ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2015


ზიზღნარევი..

ზიზღნარევი და ოდნავ ცარიელი
მე ვწერ საკუთარ თვალებზე
თვალებზე რომლებიც ზიზღიანია.
ზიზღიანია, ყოველთვის,  როცა გიყურებ,
ზიზღიანია, ყოველთვის,  როცა მიყურებ,
ზიზღიანია, ყოველთვის,  როცა ვფიქრობ,
და ოდნავ ცარიელია, როცა ვერ გხედავ,
როცა ვერ ვფიქრობ
როცა არ მიყურებ...
ზიზღნარევი და ოდნავ ცარიელი
მე ვწერ შენზე.
შენს ზიზღიან და ოდნავ ცარიელ თვალებზე,
რომლის უკანაც სისხლძარღვებია გაბნეული
და ოდნავ ცარიელ თავში,
ზიზღნარევი გონებით ფიქრობ ჩემზე...
ზიზღნარევი სულით გეფერები
ოდნავ ცარიელ სხეულზე,
სხეულზე , რომელზეც,  ნეკნებს თითებით ვეხები,
სხეულზე, რომელიც, ოდნავ ზიზღს იწვევს ჩემში.
ზიზღნარევი სიყვარულით და ოდნავ ცარიელი გულით
გამუდმებით გიყურებ..
შენს, საზიზღარ,  სხეულში ვეძებ ოდნავ დარჩენილ სიცარიელეს,
რომელიც არ არის ზიზღით სავსე.
და ვფიქრობ, როგორ, შევავსო შენში,
ოდნავ დარჩენილი სიცარიელე,
ჩემი ოდნავ ცარიელი გულით,
ოდნავ ცარიელი თვალებით
და ზიზღნარევი მზერით,
როდესაც შენ გიყურებ.
თუმცა, ჩემს თვალებში დანახული ზიზღი,
სულაც არ არის ჩემი
და ეს ოდნავ სიცარიელეც არ მეკუთვნის მე,
მე სრულიად სავსე ვარ,
შენი დანატოვარი
ზიზღნარევით გრძნობეიბთა
და ოდნავცარიელი გულით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები