ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2015


აღსარება

მე მიგატოვე და წუთიერს დავხარბდი სითბოს,
თითქოს ამქვეყნად ყოფილიყოს რამე უვადო,
შენ დაგივიწყე, მის სიყვარულს რადგან დავნებდი...
ვკვდები, უფალო!
ვკვდები, უფალო, სიწმინდისგან სული მეცლება,
ალბათ, ეცდება ბოროტი, რომ მაცდუნოს ისევ,
ღმერთო, მილხინე, განმაშორე ეს უმეცრება,
რომ ჩემს ფიქრებში შენი ხატი შემომაისდეს.
ცოდვის ნაკვალევს ცრემლებით ვშლი,
თავს ვერ ვპატიობ,
მარგალიტები დავუყარე ღორებს სათელად,
მივატოვე და გაუღიმა ახალ პარტნიორს,
წუთით დაღამდა ჩემთვის, მაგრამ ისევ გათენდა.
მე შენ მიყვარდი, მაგრამ გულით სხვასთან ვიყავი,
იმ სხვამ ეს გული ფოთოლივით ფეხქვეშ გათელა,
ჩემი ცოდვისთვის თუმცა გავხდი გასარიყავი,
ღმერთო, შემინდე, მიწინამძღვროს შენმა ნათელმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები