ქარმა სიცივისთვის ისევ გამიმეტა, შარფი ვეღარ ფარავს სახის ყვირიმალებს, ვდგავარ ამინდივით სულ მთლად გაცრეცილი, გრძნობებალეწილი, შენ კი იგვიანებ. ნაძვმა დამაბერტყა თოვლის ერთი გუნდა, ფანტელს სიხარულით ვეღარ ვეგებები, ვდგავარ ხიდის თავში გრძნობებდალეწილი, ყინულს ვეჯახები ბოლო აკორდებით.