-ჯონ! მარცხნიდან მოუარე, ორნი არიან. არ გაგვექცნენ, კარგი საკბილოა , თან ერთი პატარაა, ეტყობა ნაშიერია მისი.იარაღი შეაყენე,მარტორქები საშიში ცხოველები არიან,თავდაუზოგავად იციან შეტევაზე გადმოსვლა,თუ საფრთხეს შენიშნავ თავში ესროლე! გაიქეცი ეხლა, არ გაგვექცნენ, გაიქეცი! ***** -შვილო დამტოვე! -დედა ვერსად წავალ, მეშინია ! -შვილო ესენი ადამიანები არიან , დანდობა არ იციან, მარტო თუ დავრჩები უფრო გავუმკლავდები ! -არა დედა, ერთად უფრო გავუმკლავდებით... -გაიქეცი,იქეთ გაიქეცი! დედისთვის სიკვდილი არაფერია,როცა იცის, რომ შვილს არაფერი ემუქრება ! -ვერა დედა! დედ... (დედა მარტორქამ, თავი ღონივრად მოიქნია,შვილს (ისე როგორც დედას სჩვევია), უვნებლად მიარტყა და პირმშო იქვე ბილიკს ქვემოთ, თითქმის შეუმჩნეველ ხმელი ფოთლებით სავსე ნაპრალში, რბილად ჩააგდო... და დარჩა საკუთარი თავის ამარა, ორი შეიარაღებული მონადირის წინაშე ) და თუმცა ის ახლა გაცილებით ძლიერი გახლდათ , რადგან შვილის უსაფრთო ადგილას დატოვება ერთი-ორად უქარვებდა შიშს , თოფის გასროლის გამაყრუებელი ხმა, მაინც შესწვდა ყველაზე მაღალი ხის კენწეროში მსხდომ ფრინველებს,რომლებიც ფრთხიალ-ფრთხიალით გაეცალნენ სამყოფელს! ******* ჯონ ჩინებულია , კვლავ გიჭრით თვალი! ზუსტად თავში, ერთი ტყვია და აი, ისიც, ჩვენს ფეხთითაა განრთხმული , სიცოცხლის ყოველგვარი ნიშან-წყალი კი დაკარგული აქვს ! ჯონ, თქვენ არ ბერდებით , თუმცა ხანშიშესულსაც სადარდებელი არაფერი გაქვთ, შვილიშვილი ისე გყავთ გაწვრთნილი,ამ მხარეში მასზე კარგი მსროლელი, ფრთხილი და სისხლს მოწყურებული , გულადი მონადირე, სულ მალე არც გაიჭაჭანებს!! ახლა მივხვდი ღიმილით რატომაც ისმენდით ჩემს რჩევებს, - თქვენს იარაღს მარტორქა კი არა,მითიური არსებაც ვერ დაემალება... კარგი ჯონ, მოსაღამოვდა. გზაში რომ არ დაგვაღამდეს, იმ პატარა ნაშიერს ნუღარ გავეკიდებით , ისეთი უსუსური იყო ალბათ მაინც ვერ გადარჩება.კარგა მოზრდილი ნადავლით ვბრუნდებით შინ ... მარტო , რქა და ძვალი რად ღირს მისი?!ოხ, ვენაცვალე განგებას შენთან ,რომ შემახვედრა! შენნაირი მონადირე, თითო-ოროლაღა თუ შემორჩა შემოგარენში ... ასე რომ არ იყოს ამდენი ცხოველი ვერ ინავარდება ამ უღან ტყეში! მაგრამ ეგ არაფერი შენი მახვილი თვალის სამიზნია ყველა არა?! ( და გულიანად გადაიხარხარა , თავისი ჩახლეჩილი , თამბაქოს კვამლით გაჟღენთილი ხმით , რომელშიც კარგად იკვეთებოდა ადამიანის ძალა, ბუნების სხვა უსუსურ ქმნილებებთან შედარებით) ****** მე,მათ დედა მომიკლეს! მე,დედამ გადამარჩინა, სიცოცხლე მაჩუქა, მაგრამ მე დღეს მოვკვდი! მე,ყველა და ყველაფერი მიყვარდა, რაც კი ჩემ გარშემო იყო...ახლა კი მხოლოდ აუხსნელ გრძნობას დავატარებ.ამ აუხსნელ გრძნობას იმ ორფეხა მოლაპარაკე, მოხითხითე არსებების მიმართ ვგრძნობ!მე.მარტო დავრჩი... მარტო , რქის ამარა , რომელსაც ხშირად შევღებავ იმ არსებათა სისხლით- დედამ ადამიანები, რომ უწოდა! ყოველი წვეთი მეამება გულზე,ისე ტკბილად,როგორი მწარეც იყო ჩემთვის იმ გამაყრუებელი გასროლის ხმა დედაჩემი,რომ შეიწირა... -ჩემი ხომ გესმის ჩიტო?! შენც ხომ გადაყრიხარ მაგ არსებებს?! -მესმის პატარავ! შენ გულს რომ გიწვავს და საშინელ აზრებს აღგიძრავს , ეგ გრძნობა სიძულვილია , ზიზღია ... ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ მსმენია სიძულვილს არავისთვის არაფერი მოუტანია კარგიო , ვინმეს ზიზღი კი საბოლოოდ საკუთარი თავის შეზიზღებით სრულდებაო... -მეზიზღება,ჩიტო! მეზიზღება,ჩიტო! მეზიზღება,ჩიტო! (მყისვე გაეცალა ადგილს, გაიქცა უგზოუკვლოდ , მიუსაფარი ... დღეიდან ის სიძულვილისთვის გააკეთებს ყველაფერს: შეჭამს იმისთვის რომ არ დაეცეს გაიზარდოს და შური იძიოს, იფიქრებს სისხლზე , იცხოვრებს ზიზღით , მოკვდება ბრძოლაში... ადამიანებთან ბრძოლაში! ) ****** სწრაფად გაიქეცით! უზარმაზარია ყველას დაგვხოცავს! -ჯიმ, სად ჯანდაბიდან გაჩნდა ჩვენს მშვიდ სოფელში მარტორქა?! -რა დროს კითხვებია ბავშვი გაიყვანე ! გაიქეცით სწრაფად გაიქეცით! -ნახე ჯიმ, ნახე,ედის სახლი სულ ააოხრა ! -ედი სად არის?! -ლარა, ედი სად არის?! -ედი იმსხვერპლა საცოდავი მოხუცი , ზედ მუცლით წამოიგო რქაზე !! გაიქეცით გაიქეცით პირსისხლიანი მკვლელია ! ვერავინ გადავურჩებით! თავს უშველეთ! შეხედე ჯიიმ... კიდევ ერთი იმსხვერპლა! - ჯონი სად გაქრა ?! მასზე უკეთ ვერავინ გაისვრის! - შვილიშვილთან ერთად სადღაც ტყეშია ! ეგრე გადაიკარგებიან ხოლმე! -შეხედეთ გარბის თითქოს საქმე მოამთავრაო ! დაედევნეთ არ გაუშვათ ისევ დაბრუნდება... ***** -ჯონ, ვერ ჩავავლეთ, სამი ადამიანი იმსხვერპლა ... სახეზე რომ შეგეხედა შეცბუნდებოდი-თითქოს ტკბებოდა, ჩვენი მეგობრები სიმწრისაგან რომ ღმუოდნენ,მერე უცებ გატრიალდა და გაიქცა ვერაფერი მოვასწარი, ისე გაუჩინარდა გეგონებოდა ცისკარი გაიხსნა მისთვის და ზეცაში აიყვანაო! -მოზრდილია ჯიმ? -ჩვეულებრივზე დიდია ჯონ! შენი იარაღის გარეშე მეეჭვება რამეს გავხდეთ, დარჩი არსად წახვიდე , ვინ იცის როდის დაბრუნდება, ნამდვილი მკვლელია, ალბათ დედამიწაზე ერთადერთი,მკვლელი მარტორქაა! -ნუ იდარდებ ჯიმ, ხვალ ის აქ დაბრუნდება,თუმცა უკანასკნელად! მეც და ჩემი შვილიშვილიც აქ ვართ და ვფხიზლობთ! ****** დედა,ისევ მოდის! მინდორში გასული ძია გოდე მოკლა! ახლა აქეთ მორბის, დედა მეშინია, იქვე ვიდექი ძლივს გამოვაწარი ! -(ხალხნო,გაიქეცით! თავს უშველეთ)! -გაიქეცით, გაიქეცით! -დედა,მეშინია ! -ნუ გეშინია შვილო, ძია ჯონი ახლავე გამოასალმებს სიცოცხლეს! -დედა რატომ გვებრძვის ?! რა დაგვიშავებია?! -მკვლელია შვილო! მკვლელს მიზეზი რად უნდა?! ადამიანის სისხლი მოწყურებია და ამ მშვიდ სოფელს მოევლინა რისხვად! ***** წამიერად ხალხის ყიჟინა შეწყდა, უწინდებური გამაყრუებელი გასროლის ხმა გამეფდა , რომლის შემდგომი სიჩუმე, კვლავ ჩახლეჩილმა ხმამ დაარღვია: ჩინებულია ჯონ, ჩინებული! თქვენი შვილიშვილი საუცხოოდ გაწვრთნილი მონადირეა...ერთადერთი გასროლა პირდაპირ თავში და აი, ისიც, ჩვენს ფეხთითაა განრთხმული, ყოველგვარი სასიცოცხლო ნიშან-წყლის გარეშე ! ( ჩვეულ ხარხარს მოერიდა , შეფარულ ღიმილს დასჯერდა,ღიმილს რომელშიც კვლავინდებურად იგრძნობოდა ადამიანის ძალა, ბუნების სხვა უსუსურ ქმნილებებთან შედარებით).
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ] "შვლის ნუკრის ნაამბობივით" იწყება და უნებლიეთ ელი, რომ დასასრულიც მსგავსი ექნება , თუმცა ავტორი ახერხებს სულ სხვა ფინალი შემოგვთავაზოს და საკმაოდ საინტერესო ვერსიაც. ] "შვლის ნუკრის ნაამბობივით" იწყება და უნებლიეთ ელი, რომ დასასრულიც მსგავსი ექნება , თუმცა ავტორი ახერხებს სულ სხვა ფინალი შემოგვთავაზოს და საკმაოდ საინტერესო ვერსიაც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|