ავტორი: ჟულიენ სორელი ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2015
მე გოგოს ვეტრფი
მე გოგოს ვეტრფი, რომელსაც არ ვცნობ, მშვენიერებამ მომნუსხა მისმა. მე ერთი ნახვით სიყვარულსაც ვგმობ, მაგრამ დამატყდა მიჯნურის რისხვა. ვნახე და უმალ გულს ჩამივარდა, ვერ დავივიწყე მასზე ფიქრები. რომანტიკოსი ისედაც ვარ და ლექსად ვაქციე მასზე რითმები. მზე ხომ გინახავთ? მასზე წითელი ფართოდ გაშლილი თმები ბრწყინვალე, მოუცნაურო სახეზე მთელი, ჭორფლების რიგი ცეცხლად მგზებარე. მისი ღიმილი; როგორც ვარსკვლავი უღრუბლო ცაზე მარტო ეული. ტანი, მკერდი და თუნდაც მკლავი, სიზმრებადა მაქვს გადაქცეული. არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რა წყალს ვატანო ჩემი ფიქრები. მივიდე, ვუთხრა -- „ჩემად იქეცი“ თქვენ როგორ ფიქრობთ გიჟი ვიქნები?