ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქალი კამელიებით
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2015


* * *

დავიღალე. .!
მე პატარა,
სიყვარულით სავსე გული მაბადია...
წამიყვანე..!
სადაც მთებზე,
თოვლი როგორც მწყემსის თეთრი ნაბადია..!
წამიყვანე..!
სადაც ცის და მიწის გარდა არაფერი აბადიათ...
წამიყვანე.!
იქ სადაც, რომ მთიდან მთაზე ღრუბლებიდან გადადიან...
ცის კიჩოზე მიბჯენილი
ძველისძველი ხის პატარა ქოხი მინდა...
სადაც ყოველ მზის ამოსვლას, ცის კარიდან დამილოცავს ყოვლადწმინდა...
წამიყვანე..!
თუ ღმერთის გწამს!
სადაც კაცი მუხლს ლოცვებით მოიხრიდა...
სადაც ზეცის წმინდა ცრემლი,
მიწის ხნულმა ბალახებზე მოიწმინდა...
წამიყვანე..!
სადაც მთებზე თოვლი, როგორც მწყემსის თეთრი ნაბადია,
სადაც ცის და მიწის გარდა არაფერი, არაფერი აბადიათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები