ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2015


ბრძანება არ ჭრის

ეს რა უხეში რითმებია შენი სულიდან....
ჩემს მოგონებებს მირთმევია შენგან წადილი,
მხოლოდ ფიქრები გადავმალო შენისლული და
იმედიც ჩავკლა, ჭიქა წყლით რომ მასვი ამ დილით
სატელეფონო საუბრის დროს, როცა არქმევდი
წარსულს ლამაზს და სადღაც გულში იმედს სახავდი...
ჩვენი ამაყი სიყვარულის ლურჯი ნარკვევი
გახდა სიზმარი , გაღვიძების წამში ნანახი.
ახლა ის ფრაზა, უმკაცრესი მღვრიე ციტატა,
ასველებს ჩემს გულს, შენზე ფიქრით მრავალჯერ დაჭრილს,
უშენობას და ულექსობას გადაიტანდა,
მაგრამ იქ, სადაც გრძნობებია, ბრძანება არ ჭრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები