არაფერი უთქვამს, სულ არაფერი. ადგა და თავის თავს შეერია. არ უნდოდა, დამენახა, როგორ უთრთოდა მხრები, ან როგორ ჰქონდა ზურგზე მოგდებული ჩემი მარტოობის სიმძიმე. გაუძელიო ახლა შენ თვითონ, _ მეუბნებოდნენ მისი ნაბიჯები, მაგრამ ვერ ვხედავდი. გზამდე მაინც გაჰყევიო, _ იდაყვი გამკრეს კარის მორყეულმა სახელურებმა, ან ყური მაინც დაუგდეო ალაყაფის ჭრიალს, იქნებ არც წასულაო. მოულოდნელად რომ მოტრიალდეს-მეთქი, ამოვთქვი ჩემთვის. იქნებ თავისი ჯიბის ვარსკვლავი დარჩა საძინებელი ოთახის ბათქაშჩამონგრეულ კედელზე, ანდა სულაც, საკუთარი ფეხის ხმა უნდა აკრიფოს გათელილი ბალახის ბილიკიდან და უცბად რომ შემეჩეხოს ყურდაგდებულს და მიყურადებულს, დაკვნეტილი და გაცრეცილი ტუჩებით ხელში, ხო გადამივლის სახეზე მერე მთელი ალმური და ალიყურსაც გადაიწნავს ჩემი ტანიდან აყალო მიწა.
წავიდა და წავიდეს! მაინც არასოდეს ეცალა ჩემი დღეების დასაღამებლად. სულ სხვებთან მიჰქონდა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ჭრელი სიზმრები__დაშაქრული შავი ალუბლები. ათასში ერთხელ თუ გაიმეტებდა და სასთუმალთან დამიდებდა ჟანგიან მონეტას. მერე მთელი ზამთარი სულ უმი მადლობები უნდა მეხარშა, მთელი თვის სამყოფი კვერები მეცხო, მერეცხა წვიმიანი შემოდგომაც და ჭირვეული გაზაფხულისთვის სულ ხონჩით მიმერთმია გამოლოცვილი ბატონები.
ჰოდა, დავიღალე, ბატონო-ჩემო. სულ თვალები დამეთხარა მაგის ლოდინში. ვიჯექი ხოლმე ფიქრებდაყუდებული და ციცინათელასავით ციცქნა იმედს ჩემი ოცნებებდაჭიანებული მუჭიდან სხვაგან არსად ვუშვებდი. იქნებ ახლა მაინც მომიტანოს-მეთქი შეპირებული ძილი, საშობაო სიზმარი, ან სააღდგომოდ ნუშის ხის ტოტების ნაცნობი მზერა. იქნებ ერთხელ თვითონაც დაიღალოს-მეთქი ამდენი აბლაბუდა ამბით, ჩემს მუხლებზედაც ჩამოდოს ის დასაბერებელი თავი, წათვლიმოს მაინც, რომ მისი ნაცრისფერი რულით მეც ავიხვიო დაჭყეტილი ჩემი თვალები.
იქნება, იმ წუთში მდინარეც დამდგარიყო, წყაროც ქვის გულ-მკერდზე გარინდებულიყო, მოწყვეტილი ვარსკვლავიც იქვე გაშტერებულიყო და ქარის გადარეულ ფრთებსაც ჩვენი ქვიტკირის სუნთქვისთვის ედარაჯათ. იქნებ მეც აღარ გავდგომოდი იმ ორპირს მარტო, უჟმურიც არ ამეკიდებინა და საგულეში არც ის მუჭისსიმსხო მონატრება გამეცივებინა. არადა, როგორ ვუვლიდი. სულ ვაფრთხილებდი, აღმოსავლეთის ქარს ერიდე-მეთქი, მაგ თავდაკარგულ ნიავს. ერთი ნახვით თუ არსებობს შეყვარება, გადაყვარებაც იცის უსაშველო უამინდობამ. ხანდახან მაინც დატოვე გულის კარი ღია-თქო. ღამე მაინც ღამეა. რა იცი, სად დაუღამდება? რა იცი, როდის მიატოვებენ მოხეტიალე სურვილები? იქნებ ერთხელ შენს უსიზმრო ზეწარზეც შეკვროდა კუპრივით შავი სუნთქვა, ხელისცეცებითაც გამოეგნო გზა შენს გულისყურამდე და ვინ იცის, სულ მოციმციმე ვარსკვლავები დაემცნია მაგ ღიმილაწყვეტილ საღილეზე.
ეჰ, რას გაუგებ მთვარეულ და ფეხებარეულ ღამეს? არც გეტყვის რამეს. ისე ამოიშაქრავს ხველებისგან ჩახრენწილ ყელს, ისე მოადგება ჭიშკარს, მერე ეზოს, კიბეს და წინკარს, თითქოს არცერთი წელიწადი ხელს გაყოლებული არ ჰქონდეს. არცერთი ზამთარი უთოვლოდ არ თოვდეს... ...
ჩემი თვალების დარაბებთან კი თეთრი ღამეების სუფრა _ სქელი, მუქი ფერის ფარდები იყო ჩამოფარებული. თვითონვე ვიგონებდი ფერად ფიგურებს, ფიქრებით სხვადასხვა თარგებზე ვჭრიდი და სიბერეში ბედნიერად დასასიზმრებელი სიზმრების კალთებზე ვაკერებდი.
შიშველ მხრებზე რომ ჩრდილი წამომადგა, მივხვდი, დაბრუნებულიყო. თავიც ვერ მივატრიალე, თვალებსაც ვერ მოვიფშვნეტდი. სულ სიბნელეში ჩამეშლებოდა მარტოხელა ქალის წინსაფარში გამოკრული ამოდენა ხელსაქმე, წვალებით დახვეული ამდენი გორგალი და ხისგან გამოჩორკნილი ყაისნაღი, მთვარე და კუდიანი ვარსკვლავები და სულ ციმციმა ვერცხლისფერი _ ლოკოკინას ნაკვალევით ნაგვირისტევი.
აბა, ასე შექუჩებული მარტოობა _ მთელი სამყარო კალთიდან როგორ ჩამომებერტყა? ან ამხელა მოლოდინი გულიდან როგორ მომეგლიჯა? და ეს ყველაფერი, სულ ერთი თვალის წადებისთვის, ერთი ღამის მასპინძლობისთვის, ერთადერთი სიზმრის ასრულებისთვის.
ავდექი და აღარც ავდექი. არც არაფერი მითქვამს. სულ არაფერი. ისიც ადგა და წავიდა. თავის თავს შეერია... წუხანდელს აქეთ ღამე მაქვს თვალებში. ღამეს კიდევ ვარსკვლავები _ ჩემი თვალების ჩინი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. "დაკვნეტილი და გაცრეციი ტუჩებით ხელში" ძალიან მაგარი მიგნებაა ჩემი აზრით...:-* "დაკვნეტილი და გაცრეციი ტუჩებით ხელში" ძალიან მაგარი მიგნებაა ჩემი აზრით...:-*
10. ძალიან , ძალიან კარგია...:-* არ ვიცი...როგორც ჩანს არ მქონდა ბოლომდე წაკითხული, ან საერთოდ არ მქონდა წაკითხული...:(
"ეჰ, რას გაუგებ მთვარეულ და ფეხებარეულ ღამეს? არც გეტყვის რამეს"
"იქნება, იმ წუთში მდინარეც დამდგარიყო, წყაროც ქვის გულ-მკერდზე გარინდებულიყო"
"ანდა სულაც, საკუთარი ფეხის ხმა უნდა აკრიფოს გათელილი ბალახის ბილიკიდან"
იცი როგორი მუსიკა აქვს და როგორი ჩურჩულა ფრაზებია?...აი როცა მარტო დგახარ...მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას...აივანზე... ან სოფლის ფერდაზე და...უსმენ...ყველაზე ნამდვილს, ყველაზე დიდ მუსიკას...ბუნების ხმებს... ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარივით ამედევნა ეს შენი ფრაზები...მომსდევენ და მოაშრიალებენ ჩემს წილ სამყაროს...:-*
5555
ძალიან , ძალიან კარგია...:-* არ ვიცი...როგორც ჩანს არ მქონდა ბოლომდე წაკითხული, ან საერთოდ არ მქონდა წაკითხული...:(
"ეჰ, რას გაუგებ მთვარეულ და ფეხებარეულ ღამეს? არც გეტყვის რამეს"
"იქნება, იმ წუთში მდინარეც დამდგარიყო, წყაროც ქვის გულ-მკერდზე გარინდებულიყო"
"ანდა სულაც, საკუთარი ფეხის ხმა უნდა აკრიფოს გათელილი ბალახის ბილიკიდან"
იცი როგორი მუსიკა აქვს და როგორი ჩურჩულა ფრაზებია?...აი როცა მარტო დგახარ...მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას...აივანზე... ან სოფლის ფერდაზე და...უსმენ...ყველაზე ნამდვილს, ყველაზე დიდ მუსიკას...ბუნების ხმებს... ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარივით ამედევნა ეს შენი ფრაზები...მომსდევენ და მოაშრიალებენ ჩემს წილ სამყაროს...:-*
5555
9. ეს გავიდა ფინალში? ძალიან კარგია. გილოცავ! :) ეს გავიდა ფინალში? ძალიან კარგია. გილოცავ! :)
8. მადლობა, თქვენ, ურაკელებო, თბილი სიტყვებისთვისაც და შენიშვნებისთვისაც :) მადლობა, თქვენ, ურაკელებო, თბილი სიტყვებისთვისაც და შენიშვნებისთვისაც :)
7. უფ, რა კარგია ... ) უფ, რა კარგია ... )
6. აი,ეს არის პოეზია! აქაც გილოცავ გამარჯვებას! აი,ეს არის პოეზია! აქაც გილოცავ გამარჯვებას!
5. ეს, გამორჩეულად მომეწონა ფინალიში გასულებს შორის.
გილოცავთ! ეს, გამორჩეულად მომეწონა ფინალიში გასულებს შორის.
გილოცავთ!
4. ეს ორი სტრიქონი მეხამუშა
დაკვნეტილი და გაცრეცილი ტუჩებით ხელში, .... და ალიყურსაც გადაიწნავს ჩემი ტანიდან აყალო მიწა.
საერთოდ კი - კარგი უნდა იყოს.
ეს ორი სტრიქონი მეხამუშა
დაკვნეტილი და გაცრეცილი ტუჩებით ხელში, .... და ალიყურსაც გადაიწნავს ჩემი ტანიდან აყალო მიწა.
საერთოდ კი - კარგი უნდა იყოს.
3. ჰოდა მეც გილოცავ:* ჰოდა მეც გილოცავ:*
2. ვაიმე როგორ მიყვარს მე აქ.♡ ბევრჯერ უნდა წავიკითხო კიდევ.
ვაიმე როგორ მიყვარს მე აქ.♡ ბევრჯერ უნდა წავიკითხო კიდევ.
1. ეს ლექსიც ისეთია- ლოკოკინას ნაკვალევივით ნაგვირისტევი...
აქაც გილოცავ "ხვარამზეობას" !
ეს ლექსიც ისეთია- ლოკოკინას ნაკვალევივით ნაგვირისტევი...
აქაც გილოცავ "ხვარამზეობას" !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|