ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქალი კამელიებით
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2015


* * *

ღამეა უნუგეშო, მარტოსული...
მთის ტევრებს სარეცელად იფენს მთვარე,
სიზმარი  ჯერ ჩემამდე არმოსული,
ბავშვივით უანგაროდ შევიყვარე...
ღრუბლების ნასუფრალი ტატნობიდან,
თეთრ ფიფქებს ნამცეცებად ისვრის ქარი,
მიყვარხარ გულმართალი ბავშვობიდან
და მაინც სიბერემდე ვერ გითხარი...
მძიმეა უთქმელობა ვით ეს მთები,
ალიონს  ცრემლის მძივებს ვაბნევ გულზე,
სანთელსაც ვეღარაფერს ვეუბნები,
ღმერთივით ჯვარზე გაკრულ სიყვარულზე...

ქალი კამელიებით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები