მთელი ღამეა ხელისგულებს ვატოლებ ერთმანეთს, მთელი ღამეა ასე უმიზნოდ მივექანები, შენი ბრალია, თუ კვლავ მჯაბნიან ასე ერთად-ერთს აბჯარასხმული, მომკივანი მძიმე ქარები.
მთელი ღამეა მიწისძვრამდე მერყეობს ფიქრი, და მეც ფრჩხილებით ვებღაუჭები მიწის ნაპრალებს, ჩემი რიდე კი ქართან ერთად ცის იქით მიქრის, გარდაცვალებას ასე შორით შემომაპარებს.
მთელი ღამეა ზმანებასავით შემომეტმასნე, და სიკვდილამდე იმ ერთ ნაბიჯს... ჰო, ცოდვა ჰქვია, მაჯის ძარღვებით ერთადერთი შენ მოგემსგავსე, თუ გადმომირგავ, ვაღიარებ, გარდაცვალება რომ არის გვიან.
მთელი დილაა მონასტერში სათქმელს ვაჯამებ, და მონაზონი მალვით მზერას შემომაპარებს, იქნებ უმიზნოდ, უმიზეზოდ თვალებს ვაღამებ, თვალებს, დედა რომ უძილობას ბრაზით ადარებს.
მთელი დილაა ჩაცუცქული კედელს ვეყრდნობი, თუმც კი ღამეა, მაგრამ დაისს გადავასწარი, ზეცას გავცქერი... ერთადერთი, ჰო, მას ვენდობი, სულით დავფრინავ ფრთაშესხმული და დამაქვს ტანი.
და ამ ღამისთვის გათენება თითქოს გავხედნე, მსურს რომ ჩემებურ განთიადზე მოიკლას თავი, და ამ სუიციდს სინანულის თვალით გავხედე, მა, სიკვდილამდე სიკვდილი ხომ... ჰო, ცოდვა არი...
.................................
სულით დავფრინავ ფრთაშესხმული და დამაქვს ტანი, და მაინც... დღეს ამ თვითმკვლელობას გამოვესარჩლე, თუ ღამე ღამით უმიზეზოდ თავს არ მოიკლავს, როგორ აანთოს განთიადი დილის მესანთლემ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. შარმან555555555 შარმან555555555
16. :) თბილი სამყარო გაქვს, ოღონდ სევდიანი. :( :) თბილი სამყარო გაქვს, ოღონდ სევდიანი. :(
15. ყველას ძAლიან დიდი მასლობა... პუს... ხელი ....
ნიკა... თბილო... მაი, ისე გამახარე...:) ყველას ძAლიან დიდი მასლობა... პუს... ხელი ....
ნიკა... თბილო... მაი, ისე გამახარე...:)
14. ძალიან სუფთა სითბოა შენში.. ძალიან სუფთა სითბოა შენში..
13. კარგია.... მე რო ვარ ისეა დაწერილი . :( :)
5 კარგია.... მე რო ვარ ისეა დაწერილი . :( :)
5
12. 1000000000..... :) 1000000000..... :)
9. მომეწონა ეს ლექსი:) მომეწონა ეს ლექსი:)
8. მა, სიკვდილამდე სიკვდილი ხომ... ჰო, ცოდვა არი...
.............ხელი.............. მა, სიკვდილამდე სიკვდილი ხომ... ჰო, ცოდვა არი...
.............ხელი..............
6. მა, სიკვდილამდე სიკვდილი ხომ... ჰო, ცოდვა არი... 5, გვანც :-* მა, სიკვდილამდე სიკვდილი ხომ... ჰო, ცოდვა არი... 5, გვანც :-*
4. მთელი ღამეა მიწისძვრამდე მერყეობს ფიქრი მაგარია 10 მთელი ღამეა მიწისძვრამდე მერყეობს ფიქრი მაგარია 10
3. სულით დავფრინავ ფრთაშესხმული და დამაქვს ტანი, და მაინც... დღეს ამ თვითმკვლელობას გამოვესარჩლე, 5555 სულით დავფრინავ ფრთაშესხმული და დამაქვს ტანი, და მაინც... დღეს ამ თვითმკვლელობას გამოვესარჩლე, 5555
2. კარგი ხარ :-* ნიჭიერი და სათნო :-* კარგი ხარ :-* ნიჭიერი და სათნო :-*
1. "დღეს ამ თვითმკვლელობას გამოვესარჩლე," კარგია!!!!
"დღეს ამ თვითმკვლელობას გამოვესარჩლე," კარგია!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|