 | ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2015 |
მეჩვენა, ერთ ღამეს- გადავუმალე საკუთარ თავს ყველაფერი, გარდა ჩემივე თავისა. გადავუმალე ყველა მოგონება, სხვათა სხეულებზე ფეხდამცდარი ფიქრები და რაც მთავარია,- სხვების არსებობა.
პირველად ვხედავდი საკუთარ თავს ასე თვალნათლივ, სხვისი თვალების გარეშე. ვისხედით ერთად, თითქმის პირისპირ, და ვპატიობდით ყველა ტკივლს, რომლებიც სხვების გამო მივაყენეთ ერთმანეთს. და ყველა ქცევას, ვითომდა სხვათა საამებლად მოგონილს.
და ვხედავდით, რომ ჩვენ ფესვები ვართ, მიწის ქანებიც, და ზედვე იზრდებიან სხვები, რომელთაც ვერასოდეს ვნახავთ, რომელთაც ჩვენსავით არასოდეს დასცდებათ, რამე მადლიერების მსგავსი.
და ამბობდა ხშირად, -შეეშვი იმაზე ფიქრს თუ როგორები არიან, ჩვენს ხელისგულებზე გაზრდილი დაკოჟრილი ხეები, ჩვენივე ზურგზე დაგებული გზები.
ის არაფრით გავდა ღმერთს და ნაღდი მასში მხოლოდ ეს იყო.
მეჩვენა თითქოს, ამ ერთი ღამით, ვისაც ვუყვარდი და ვინც ზრუნავდა- მეც ის მიყვარდა სწორედ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საოცარი ფინალია. ლექსის ყველა ქარაგმა აქ იხნება. და საერთოდ, დამიანის პოეზია ამოუცნობი ფენომენია. რაც დრო გავა, მეტი ფასი დაედება, იქნებ უადგილო შედარებაა, მაგრამ, კარგად დაძველებული კონიაკივით :) საოცარი ფინალია. ლექსის ყველა ქარაგმა აქ იხნება. და საერთოდ, დამიანის პოეზია ამოუცნობი ფენომენია. რაც დრო გავა, მეტი ფასი დაედება, იქნებ უადგილო შედარებაა, მაგრამ, კარგად დაძველებული კონიაკივით :)
4. არცერთი ზედმეტი სიტყვა და ყალბი ემოცია.
ნაღდი :)
როგორ მომწონს ამ ავტორის დახვეწილი ხელწერა...და გარეგნობაც ;)
არცერთი ზედმეტი სიტყვა და ყალბი ემოცია.
ნაღდი :)
როგორ მომწონს ამ ავტორის დახვეწილი ხელწერა...და გარეგნობაც ;)
3. ძალიან მაგარია ძალიან მაგარია
2. მომწონს ეს ნაწერი და საერთოდ, მომწონს, როდესაც რაღაც განსხვავებულ ხედვას და გამოხატვის ფორმას ვკითხულობ. კარგია, რომ განსხვავებულობის პაროდია არ დამხვდა :) წარმატებები მომწონს ეს ნაწერი და საერთოდ, მომწონს, როდესაც რაღაც განსხვავებულ ხედვას და გამოხატვის ფორმას ვკითხულობ. კარგია, რომ განსხვავებულობის პაროდია არ დამხვდა :) წარმატებები
1. კაი რამეა. მოვიხიბლე. +2
გუუდ ლაქ კაი რამეა. მოვიხიბლე. +2
გუუდ ლაქ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|