 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 16 სექტემბერი, 2015 |
თვითონ ვიდუღებ ყავას, თვითონ ვივარცხნი თმას, თვითონ ვიტკივებ გულს და თვითონ არ ვიღებ ხმას, ტვითონ გავკაფე ტყე და თვითონ გავკვალე გზა, უდაბნო გნვვლე თვითონ, თვით დავიფინე ბზა, ფეხზე დავდექი თვითონ , თვითონ ვისწორებ წელს, ჩემს გაჭირვებულ თავს თვითონ ვუმართავ ხელს, თვითონ დავეგე ფერხთით, თვითონ ვითელავ თავს, თვითონ ვპატიობ ყველას, ვინც და რაც უნდა თქვას, ჩემი ოცნების სარკეს თვითონ ვუჩრდილავ მზეს, და ბედისწერას ჩემსას თვითონვე ვურევ გზებს. თვითონ ვიყვარებ , ვგმობ, თვითონ ვიმძიმებ ფიქრს, თვითონ ვტოვებ და ვეძებ სადაც არ არის იქ. ჩემს თავს მევე ვშობ თვითონ, თვითონ ვპოულობ მკვლელს, და ჩემს მოგონილ ბინდში, თვითონ ვანათებ ბნელს, დილით ვკვდები და ღამით თვითონ ვიმარხავ თავს, თვითონვე ვშველი, ვისაც გულით ვუსურვებ ავს. თვითონ ვიყავი ფრთხილად, თვითონ დავბლანდე მახე, და ალესილი ვნებით თვითონ ვისერავ სახეს. მიღალატა და მაინც, მაინც მივენდე თვითონ, და გატეხილი გულიც, არ გამტეხია ვითომ. ჭრილობებს ვიხვევ თვითონ, თვითონ ვიმშრალებ ცრემლს, თვითონ ვულესავ სიკვდილს, პირმობლაგვებულ ცელს. თვითონ მივაგნებ ყველგან, გვირაბის ბოლოს ნათელს, თვითონ ავანთებ ჩემს თავს, ავანთებ როგორც სანთელს,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა : ) მადლობა : )
5. მადლობა : ) მადლობა : )
4. შესანიშნავად წერ. კარგად იცნობ ადამიანს. შესანიშნავად წერ. კარგად იცნობ ადამიანს.
3. ჰოდა მადლობა უფალს, თვითონ რომ შეგაძლებინა ეს ყველაფერი.:) ჰოდა მადლობა უფალს, თვითონ რომ შეგაძლებინა ეს ყველაფერი.:)
2. "ჩემს გაჭირვებულ თავს თვითონ ვუმართავ ხელს,"- ეს როგორ მომეწონა :)
ათეისტი თუ თავის უფალი?
"ჩემს გაჭირვებულ თავს თვითონ ვუმართავ ხელს,"- ეს როგორ მომეწონა :)
ათეისტი თუ თავის უფალი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|