-თთეთრრი თრითთთთთ... -თთთთთეეეთრრრი თრრრრრრრ... -თთეეთთთრრრრრ თრითთთთ... ასე იჯდა ზამთრის პირველ დღეს და მოთმინებით ებრძოდა კომპლექსებს მეცნიერი იოჰანი. ნახევრად გერმანელი, ნახევრად კი ირლანდიელი, გაკნაჭულფეხებიანი და უსწორმასწორო კბილებიანი ბიჭი სკოლის მერხიდან უცხადებდა საკუთარ თავს ბრძოლას და სენტიმენტალურ ბუნებას თავისი დიდი, მრავალჯერდაწებებული სათვალითა და კარგად მორგებული უსულგულოს ნიღბით საფუძვლიანად ფარავდა. ჰოდა იჯდა და ცდილობდა საკუთარ თავში იმის გამოსწორებას, რაც მას კი არა, სხვებს არ მოსწონდათ მასში. ეს უკიდეგანოდ წარმატებული კარიერაც, ალბათ, ქვეცნობიერად გარესამყაროსთვის საკუთარი ძალების დამტკიცების მცდელობა იყო. შენც, როგორც ბევრ სხვა ადამიანს, ბედნიერება და წარმატება ერთ დროს გაიგივებული გქონდა, თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ შენ წარმატებული ხარ, მაგრამ შენს ერთფეროვან ყოფას ბედნიერებას ვერ დაარქმევ. არ შეიძლება მუდამ საკუთარ თავთან ბრძოლაში მყოფი ადამიანი ბედნიერი იყოს, იოჰან. შენ ბედნიერებისგანაც ისევე შორს ხარ, როგორც ჩემგან და დიდი ალბათობით, ნანობ, რომ ცხოვრებაში კარგი მოგონებების ნაცვლად, მატერიებს აგროვებდი და შეიძლება აღარც გახსოვს ზედმეტად პათეტიკური გოგონა-ჟღალი თმითა და ბევრი ჭორფლებით. გოგონა, რომელსაც დაპირდი, რომ ასწავლიდი ვიოლინოზე დაკვრას და ხშირად იფიქრებდი გადამფრენი ჩიტების ბედზე. და ახლა ზიხარ და ებრძვი ენის ბორძიკს და ათასში ერთხელ შენს თავს იმის გაფიქრების უფლებას აძლევ, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიქნებოდით ჰარმონიული წყვილი და კვლავ კომპლექსებს ბარდები ტყვედ. ზიხარ ზამთრის პირველ დღეს და იბრძვი. ჭორფლიანმა გოგონამ კი იცის, რომ ასე იჯდები გაზაფხულზეც, ზაფხულშიც და ნოემბრის ქარიან დღეებში და ძილის წინ, თუნდაც წამის მეათასედით მაინც დაფიქრდები, რომ ეს გადამფრენი ჩიტები მიდიან სამყაროს სხვა განზომილებაში, სადაც შესაძლოა არავინ ელით. მერე გაიხსენებ ჟღალთმიან გოგოს, რომელსაც საოცრად უყვარდა მუსიკა, ჩიტები და მზესუმზირის ყვავილები. გაიხსენებ, მერე მოგონებებში მარხავ და ასე, ყოველ ღამეს, ძილის წინ, წამის მეათასედში მის მოგონებების გორაზე მზესუმზირის გვირგვინები მიგაქვს. მერე ფერმრკთალ მოგონებებს ზურგს აქცევ და კედლისკენ ბრუნდები. დაიძინებ იოჰან. დაიძინებ და არ გეცოდინება, რომ სადღაც, ოკეანის, ზღვისა თუ მთის გადაღმა, ჩიტებისგან განსხვავებით-შენ ვიღაც გელოდება და ის მზადაა, რომ აიტანოს შენი მოძველებული შეხედულებები ცხოვრებაზე. მზადაა შენთან იყოს ყველა ბრძოლაში, რომელიც შენს თავს გამოუცხადე და ეჯიბრები ოლიმპიურ მოედანზე, სადაც შეჯიბრი ყოველთვის საათის ისრის საპირისპირო მოძრაობის მიმართულებით იმართება. არ გეცოდინება, იოჰან, რომ შეიძლება ვიღაცას შენი ნაკლით უყვარდე. შენ ახლა გძინავს, მე კი ვიცი, რომ შენი დილას დაიწყებ ისე, როგორც ყველა სხვა დილას იწყებ ხოლმე: -თთთთეეთთრრრი თრითთთინნნნა თთთეთთთრრრ......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ''იოჰან, შენ ახლა გძინავს, მე კი'' ძალიან მოხიბლული ვარ. ``იოჰან, შენ ახლა გძინავს, მე კი`` ძალიან მოხიბლული ვარ.
10. ვაიმე , დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტებისთვის <3 ვაიმე , დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტებისთვის <3
9.
ავატარზე თუ თქვენი ფოტოა უდავოდ მშვენიერი ყოფილხართ, ამას ლამაზი ვეღარ ეთქმის, მშვენიერებაა. :) ნაწარმოები მომეწონა, ფილოსოფიურია. 5.
ავატარზე თუ თქვენი ფოტოა უდავოდ მშვენიერი ყოფილხართ, ამას ლამაზი ვეღარ ეთქმის, მშვენიერებაა. :) ნაწარმოები მომეწონა, ფილოსოფიურია. 5.
8. საინტერესო ავტორი სჩანს :)
დაველოდები ახალ ნაწარმოებებს!
3 საინტერესო ავტორი სჩანს :)
დაველოდები ახალ ნაწარმოებებს!
3
7. დიდი გული აქვს, ნამდვილად ))) დიდი გული აქვს, ნამდვილად )))
6. კარგი გოგო ჩანს ეს ჭორფლიანი, ჟღალთმიანი გოგონა :)
კარგი გოგო ჩანს ეს ჭორფლიანი, ჟღალთმიანი გოგონა :)
5. ენის ბორძიკი ნაკლად იოჰანს მიაჩნია თორემ მე სულ არ მაწუხებს :დ გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის ^_^ ენის ბორძიკი ნაკლად იოჰანს მიაჩნია თორემ მე სულ არ მაწუხებს :დ გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის ^_^
4. კარგია. მეზობლის ბიჭი ზურიკო გამახსენდა , მოვიდოდა ჩვენთან და ასე დაიწყებდა დდდდდ დედამ შშშშშშშშ შემოგი თთთთ ვალა -თქვი ბიჭო ,რა შემომითვალა ნუ გადამწყვიტე წელშიო ეტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი.
იოჰანის ნაკლს ეშველება , დღეს ლოგოპედიაში ისეთი არნახული პროგრესია.
კარგია. მეზობლის ბიჭი ზურიკო გამახსენდა , მოვიდოდა ჩვენთან და ასე დაიწყებდა დდდდდ დედამ შშშშშშშშ შემოგი თთთთ ვალა -თქვი ბიჭო ,რა შემომითვალა ნუ გადამწყვიტე წელშიო ეტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი.
იოჰანის ნაკლს ეშველება , დღეს ლოგოპედიაში ისეთი არნახული პროგრესია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|