ჩემს ყველა ნაბიჯს ბედისწერა წინასწარ ძერწავს, არავინ იცის, არც მე ვიცი ხვალ რას ველოდო, ამიშლის რითმებს ქარი, როგორც თმაგაშლილ ძეწნას აუშლის კარეს...- თქვენ ამბობდით ჩემო თეოდორ - რომ თუკი მინდა მმორჩილებდეს მთელი ქვეყანა, ჯერ საკუთარი თავი უნდა დავიმორჩილო, სულის საცდური სხეულიდან გამომეტანა ვცდილობდი, მაინც ვერ გიშველე სულო მორჩილო... დღეს ჭეშმარიტი მწუხარებით უფრო დინჯი ვარ, ფუქსავატ კაცსაც მატებს ძალას ხშირად ტკივილი, ხელისგულებით სიცოცხლის გზა ისე მიჭირავს, თითქოს მუჭებში მეტეოდეს მთელი სიკვდილი. ფიქრები ისევ გულზე ფეთქვით წერენ საჩივარს, თეოდორ - ალბათ თქვენც ჩემსავით გღლიდათ შუბერტი?! თავისუფალნი იმ ეთადერთ შემთხვევაში ვართ, როცა სიკვდილიც და სიცოცხლეც ხდება სულერთი... ჩემს ყველა ნაბიჯს ბედისწერა წინასწარ ძერწავს, არავინ იცის, არც მე ვიცი ხვალ რას ველოდო, ამიშლის რითმებს ქარი, როგორც თმაგაშლილ ძეწნას აუშლის კარეს - თქვენ ამბობდით ჩემო თეოდორ...
ქალი კამელიებით
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან... ძალიან დიდი მადლობა <3 ძალიან... ძალიან დიდი მადლობა <3
5. ცოტა მეტი შელამაზება სჭირდება, როგორც პოეზიას და მშვენიერი გამო. ცოტა მეტი შელამაზება სჭირდება, როგორც პოეზიას და მშვენიერი გამო.
4. კარგი ფრაზებია, თითქოს მთლიანობაშიც კარგია, მაგრამ მთლად ვერ მოვიხიბლე
ყველა ვარიანტში 4 ქულა და წარმატებები ავტორს კარგი ფრაზებია, თითქოს მთლიანობაშიც კარგია, მაგრამ მთლად ვერ მოვიხიბლე
ყველა ვარიანტში 4 ქულა და წარმატებები ავტორს
3. თმაგაშლილი ძეწნა მომეწონა. კარგი ფრაზები იცი, კარგი მომენტები გაქვს. კარე და ფუქსავატი არ მომეწონა. შუბერტი აშკარად სულერთის რითმად არის, ყოველშემთხვევაში არ უხდება. მთლიანობაში კჯარგად წასაკითხია, მაგრამ მუშაობა არ აწყენდა. წარმატებები. თმაგაშლილი ძეწნა მომეწონა. კარგი ფრაზები იცი, კარგი მომენტები გაქვს. კარე და ფუქსავატი არ მომეწონა. შუბერტი აშკარად სულერთის რითმად არის, ყოველშემთხვევაში არ უხდება. მთლიანობაში კჯარგად წასაკითხია, მაგრამ მუშაობა არ აწყენდა. წარმატებები.
2. კახა გმადლობ <3 კახა გმადლობ <3
1. კარგი ფრაზებია და ევფონიაც, თუმცა სიტყვა ,,ფუქსავატმა" საერთოდ ამომაგდო.. ეს სიტყვა რომ შეიცვალოს, კარგი იქნებოდა. კეთილი სურვილებით :) კარგი ფრაზებია და ევფონიაც, თუმცა სიტყვა ,,ფუქსავატმა" საერთოდ ამომაგდო.. ეს სიტყვა რომ შეიცვალოს, კარგი იქნებოდა. კეთილი სურვილებით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|