ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბესო
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2015


რად გიწერ ლექსებს

რად გიწერ ლექსებს, რად მეფიქრება წამ და წუთს შენზე ოხერ ტიალი!?
ლოცვებს ვკითხულობ თვალწინ მიდგახარ, თუმც არც ხატი ხარ და არც წმიდანი.
შენს გარდა ქალი ათასი დადის, გულს რად აუდის შენზე წრიალი!?
ეს შენითაა ნაკარნახევი, რომ მიბნელდება დღე მე მზიანი.
შორს რომ იყავი გვერდით მედექი, ახლა კი გახდი მიუწვდომელი,
მე მხოლოდ ლექსით შეგამკობ ხოტბას, სხვა დანარჩენი იცი ყოველი.
ხედავ? ცხოვრებამ ისე გამწირა. შენს გვერდით ყოფნის გავხდი მთხოველი,
მაგრამ რას იზავ, ბედისწერაა. მეტს კი მე მისგან არას მოველი.
ვერ დავივიწყებ შენს გამოხედვას, და იმ ჩუმ სიტყვას რასაც "ხო" ჰქვია,
შენი შემყურე ამ ქვეყანაზე, მე სხვა ქალები არას მიქვია.
მე რო ლექსს გიწერ, გნატრობ და ვღელავ, შენ ამ ყველაფერს იცი რა ქვია?
ნუთუ ვერ ხედავ? მე სიყვარულით "წყალში ვდგევარ და ცეცხლი მინთია"
შენ ხო ქალი ხარ. ადამიანი. გაქვს შენი გრძნობა, აზრი, ფიქრები.
მე არ მოგწონვარ, არც ჩემთან გინდა. ნორმალურია. მარტო ვიქნები.
შენ აიხდინე შენი ცხოვრება და შეასრულე შენი მიზნები,
მე კი საბრალო შენზე ვილოცებ, მჯერა რომ ასე უკეთ იქნები !!! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები