|