| ავტორი: ტ ა ტ ო ჟანრი: პოეზია 8 ოქტომბერი, 2015 |
მთებსა თუ გორებზე, ქარში თუ წვიმაში; ცხოვრებამ რა გზებით სად აღარ მათრია, ბოლოს ერთ ადგილას გავჩერდი და მაშინ , შენ ჩემთან მოხვედი, მოხვედი თათია... შენით დაკოდილი ისევ შენ მიწამლე, ღამით ეგ თვალები მზესავით ანთია; ცხოვრება მე შენთვის, შენითვე ვისწავლე გაგიშვებ არასდროს აღარსად თათია... მიდიან დღეები, თვეები და წლები, ის წლები შენს კართან ღამე რო ათია დედის ალერსივით გამათბე და ვხდები რომ მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემი ხარ თათია... როცა მზე ამოდის და დგება აისი შენს თვალებში კი ათინათია; შენ შემაყვარე ძვირფასო მაისი გაზაფხული ხარ ჩემს სულში თათია... სახლები, კოშკები, მანქანა სარჩევი არ გვინდა, რას გვარგებს ცხოვრება მათია, ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს ბოლომდე სათრევი მარდამხარ ვიაროთ, ვიაროთ თათია.. შენთვის მიჩუქნია ლექსები ტომებად სხვა ყველაფერი ტყუილი ჯართია; ჩემს ცხოვრებას რომ თავს აზრი მოება ეგ აზრი შენა ხარ შენა ხარ თათია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. წარმატებები ტატოს! წარმატებები ტატოს!
2. თათიას ნამდვილად გაუხარდება,სარითო წყვილებზე მეტი რომ იმუშავოთ ვგონებ ბევრად უკეთ შეგიძლიათ წერა.წარმატებები თათიას ნამდვილად გაუხარდება,სარითო წყვილებზე მეტი რომ იმუშავოთ ვგონებ ბევრად უკეთ შეგიძლიათ წერა.წარმატებები
1. მიძღვნა კარგია. თათიას გაუხარდების. მიძღვნა კარგია. თათიას გაუხარდების.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|