ადრე ვამბობდი: ლექსები მაქვს უსათაურო, ახლა გრძნობებიც მიემატა,სევდა გახშირდა, არაფერია,ტკივილები ძვლამდე ატანენ, მაგრამ ცრემლების მელოდიას ვინღა გაშიფრავს?! ან ვინ აკინძავს წვიმის წვეთებს,გაუწყდა მძივი ზეცას,რომელიც ზოგჯერ სულში გვიჭერს მარწუხებს და ვეგუებით გადამალვას ტანსაცმლის შიგნით ფრთების,რომ ვიღაც ნაძირალა არ შევაწუხოთ. სამაგიეროდ ვიგინებით,გვძულს...თან ვმარხულობთ, რა უჭირს მერე, თუა ჩვენში რწმენა სახადი, სულის დახლებზე დაგვიობდა,არვის არ სურს,რომ სახლში წაიღოს ერთგულება,რადგან ღალატი უფრო მსუყეა,მონელებაც არის ადვილი მოღალატისთვის,თორემ ერთგულს ჯვარივით დააქვს, მე ვერ ვიქნები ღამეული ქუჩის აჩრდილი, რადგან ვარ ევა,შენი ნეკნი,ძვირფასო ადამ. თუმცა ცხოვრებამ მიგვაჩვია ცალკე ბოდიალს, დავეკარგებით მცირე დროში ალბათ ერთმანეთს, ბრბოსთან ცხოვრება,თვითონ ხედავ, დიდი ლოდია, მოდი, გავფრინდეთ სანამ ამ ფრთებს დაგვილეწავენ. რა იქნებოდა,ერთხელ გეწამე... ივდო ოტობარი 11/11/15წ. 03:15
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ფლორენცია მადლობა ^_^ ფლორენცია მადლობა ^_^
16. "სულის დახლებზე დაგვიობდა,არვის არ სურს,რომ სახლში წაიღოს ერთგულება,რადგან ღალატი უფრო მსუყეა,მონელებაც არის ადვილი მოღალატისთვის,თორემ ერთგულს ჯვარივით დააქვს," ძალიან მომეწონა და ჩემი ქულებიც დავუწერე "სულის დახლებზე დაგვიობდა,არვის არ სურს,რომ სახლში წაიღოს ერთგულება,რადგან ღალატი უფრო მსუყეა,მონელებაც არის ადვილი მოღალატისთვის,თორემ ერთგულს ჯვარივით დააქვს," ძალიან მომეწონა და ჩემი ქულებიც დავუწერე
15. მუხა პატივს ვცემ შენს აზრს და იცი რატომაც. ნეფერტარ ძალიან აჭარბებ რაღაცეებს ხო იცი,იყუჩე :)))) მუხა პატივს ვცემ შენს აზრს და იცი რატომაც. ნეფერტარ ძალიან აჭარბებ რაღაცეებს ხო იცი,იყუჩე :))))
14. რა უნდა მასწავლო ივდიტორ ? არ ვარგა შენი ლექსი და ეგ დაგიწერე, დაწერე კარგი და ნახავ თუ არ მოგიწონებ. მაგრამ ვერ იზრდები როგორც პოეტი, ისევ ბავშვად რჩები როგორც პოეტი ვერასოდეს შეხვალ ყნაწვილობაში და ქალობაში, ამ ხნის მანძილზე შენს პოეზიას ვერც სიბრძნე შეემატა და ვერც ხიბლი. - აი ეს მაწუხებს მე.
რაც შეეხება პიროვნებაზე გადაწვდომას, ეტყობა გჭირდება მაგისი შეხსენება შენ, ჰოდა შეგახსენებ. სწორედ მე ვიყავი ის ერთადერთი, რომელმაც დაგიცვა და შენს გვერდით დადგა, როცა აქაურმა ვაჟებმა კომენტარებში დაგიწერეს: -" რას გავხარ შე საცოდავო, ალბათ სიფთაზე ვილისმა გადაგიარაო!" არ ვფქირობ რომ შევცდი, როცა მაშინ დაგიცავი, მაგრამ კიდევ რომ განმეორდეს იგივე შემთხვევა არ მოვიკლავ თავს. შენმა გურუმ დაგიცვას.
ტყუილად ნუ შემოხვალ ჩემს გვერდზე. აქ აღარფერს დავდებ და ნუ მოცდები ნურც შენ და ნურც შენი კლანი. რაც შეეხება ჩემს ასაკს რომელიც ასე მწარედ გაინტერესებს, უდრის შენი ასაკის რიცხვიდან მათემატიკურ ფესვს, გამრავლებულს ორზე. იანგარიშე რაკი საქმე არ გაქვს მეტი.
რა უნდა მასწავლო ივდიტორ ? არ ვარგა შენი ლექსი და ეგ დაგიწერე, დაწერე კარგი და ნახავ თუ არ მოგიწონებ. მაგრამ ვერ იზრდები როგორც პოეტი, ისევ ბავშვად რჩები როგორც პოეტი ვერასოდეს შეხვალ ყნაწვილობაში და ქალობაში, ამ ხნის მანძილზე შენს პოეზიას ვერც სიბრძნე შეემატა და ვერც ხიბლი. - აი ეს მაწუხებს მე.
რაც შეეხება პიროვნებაზე გადაწვდომას, ეტყობა გჭირდება მაგისი შეხსენება შენ, ჰოდა შეგახსენებ. სწორედ მე ვიყავი ის ერთადერთი, რომელმაც დაგიცვა და შენს გვერდით დადგა, როცა აქაურმა ვაჟებმა კომენტარებში დაგიწერეს: -" რას გავხარ შე საცოდავო, ალბათ სიფთაზე ვილისმა გადაგიარაო!" არ ვფქირობ რომ შევცდი, როცა მაშინ დაგიცავი, მაგრამ კიდევ რომ განმეორდეს იგივე შემთხვევა არ მოვიკლავ თავს. შენმა გურუმ დაგიცვას.
ტყუილად ნუ შემოხვალ ჩემს გვერდზე. აქ აღარფერს დავდებ და ნუ მოცდები ნურც შენ და ნურც შენი კლანი. რაც შეეხება ჩემს ასაკს რომელიც ასე მწარედ გაინტერესებს, უდრის შენი ასაკის რიცხვიდან მათემატიკურ ფესვს, გამრავლებულს ორზე. იანგარიშე რაკი საქმე არ გაქვს მეტი.
13. ზეცას,რომელიც ზოგჯერ სულში გვიჭერს მარწუხებს ზეცა სულში გვიჭერს მარწუხებს? და საერთოდ სხვა ლექსები უკეთესი გაქვს , ვიდრე ეს. ზეცას,რომელიც ზოგჯერ სულში გვიჭერს მარწუხებს ზეცა სულში გვიჭერს მარწუხებს? და საერთოდ სხვა ლექსები უკეთესი გაქვს , ვიდრე ეს.
12. დუმილა დავფიქრდები მაგაზე,გაიხარეთ! ^_^ ფორთოხლის გოგონა დიდი მადლობა! ^_^ დუმილა დავფიქრდები მაგაზე,გაიხარეთ! ^_^ ფორთოხლის გოგონა დიდი მადლობა! ^_^
11. ივდო საინტერესო იყო საკმაოდ))) <3 ივდო საინტერესო იყო საკმაოდ))) <3
10. ნეფერტარ,ღმერთმა გიშველოს!ხომ ვამბობდი ლექსზე შემოვა თქო.ვერ გასწავლე,რომ პიროვნებას არ უნდა გადასწვდე.მიჩვეული ვარ არ მწყინს ხომ იცი შენგან .შენი საქციელი ,, არ ახალია,ძველია" ^_^ არადა ასაკში შესული ადამიანები უფრო სათნოები არიან.თუმცა სიჯიუტეც სჩვევიათ.ნეტავ ამის ბრალი ხომ არ არის? ყველას არა,რა თქმა უნდა.ეჰ,რას გაიგებ ჩემო ივდო. ;) ნეფერტარ,ღმერთმა გიშველოს!ხომ ვამბობდი ლექსზე შემოვა თქო.ვერ გასწავლე,რომ პიროვნებას არ უნდა გადასწვდე.მიჩვეული ვარ არ მწყინს ხომ იცი შენგან .შენი საქციელი ,, არ ახალია,ძველია" ^_^ არადა ასაკში შესული ადამიანები უფრო სათნოები არიან.თუმცა სიჯიუტეც სჩვევიათ.ნეტავ ამის ბრალი ხომ არ არის? ყველას არა,რა თქმა უნდა.ეჰ,რას გაიგებ ჩემო ივდო. ;)
9. ვერსად ვერ გაფრინდები ავტორო შენ ასეთი პოეზით და ბრტყელი აზროვნებით. რამდენი შეცდომა უნდა დაუშვა? არ გახლავართ მე ბექა ლოხიშვილი. ცემს დევნას, ჯობია საკუთარ ლექსებზე იმუშაო. პატარა გოგჩო ხარ, ჯერ გაიზარდე. ის ადამია ცოდო ვისი ნეკნიც ხარ, - ამისთანებს რომ წაუკითხავ ყოველღამ... როგორც გატყობ არ გასვენებს უნიჭობა, შეუთანხმე შენს მოძღვარს ისევ რომ გაინტერესებ? 0.
ვერსად ვერ გაფრინდები ავტორო შენ ასეთი პოეზით და ბრტყელი აზროვნებით. რამდენი შეცდომა უნდა დაუშვა? არ გახლავართ მე ბექა ლოხიშვილი. ცემს დევნას, ჯობია საკუთარ ლექსებზე იმუშაო. პატარა გოგჩო ხარ, ჯერ გაიზარდე. ის ადამია ცოდო ვისი ნეკნიც ხარ, - ამისთანებს რომ წაუკითხავ ყოველღამ... როგორც გატყობ არ გასვენებს უნიჭობა, შეუთანხმე შენს მოძღვარს ისევ რომ გაინტერესებ? 0.
8. სულის დახლებზე დაგვიობდა,არვის არ სურს,რომ სახლში წაიღოს ერთგულება,რადგან ღალატი
აქედან "რომ"-ს ამოვიღებდი... უფრო უკეთ იჟღერებს ჩემი აზრით.
++ მომეწონა :) სულის დახლებზე დაგვიობდა,არვის არ სურს,რომ სახლში წაიღოს ერთგულება,რადგან ღალატი
აქედან "რომ"-ს ამოვიღებდი... უფრო უკეთ იჟღერებს ჩემი აზრით.
++ მომეწონა :)
7. დიდი მადლობა! ^_^ დიდი მადლობა! ^_^
6. ბრ ბოსთან ცხოვრება, თვითონ ხედავ დიდი ლოდია. კარგია. ბრ ბოსთან ცხოვრება, თვითონ ხედავ დიდი ლოდია. კარგია.
5. მოდი, გავფრინდეთ სანამ ამ ფრთებს დაგვილეწავენ. რა იქნებოდა,ერთხელ გეწამე... მოდი, გავფრინდეთ სანამ ამ ფრთებს დაგვილეწავენ. რა იქნებოდა,ერთხელ გეწამე...
4. გიორგობას გილოცავთ!მადლობა,რომ მკითხულობთ! ^_^ გიორგობას გილოცავთ!მადლობა,რომ მკითხულობთ! ^_^
2. არის მისია ხორცშესხმული. ნექტარი. არის მისია ხორცშესხმული. ნექტარი.
1. საინტერესო მომენტებია ლექსში და ბანალურთან ერთად, ისეთი ფრაზებია, გულზე რომ მოგედება. მახსოვს ეს ავტორი :) საინტერესო მომენტებია ლექსში და ბანალურთან ერთად, ისეთი ფრაზებია, გულზე რომ მოგედება. მახსოვს ეს ავტორი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|