*********** დრაკონის საათს მესამედ გაისმა ზარი, მუხლმოყრილ ჯადოქარ ნან-ვეის იმპერატორის სასახლეში მიახოხებდნენ, გოგრა დენუნნის ფანრები მეწამულად ბრიალებდნენ, სასახლის აპრეხილი თაღი მორიგ სტუმარს ელოდა სიდიადით. ნან-ვეის გული ეწურებოდა, მცველები მკლავებში ჩასჭიდებოდნენ და მაგრად უჭერდნენ, ცოტაც რომ ეთრიათ ნორჩი ბამბუკის სისხო მკლავები დაემსხვრეოდა. წუხდა მოხუცი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მოოქროვილი კარი ნარნარით შეაღეს მოახლეებმა და ქვედამხობილნი მიესალმნენ ცნობილ ჯადოქარს, გაისმა ჩინური “ნინ ჰაო!” როგორც გამარჯობა!
პირუტყვივით დაოთხილი შეხოხდა იმპერატორის მოსასვენებელში მოხუცი, ამაყი თავისი სილამაზითა და გამარჯვებებით, ბუდას ტოლი და კრიშნას სადარი იმპერატორი ცინ-ლი-ჰუეი ლოტოსის დიდებულ პოზაში დაუხვდა სტუმარს
-ნინ ჰაო ლაოში1! გაისმ იმპერატორის წკრიალა ხმა, ამ დროს მისი გვირგვინის ოქროს ცრემლებმაც უცნაურად დაიმღერეს. ნან-ვეის თავი არ აუწევია ისე მიესალმა მის აღმატებულებას, ეშინოდა სიცოცხლეს იმ პოზაშივე არ გამოსალმებოდა რომელშიც იგი დაიწყო, ახლა ან თავს წააცლიდა იმპერატორი ან წელში გაამრთვას სთხოვდა -ცინ ციჩუან! 3
ნან ვეი წამოდგა და შვებით ამოისუნთქა, იმპერატორი მიუახლოვდა, ვიწრო თვალებში შიში მასაც ნან-ვეისავით ჩასდგომოდა, ლაოშის წინ მოკალათდა, ახლოს და სთხოვა მისთვის კურდღლის წლის დადგოამდე გაემხილა უკვდავების საიდუმლო, რაზეც ნან-ვეიმ გაიკვირვა და უპასუხა, რომ ის ასეტ საიდუმლოს არ ფლობდა, მაშინ იმპერატორმა, ისედაც ვიწრო თვალები კიდევ უფრო დაავიწროვა და ვადიდან იაპონური კატანა მუსიკალურად ამოამღერა.
მოქნეული კატანა ზედ ნან-ვეის ყელის კაპილრებთან შეჩერდა დროულად, რამდენიმე ნაზად გასერა კიდეც. მას ტკივილი არ უგრძვნია, მხოლოდ ეშინოდა და მიხვდა რადაც უნდა დასჯდომოდა კურდღლის წლის დადგომამდე მოეგონებინა უკვდავების საიდუმლო, იმპერატორს ფრთხილად გაუღიმა, რაც თანხმობის ნიშნად ჩაითვალა. დაბნეული ჯადოქარი დიდხანს ეძებდა ამ საიდუმლოს, ბამბუკის ტყეში დაეხეტებოდა ხოლმე, გაქცევაზეც უფიქრია ალბათ, მაგრამ ბუდას, კრიშნას და შივას აბა სად გაექცეოდა ერთგული მრევლი?
კურდღლის წლის დადგომის თანავე ჯადოქარი ისევ მიახოხეს იმპერატორთან -მოიტანე უკვდავების საიდუმლო? -ვერა თქვენო ბრწყინვალება, მაგრამ ბედის ირონიაც ის არის რომ უკვდავების საიდუმლოს ძიებაში სიკვდილისა აღმოვაჩინე -როგორ თუ სიკვდილის?
-დამამცირებელი სიკვდილის, რომლის წყალობითაც კაცი კაცის მოკვლას სამარცხვინოდ შეძლებს, ისე რომ მის გვარში მეომარი აღარასოდეს დაიბადება -ვიწრო თვალები გაუფართოვდა იმოერატორს, ჯადოქარმა კი განაგრძო თხრობა:
- ერთ მთვარიან ღამით მძღნერში ვკარი ფეხი, აქოთბული ხისძირიანი ქოშები ქოხის უკანა ეზოში მივყარე, მალე გახმა, ექსკრიმენტები, რომლითაც მწერები იკვებებოდნენ, ისინი ფეკალიებშივე ცხოვრობდნენ, თვითონაც ჯვამდნენ, მათ ნაკელს სილიტრა ჰქვია თქვენო ღირსებავ, რომლიდანაც გამოვიყვანე დენთი, ის მარტივად აალდება და ათას მზედ გადაიქცევა, თუ მეტალის მილს დავპრესავთ დენთით და მოვახერხებთ მიზნისაკენ მის მიმართვას, გასტყორცნილი ენერგია მოკლავს ნებისმიერ ძე ხორციელს. ამ აღმოჩენის წყალობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ მოვახდენთ მძღნერის მძღნერით რევოლუციას, რაც სრულიად შეცვლის მთელს მსოფლიოს.
_________________________ 1. ლაოში- გავრცელებული მიმართვა მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის 2. ნი ჰაო - გამარჯობა! (ნინ ჰაო) 3. ცინ ციჩუან- გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ხანგრძლივი დუმილის დარღვევის მრცხვენია ))) ხანგრძლივი დუმილის დარღვევის მრცხვენია )))
12. სერენა,
ბასილი-ას "ნეხვის" დაწერა და გამოქვეყნება არ შერცხვა და შენ რისი გრცხვენია ვეჟო ?!
სერენა,
ბასილი-ას "ნეხვის" დაწერა და გამოქვეყნება არ შერცხვა და შენ რისი გრცხვენია ვეჟო ?!
11. ნეფერტარ ...))) ძალიან მინდა მაგრამ იმდენი ხანი გავიდა, რომ უკვე მრცხვენია კიდეც გაგრძელება :)
ნეფერტარ ...))) ძალიან მინდა მაგრამ იმდენი ხანი გავიდა, რომ უკვე მრცხვენია კიდეც გაგრძელება :)
10. ნეფერტარ ...))) ძალიან მინდა მაგრამ იმდენი ხანი გავიდა, რომ უკვე მრცხვენია კიდეც გაგრძელება :)
ნეფერტარ ...))) ძალიან მინდა მაგრამ იმდენი ხანი გავიდა, რომ უკვე მრცხვენია კიდეც გაგრძელება :)
9. სერენა, გააგრძელე რა გიჟი მამა დეკემბერას ამბავი. :)
სერენა, გააგრძელე რა გიჟი მამა დეკემბერას ამბავი. :)
8. ძლიერი ავტორი +5 მოკითხვა ძლიერი ავტორი +5 მოკითხვა
7. და, დასანანია ეს ავტორი ჩვეულებრივი წევრი იყოს. და, დასანანია ეს ავტორი ჩვეულებრივი წევრი იყოს.
6. ძალიან საინერესოდ და კარგად წერ, მხოლოდ ცოტაა ეს ნეფერტარი ყოველთვის მართალს ბრძანებს, კლასიკაა მთლიანად შენი შემოქმედება!
ძალიან საინერესოდ და კარგად წერ, მხოლოდ ცოტაა ეს ნეფერტარი ყოველთვის მართალს ბრძანებს, კლასიკაა მთლიანად შენი შემოქმედება!
5. ნეფერტარ დიდი მალდობა ასეთი შეფასებისთვის, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ))) ნეფერტარ დიდი მალდობა ასეთი შეფასებისთვის, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია )))
4. აი ბოლო აბზაცი ისეთი გენიალურია, რომ გამაოგნა. 5!
კლასიკის სურნელი ასდის ამ ექსკრემენტებიან მოთხრობას... ბრავო სერენა, ბრავო!
აი ბოლო აბზაცი ისეთი გენიალურია, რომ გამაოგნა. 5!
კლასიკის სურნელი ასდის ამ ექსკრემენტებიან მოთხრობას... ბრავო სერენა, ბრავო!
3. გამეხარდა სერენა შენი დანახვა. ხომ ხარ წერის გუნებაზე? :)
გამეხარდა სერენა შენი დანახვა. ხომ ხარ წერის გუნებაზე? :)
2. ჯონთან თქვენი კომენტარი და ეს მოთხრობა ხატია კაცობრიობის მიერ განვლილი გზისა, დიახ მათ დაიწყეს "აღმატებულ ტონალობაში და დაასრულეს მდაბიურად" ))) ჯონთან თქვენი კომენტარი და ეს მოთხრობა ხატია კაცობრიობის მიერ განვლილი გზისა, დიახ მათ დაიწყეს "აღმატებულ ტონალობაში და დაასრულეს მდაბიურად" )))
1. როგორი აღმატებულ ტონალობაში დაიწყო და როგორ მდაბიურად დასრულდა :) თუმცა, დიდი აღმოჩენით :)
როგორი აღმატებულ ტონალობაში დაიწყო და როგორ მდაბიურად დასრულდა :) თუმცა, დიდი აღმოჩენით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|