ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2015


ბუტაფორიული აბსურდი. (ანუ,ფეისბუქ-მოდა)

მინდა გითხრათ რომ:
ყველანი არ' მიყვარხართ.
(სისულელეა ეს ბუტაფორიები).
არც თქვენ მაძლებინებთ.
(რა მეძლებინება? ასი კონა მზის სხივი მიჭირავს ხელში, და
ზღვის ხმაც არ მშორდება ყოველ დილით).
ყველაფერი რიგზეა თუ არა
მნიშვნელობა არ აქვს.
საერთოდ არ მიყვარს რიგები-
გამუდმებით ვცდილობ გავეცალო,მათ.
და სწორედ მაშინ,როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა:
მე,უადგილოდ დავრჩი.
ალბათ,სხვაგან უნდა მეძია
ნავსაყუდელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები