ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2015


წერილებიდან

გწერ,
ჩემთან ამინდები აირია,
ხეებზე ფოთლებია ორიოდე,
დღეს
ჩემი ტკივილების არ იციან
მინდა გათენდეს და მოხვიდოდე-
სახლში,
ალბათ გზები აგირიეს,
სული შემეხუთა მოლოდინით,
დარჩი-
შუა გზაზე და ლილიებს
ჩემთვის რომ მოგქონდა უბოდიშებ-
ხელში რომ ჩაგაკვდნენ უპატრონოდ,
გწერ
და პასუხს ალბათ დამიბრუნებ,
მოდი, ეს ხელები დავატოლოთ
გულებს შევატოვოთ ნათითური..
ზამთრის ამინდივით უღიმღამო
დამრჩა ხასიათი მიტოვების-
მერე,
სხვაგან ბავშვებს უკითხავენ
ზღაპრებს..
ჩვენს შვილს როცა ვიგონებდი-
გეთქვა -არასოდეს გვეყოლება,
გწერ და მეთვითონვე მეღიმება
საფეთქელს მიბჯენილი პისტოლეტი-
თითები,
რომლებსაც გიტოლებდი..
და იქნებ ჩემო უპასუხო,
თაროზე შემოდებულ წერილებსაც..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები