ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბესო
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2015


შენ გაჩნდი ქვეყად ტანჯვად კაცისა

შენ გაჩნდი ქვეყად ტანჯვად კაცისა,
გაჩნდი ვარსკვლავად ბარის და ცისა,
შენ მშვენება ხარ ქვეყნად ზეცისა,
მიუწვდომელი ვარსკვლავი ცისა.
უშენოდ კარგავს ცა და მზე ხიბლსა,
შენს დანახვაზე: მზე იწებს ფიქრსა,
მთვარე დუმდება, ნათელს ჰფენს ბნელსა,
კაცი ჩუმდება, პატივს სცემს ღმერსა.
მაგ სილამაზით მითხარ რას გვერჩი?
მითხარ სულს და გულს ნეტავ რას ერჩი?
თუ არ გიყვარვარ მე არას გერჩი,
მინდა მიგულო უბრალოდ გვერდში.
შენზე ფიქრებით ნაიარევი
მინდა მოვიხსნა გულს იარები,
ჩემს თვალვინ მარტო დაიარები
მე ჩემს სიზმრებში ჩავიარები.
ნუთუ ამ ქვეყნად მართო ეს სული,
გრძნობს მართო იმას რასაც მე უვლი?
ნუთუ ერთია ეს ერთი სული
ვინც ცხადში ხედავს რასაც მე ვუვლი.
ვიცი ტანჯვაა წუთისოფელი
და შენც ტანჯვა ხარ ამ ქვეყნად  მფენი,
მაგრამ ხარებაც წუში ყოველი
შენი ლანდია ამ ქვეყნად მფენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები