ავტორი: ხმიადაშვილი ჟანრი: პოეზია 29 ნოემბერი, 2015
მერე რა თუკი წესისამებრ არ უნდა მწამდე?
შენ ახლა კარგო, შემოდგომის იმ დღეებს გავხარ მე, რომ უგონოდ გალეშილმა ძილში გავლიე, და რადგან ახლა უხილავი ღმერთივით მწამხარ ფეხზე ვიკიდებ ყველა სტანდარტს, წესს და კანონებს, სამჯერად კვებას, გამარჯობას შეხვედრებისას, ზრდილობის გამო გაღიმებას უცხოებისთვის, სირცხვილს ქუჩაში ბარბაცისთვის, მთვრალი როცა ვარ, მკიდია ფეხზე, უხმაურო ჩაის ყლუპები, დანა-ჩანგალი, ეტიკეტი როგორც ასეთი... ხმაურიანი ქორწინების სასახლეები, მენდელსონი და ყველა მისი ნაწარმოები, დებულებები, კანონები, პარლამენტები, ყველა კონგრესი, ასეთივე ყველა სანაგვე. ფეხზე მკიდია ორჯერ ორი, სიმძიმის ძალაც, ფარდობითობა, შერეკილი აინშტაინი, ჯორდანო ბრუნო, გალილეი, და ბლეზ პასლკალი მკიდია ყველა თეორემა, აქსიომები და სამყაროში ყველა ზუსტი მეცნიერება. ყველა ლოგიკა, ყველა წესი, ყველა სტანდარტი, რადგანაც ასე მხრურვალედ და ალოგიკურად და რაც ამქვეყნად წესებია ყველას დარღვევით მე შენ მიყვარხარ გ.ხ
გავამხელ და აკრძალული სიყვარულის თემა უფროა აქ–ასაკი, გათხოვილი–დაქორწინებული, არაერთმორწმუნე, ნუ რამნიშვნელობა აქვს აკრძალულია და მორჩა, ხოდა აკრძალვების დედაც... წესების დედაც, სტანდარტების დედაც.
გავამხელ და აკრძალული სიყვარულის თემა უფროა აქ–ასაკი, გათხოვილი–დაქორწინებული, არაერთმორწმუნე, ნუ რამნიშვნელობა აქვს აკრძალულია და მორჩა, ხოდა აკრძალვების დედაც... წესების დედაც, სტანდარტების დედაც.