 | ავტორი: ეთუნა ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2015 |
* * * გატოტვილი ძარღვებით მომაქვს სუნთქვა შენამდე, როცა გცივა მზისკენ ვიხრები, შუბლის ღარში წვიმის წვეთები შემოგინახე, შემოდგომის ფერებს გიხამებ... .......................................... შენს შესახვედრად გარიჟრაჟი უნდა ჩავიცვა...
ქსოვის ოსტატი
ვეღარ ვიხსენებ როგორ დავიწყე ჩემგან შენამდე ფარდების ქსოვა, გადაქცევა ქსოვოს ოსტატად... და თუ ათასი ფარდის მიღმა შენ მაინც მელი, იმედი უნდა გაგიცრუო: მე ბლანტი ქსოვა - ორმაგი თვლების ამოყვანა დავისწავლე, რომელიც საკმაოდ კარგად ახშობს შენი დაღლილი თვალებიდან გადმოღვრილ ნათელს... ჩემი ფარდები არ იჟღინთება, ვერც ქარი არხევს...
* * * იმ ზაფხულს გვერდი ავათალე ეზოში ტყემალს. გახმებაო, მოკვდებაო... ბე, კიდევ კარგი მომიზილე მიწა და წყალი. ბე, კიდევ კარგი გადარჩა ის ხე. ხასხასა პიტნის და დაშაქრული ჟოლოს გემო აქვს შენს მონატრებას. მე დღემდე ჩუმად ვეფერები ტყემლის ყვავილებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|