ავტორი: ვ.ხაბეიშვილი ჟანრი: პოეზია 30 სექტემბერი, 2015
,,ხალხი არის ბრძენი''
ჩვენ ვსაუბრობდით, (ჩემს ბინაში)... ისინი ამბობდნენ,რომ : - ,,ხალხი არის ბრძენი'' და მე ამ სიტყვებთან ერთად მეზობელ სახლიდან გამოსული ბურღის ხმასავით მესმოდა- ქრისტეს ხელ-ფეხთ დადებულ ლურსმნებზე, ჩაქუჩის დარტყმის ხმა.