ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2015


"უქარქაშო ხმლები"

რა არის წუთისოფელი?
სიცრუე,ცოდვა,ღალატი
ხალხს აღარ უნდა სიმართლე
არ ესმით ,,ქვათა ღაღადი"
სიმართლე კიდე ერთია
ქვეყანა თავზე გვემხობა
განსაცდელის ჟამს ჩვენ უძლურთ
რატომ არავინ გვემხრობა?
სხვის აღშფოთების იმედზე
როდესმე იდგა ქართველი?
ნუთუ აღარ გვსურს გავტოკდეთ
შრომით და ლოცვით ვძლიოთ მტერი??
მთელი ამ დროის მანძილზე
არავინ გვეხმარებოდა
ჩვენით ვიცავდით სამშობლოს!
და ეს შემთხვევით ხდებოდა??
რად გვავიწყდება დავითი??
რად გვავიწყდება ილია??
მათ მზეში ყოფნა ირჩიეს
ჩვენ კი მონობის ჩრდილია..
ჩვენ ჭირს აქამდეც ვიტანდით
და დღესაც გვძალუძს ატანა
მაგრამ სიტკბოსკენ მივილტვით
და გვიმორჩილებს სატანა.
ჩვენ დრო და მოდა გვაღელვებს
ეს კი ლაფს ასხავს ქვეყანას
და აღარ გვიკვირს ოჯახში
,,კაცი" პატარძლის შეყვანა.
ტკბილი ცხოვრების სიტურფემ
შეცვალა გულში ღვთის შიში
ძალაუფლების ძებნის დროს
სატანა ლაგამს გვთხრის პირში.
ამ სიტკბოების მიმდევართ
დრო აღარ გვჩება ლოცვისთვის
სულს სამუდამოთ ვიტანჯავთ
წამის გართობით ხორცისთვის,
,,-იცოდი აღდგომის ღამეს
ტრი D ფილმია თეატრში
ეკლესიაში ხვალ წავალთ
თან ძვირი არ ღირს სეანსი"
ეს დღევანდელი სიმართლე
სავალალო და ცხადია
ვერც რუსი მაშა გვიშველის,
ვერც ევროპელი გადია..!
ხსნა იმერელშიც არაა,
არც მეგრელში, არც კახელში
ხსნა ყველა ჩვენთაგანშია
ყველა ერთად მდგომ ქართველში.
მე მწამს ესაა სიმართლე
ერთობით ვიხსნით ქვეყანას,
როცა ყველანი მუხლმოყრით
და კრძალვით მივალთ ღმერთთანა.
გავერთიანდეთ ქართველნო!
ერთურთს ვუმაგროთ მხარია,
ვიშიშვლოთ ბრძოლის სიმბოლო
ის ,,უქარქაშო ხმალია"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები