როცა შევამჩნიე: ჩემს ბედს , ბასკერვილების ძაღლი უყეფდა, - სასწრაფოდ მივმართე მისტერ ჰოლმს. მისტერ ჰოლმსმა მოსვლისთანავე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მკითხა: -ბატონო ვ. რამდენი ხანია რაც სახლიდან არ გასულხართ? -რაც მახსოვს 5 დღე იქნება , ჰოლმს - ვუპასუხე , მე. -და ამ დღეების განმავლობაში,ძირითად რით იყავით დაკავებული? -ძირითადად: არყიანი ჭიქების ჭახუნით,სახლის ლაგებით*,სისულელეების ჩხაპნით და შიგადაშიგ ''პრაღის სასაფლაოს'' ვსტუმრობდი,ხოლმე - ამომწურავად ჩამოვაყალიბე , მე. -და , ძაღლის ყეფის ხმა როდის გაიგონეთ? -მეხუთე დღეს ,მისტერ ჰოლმს. -თქვენს ბედს იცნობთ? -რასაკვირველია! -როგორ ფიქრობთ,მშიშარაა? -ძალიან,მისტერ... -თქვენ და თქვენმა ბედმა ერთმანეთი სად გაიცანით? -ქუჩაში,სრულიად შემთხვევით.გზაზე გადავდიოდი და მანქანის დაჯახებას გადამარჩინა. -და ახლა თვლით,რომ კვლავ შეუძლია მსგავსი საქციელის ჩადენა? -არ ვიცი, იმედი მაქვს. -იმედი ყველას აქვს,მე მაინტერსებს: შეუძლია თუ არა?! -არ ვიცი... -მე მგონი თქვენ, თქვენი ბედი გაგირბით ბატონო ვ. -საიდან მოიტანეთ,ჰოლმს?! -ეს ელემენტარულია ვანცენტ! სახლში შემოვედი თუ არა მაგიდაზე,სამი უნცია პურის ნატეხი დამხვდა- თითქმის გამხმარიყო,რაც იმაზე მიანიშნებს , რომ გარეთ ნამდვილად არ გასულხართ,რადგან აშკარაა პურს იზოგებდით.სახლი შესამჩნევად დალაგებულია:საწოლები გასწორებული,იატაკი დაგვილი , ობობის ქსელებიც მხოლოდ და მხოლოდ ალაგ-ალაგ გვხვდება - მარტოხელა კაცისთვის კი ეს იმის მანიშნებელია, უსაქმურობისგან ვენები,რომ არ დაისეროთ ყოველ დღე ერთი და იმავე რუტინით ასაქმებთ,საკუთარ თავს...ტელეფონი კარგად დამუხტული გაქვთ და ყოველთვის ახლოს გიდევთ - ე.ი მნიშვნელოვან ზარს ელოდებით,მაგრამ არაფერი ისმის. ამ უკანასკნელს კი იქედან ვასკვნი , რომ გარეგნულად საშინლად მოუწესრიგებელი ხართ : აგდით არყის , თუთუნის და მდარე დეოდორანტის სუნი , ყველაფერთან ერთად ხართ გაუპარსავი,რითაც მყისიერად მომაგონეთ რობიზონ კრუზო (მესამოცე დღეს,კუნძულზე მოხვედრის შემდეგ). ასევე ,თქვენს შორტზე შერჩენილი ლაქები მეუბნება,რომ სამი დღის წინ წითელი ღვინო დალიეთ და შორტი ჯერაც არ გამოგიცვლიათ...ხშირად იქნევთ (ზემოთ - ქვემოთ) მარჯვენა ან მარცხენა ხელს და თან სინქრონულად ამბობთ სიტყვებს : ''ეეჰ'' , ''აზრი ,არ აქვს'' ; ''რაღა დროსია'' ; ''მორჩა'' და ა.შ -და დასკვნა მისტერ ჰოლმს? -დასკვნა მარტივია ვანცენტ! თქვენმა ბედმა (თქვენგან მალულად) იყიდა მისტერ ბასკერვილისგან იმ გონიერი ძაღლის ლეკვი, რომელიც კარგად გამოწვრთნა , ისე რომ მის დანახვაზე გამუდმებით ჰყეფდეს , ისე კი არც არაფერი დაუშავოს და ამ ცბიერი ხერხით,თქვენგან საბოლოოდ დააღწიოს თავი - ვითომდა თქვენთან ასეთ პირობებში არ დაედგომება... -კარგით რა ჰოლმს,მაშ რაღა უნდა ვქნა?! -არაფერი... თქვენ აღარაფერი დაგრჩენიათ გარდა იმისა , რომ : იზეიმოთ , რადგან საქმე გახსნილია და თან დამწუხრდეთ,რადგანაც თქვენ, თქვენი ბედი გაგირბით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ზოგი კომენტარს არ ტოვებს და მხოლოდ ქულას ტოვებს ტენდი.
ზოგი კომენტარს არ ტოვებს და მხოლოდ ქულას ტოვებს ტენდი.
5. კი. კარგია და რატომ ჰყავს ცოტა მკითხველი?! :) კი. კარგია და რატომ ჰყავს ცოტა მკითხველი?! :)
4. ორიგინალური კია ნამდვილად, მაგრამ უკეთესი შესრულება სჯობდა
ძალიანაც ნუ განიკითხავთ თქვენს ბედს, გამოიცვალეთ ცხოვრების სტილი და ბასკერვილების ზაღლიც გაასეირნეთ ხოლმე ხანდახან :) ორიგინალური კია ნამდვილად, მაგრამ უკეთესი შესრულება სჯობდა
ძალიანაც ნუ განიკითხავთ თქვენს ბედს, გამოიცვალეთ ცხოვრების სტილი და ბასკერვილების ზაღლიც გაასეირნეთ ხოლმე ხანდახან :)
2. გმადლობთ,ჯონათან! დიახ,თქვით და კიდევ უფრო გამიმყარეთ - მასში გადასახლების,ფარული სურვილი!
გმადლობთ,ჯონათან! დიახ,თქვით და კიდევ უფრო გამიმყარეთ - მასში გადასახლების,ფარული სურვილი!
1. ეს ორიგინალურია, ვანცენტ! :)
არ ბერდება რა ეს ჰოლმსი- დედუქციის დიდოსტატი :)
პროზა რომ უფრო მომწონს შენი, ეს კი ვთქვი, მგონი, უკვე.
ეს ორიგინალურია, ვანცენტ! :)
არ ბერდება რა ეს ჰოლმსი- დედუქციის დიდოსტატი :)
პროზა რომ უფრო მომწონს შენი, ეს კი ვთქვი, მგონი, უკვე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|