ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2015


* * *

              ''... წარსულის, მოგონებებისა და სიამის მიუხედავად,
                მაინც ასე, სწორხაზოვნად
                ნადგურდება ჩვენი სიყვარული."
                                     
                                  მინაწერი ჩვენს წერილზე


ეგ გული რომ მომაბარონ
და ეგ გრძნობებიც.
პირველ რიგში, ჩემ მიმართ;
შენს ამ დაუნაწევრებელ გრძნობს დავყოფდი.
რადგან ვიცი, რომ ასე შეყოვნებული,
უამრავი გვამით მიმოფანტულ ველზე,
არც იმძლავრებს, არც შესუსტდება,
უბრალოდ,- გაქრება.

ეგ გული რომ მომაბარონ,
პირველ რიგში,
მაგ გრძნობებს დავანაწევრებდი.
ერთს დილისთვის, როცა მაცილებ.
ერთიც საღამოს, როცა კარს მიღებ,
და ერთიც- ბოლოს, სანამ ჩავწვებით.

***

Black City

შენ დათმე ის ღამე,
არც ისე სრულად,
და მეც მეგონა, რომ
გავათავისუფლე
ყველა ნარჩენისგან,-
ასე თუ ისე, ვარჩევდით საყვარელ
მუსიკებს, და თურმე ვერ შესაბიმსებს იმ
ღამის და განცდის.
იცვამდი ჩემს სამოსს,
ჩვენთვის ვერ შესამჩნევი
სიშვიშვლის( მაგრამ მაინც სიშიშვლის) დასაფარავად.
წვებოდი ზურგით და
ვამბობდით ორივე:
აქ კარგია, ასე სჯობს ნამდვილად.
ვიწვეთ ასე უბრალოდ,
ჯღერდეს მუსიკა ჩვენს ჩაძინებამდე.
ჩვენ ვსარგებლობდით,
ერთმანეთის ვულკანივით მიძინებული ვნებებით,
სხვაგვარადაც არ შეიძლებოდა,
რადგან არ ყოფილა შენი ქალაქი თუნდაც პომპეი,
რომ ცხელი ფერფლივივით დაგვფენოდა
ვნების საბურველი.
შენი ქალაქი იყო მხოლოდ
ნახევრად უთქმელი
შიშველი სიტყვები და ნდობა.
მუსიკა კარგი წყალობა იყო,
იმ ღამეებისთვის, რადგან
ის ისევ ჟღრიალებს.
შენი სიჩუმე კი
ბასრი დანებივით ესობა
ნერვებს.

***
და ახლა
მინდა, რომ
წლების მერეც,
ისე ძლიერ და
ხელშესახებად შემორჩე
ჩემს მეხსიერებას,
როგორც ბავშვობის-
არწარმოთქმული-
ყველა ოცნება და
მოგონება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები