ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 სექტემბერი, 2015


ფიქრი-შელოცვა

გთხოვ მომისმინე
და ნუ
ნუ მეტყვი რომ ვცდები.
ნუ მაგრძნობინებ თავს დამნაშავედ.
წამლეკავს გრძნობა დანაშაულის და
ინსტინქტი იმძლავრებს ჩემში,
რომ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ გავიქცე
და დავიმალო.
შენ დაგემალო და შენს განაჩენს.
ნუ მიმითითებ რომ ვცდები, დამინდე,
რადგან აღიარება მიჭირს.
ნუ, ნუ მეტყვი რომ ვცდები,
მე ხომ მოკვდავი ვარ, უბრალო და
სრულყოფილება მიმძიმს.
მზე თუ ჩამოდგება ციდან,
მთვარე სწორზე გაშლის ნამგალს,
წყალი ზევით იწყებს ასვლას,
ლოცვას წამოვიწყებ ახალს.
ფიქრი არეული ვვარცხნე.
ბრაზი, ქარბორბალა ვთოკე,
ლაგამი ამოვსდე სიტყვას და
ცრემლებს დავუკეტე ღარი.
  ვიცი გაიგონებ ჩემსას, ვიცი ლოცვა მოვა შენთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები