 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2015 |
ამ კორპუსს ქვემოთ ძველი სილამაზის სალონია, გვერდით ქართული რესტორანი და სხვა დეტალები, პირდაპირ ჩიხში კი ბნელი დამკრძალავი ბიურო. ამოღებულ კბილივით ფარატინა სადარბაზოს კარებიდან, ერთი შავგრემანი ქალი უთენია გამოდის, და ნაგავს ცელოფნით პირღია სანაგვეში ყრის, თმები დაუსწორებია, მოუხდენია და იფერებს, ისე დაბარხატებულა, შეგახედა, ცრემლები მოგადგება, ან რა კისერია, ან რა მხრებია და გრაცია, როცა გაჩერებაზე ოდნავ უგუნებოდ დგას, წარბები დაუხრია დილის ნათელისგან შეწუხებულს, სახლი - სამსახური, სახლი - სამსახური, დღენიადაგ.
აი, ეს კორპუსი, ოდნავ ვარდისფერში გადაკრული, შველას მთხოვნელი ხელებივით რომ ასდევს ალოე, ხშირად უკანა ფონს ისე ამახინჯებს, გაოცდები, კიდევ უფრო ხშირად გაოცდები თუ როგორ ეხამება, ზრდილობით გაღიმებულ ტუჩივით ფანჯრები გაუღია, ავადმყოფ კბილებივით მილები ზედვე ჩალპობია, წვიმისას დუჟმორეული ცოფიან ძაღლებს ჰგვანან, ნება ჩემი იყოს, კარგანახევარზე გადავჭრიდი, თავის მაცხოვრებელ - უცხოვრებელ - საცხოვრებლიანად, მაგრამ აბსურდისთვის სულ აღარ მცალია ბოლო დროს, მეძებარივით უნდა ცხვირით ვჩიჩქნო ის კვალი, წეღან რომ ქალმა დაბალი კედებით დატოვა.
ნელსაცხებლებით ჰაეროვანი და მიმზიდველი სწრაფი ნაბიჯით, ფრთხილად და მოქნილად, დახვეწილი, ქალი რომ გზას ჭრის შავგრემანი და კოხტა, ყველასგან მიგდებულ და მივიწყებულ ქუჩაზე, სადაც არც თბილი სალამია და არც მოკითხვა, კეთროვანივით კედლებდაჭმული სილამაზის სალონიდან, ათასი თვალი და ყური და ჭორი რომ მოჰყვება, პატარა კენჭმაც კი იცის რომ ბოლომდე მე მეკუთვნის, ძილის წინ ბავშვებს კი ჩვენს სიყვარულს რომ უყვებიან, დიდებიც სულგანაბულები უსმენენ ყურადღებით, და მათაც იციან, რომ ამ ქალს, ბოლომდე მე ვეკუთვნი, თქვენც უნდა იცოდეთ, რომ მისი სახელი - მშვიდობაა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჯონათან,შემიძლია დავადასტურო რომ იმ "შავგრემანი ქალის" კორპუსის წინ ნამდვილად არის დამკრძალავი ბიურო :)))))))))))))
ხ უ რ ს ო ;) ჯონათან,შემიძლია დავადასტურო რომ იმ "შავგრემანი ქალის" კორპუსის წინ ნამდვილად არის დამკრძალავი ბიურო :)))))))))))))
ხ უ რ ს ო ;)
4. ქალის სახე ხურსის შემოქმედებაში :)
დაბარხატებული მშვიდობა.
შედარებების, მეტაფორების, სახეების ოსტატი ხარ.
დასაწყისში მინოდა მეკითხა პაპუნა გიორგაძეს თუ იცნობ მეთქი :)
ქალის სახე ხურსის შემოქმედებაში :)
დაბარხატებული მშვიდობა.
შედარებების, მეტაფორების, სახეების ოსტატი ხარ.
დასაწყისში მინოდა მეკითხა პაპუნა გიორგაძეს თუ იცნობ მეთქი :)
3. საინტერესოა. საინტერესოა.
2. რაღაცნაირია - კადრებად მოაქვს ემოციები. თან ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თითქოს. ვისიამოვნე კითხვისას.
რაღაცნაირია - კადრებად მოაქვს ემოციები. თან ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თითქოს. ვისიამოვნე კითხვისას.
1. აი ნოუ ჰუ იზ ში <3 აი ნოუ ჰუ იზ ში <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|