ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2015


ლამაზი სიზმარი

მესიზმრა: თითქოს ჯვარს ვიწერდით სვეტიცხოველში,
გეტრფოდი როგორც არსაკიძე ამაყ შორენას,
ვიძირებოდით სიყვარულის დიად მორევში,
მხოლოდ სიკვდილი თუ შესძლებდა ჩვენს დაშორებას.

მესიზმრა: თითქოს ჯვარს ვიწერდით მცხეთის ტაძარში,
სიხარულისგან მუნჯდებოდა ბაგე საკოცნი,
მხიბლავდა შენი თვალების და ვარსკვლავთ კაშკაში,
საქართველო კი ქუდს გვიხდიდა ღვთისგან დალოცვილთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები