ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
13 დეკემბერი, 2015


ერთი ამბავი

სანამ ამბის მოყოლას დავიწყებდე,მინდა თქვენი მეხსიერება შემოვიშველო*.ბევრი ძალდატანების გარეშე,თქვენ  შეგიძლიათ,თქვენი მახსოვრობის ის დავთარი გადაშალოთ,რომლის ფურცლებიც ჩემი უწინდელი ქმედებებით არის შევსებული და დაუჯაფავად აღმოაჩენთ,რომ - არასოდეს მღვდელმსახურზე კრინტი არ დამიძრავს.არასოდეს ავყოლილვარ,ხალხში მათი არასახარბიელო ქმედებით გამოწვეულ საერთო პათოსს და არც არსდროს ჩამიქნევია,საჯაროდ ხელი მათზე. (ეს უკანასკნელი,არც ამ შემთხვევაში მოხდება).
ეს,ამბავი არც იმდენად კონკრეტულია,რომ - ''მთავარი გმირის'' სახელი და გვარი დავასახელო და არც იმდენად საზოგადო - ყველას ერთ ქვაბში ჩახარშვის სურვილი,გამიჩნდეს...
რაც სწავლას მოვრჩი მუშაობა დავიწყე.ეს სამსახური ,იცით როგორ არის? - თუ არ მუშაობ ვერ ჭამ ან ჭამ,მაგრამ სხვის ოფლს,ამ უკანასკნლეს კი ზედმეტად მლაშე გემო აქვს,იმდენად მლაშე,რომ ყელში არ გადადის,რომ არაფერი ვთქვა კუჭის აწვაზე...ასეა,სხვის ოფლს ძნელად ინელებს ორგანიზმი და თუ კაცს საკუთარი სხეული და სინდისი რამედ გიღირს , თავად უნდა მოიპოვო - ''პური შენი არსობისა''.მე საწუწუნო არაფერი მაქვს, ჩემი სამსახური წიგნებთან პირდაპირ კავშირშია. იმ ადამიანს კი,რომელიც დოჩანაშვილის გავლენით ფართოჯიბეებიან ტანსაცმელს იხდენს- შიგ ბევრი წიგნი , რომ ჩაატიოს იმ ადგილას შრომა არ გაუჭირდება,რასაც წიგნების მაღაზია ჰქვია.
დღეს,მნიშვნელობა არ აქვს, - რადგან ამ ტექსტში არ იქნება,არაფერი კონკრეტული.ანუ არავითარი : რიცხვი,დრო,თვე ან სახელი და ამიტომაც ამ დღეზე მარტო იმას ვიტყვი,რომ ეს იყო - ''ერთი დღე''.
ერთ დღეს,მაღაზიაში მამაო შემოვიდა... ''მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო'' , - ნათქვამია , მაგრამ მე არ დამჭირვებია,ზედმეტი თავის მტვრევა,იმისთვის,რომ მიმხვდარიყავი იყო თუ არა ეს ადამიანი ნამდვილად - მამაო.მას ასაღწერი ბევრი არაფერი ჰქოდნა,წარმოიდგინეთ ერთი ჩვეულებრივი კაცი - წვერით,ანაფორით, მოგრძო თმით და ჩათვალეთ,რომ თქვენ ''ჩემს მამაოს'' ხედავთ. დახასიათებას , რაც შეეხება , მე არავითარ შემთხევაში არ დავახასიათებ ეკოსეულად - არც წვერებზე მოქაჩვა მინდება ხოლმე და არც სხვა რაიმე ფიზიკური ზიანის მიყენება,მათზე.ისინი ისეთივე ადამიანები არიან , როგორიც შენ ხარ და როგორიც მე ვარ, ისინი ჩვენსავით უშვებენ შეცდომებს და ჩვენსავით დაიარებიან დედამიწის ზურგზე, განსხვავება ის არის,რომ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ,თავის დროზე აღებული და ადამიანის სულსაც ჩემზე და შენზე ხშირად ეხებიან,თუმცა ამ ვეებერთელა ''მოვალეობის'' ფონზეც,არ მავიწყდბა , რომ - ისინი,ისეთივე ადამიანები არიან,როგორიც ხარ შენ და როგორიც ვარ მე.
თუ ყველაფერი აქვე გადავწყვიტე,მაშ აღარ გავაგრძელო? რაღა აზრი აქვს ამბავს,თუ იგი არაფრის მხილებას არ ემსახურება? თუ მასში არ არის ,ცოფიანი ძაღლივით გაშოლტილი -ინტრიგა,რომელიც წუთი წუთზე აიწყვეტს და მთელს ქალაქს რისხვად დაატყდება თავზე ?..
არა,მე არაფერი გადამიწყვიტავს და ამ ამბის დასრულებაშიც ვხედავ ლოგიკას,თორემ ტყუილად არ გავირჯებოდი. ჩვენ მივეჩვიეთ ბოლო დროს -ინტრიგებს, მივეჩვიეთ სკანდალებს , მივეჩვიეთ იმას , რომ ყურადღების ღირსად , მხოლოდ ის ამბავი გავხადოთ,რომელიც ვინმეს გაქილიკებას,დამცირებას ან საორჭოფო ქმდების მხილებას ეხება. და თუმცა ჩემი ამბავი იდეაში ამ უკანასკნელის (საორჭოფო ქმედების მხილებას) ემსახურება,მაინც არ მინდა ზედმეტი პათოსის შემოტანა და '' განტევების ვაცის'' ხატის შექმნა,რომელსაც ყველა შეაწმინდავს ხელს.
იმ დღეს მამაო მაღაზიაში შემოვიდა და მითხრა: ზღაპრების წიგნს ვეძებო.მე,რა თქმა უნდა ახლავე მოვძებნი-მეთქი,ვუთხარი და ერთი კარგი მეზღაპრის წიგნი გავუწოდე.იმ წუთშივე იცნო - ბავშვობაში სულ მიკითხავდნენო, მითხრა და მეც გავუღიმე.
ჯერი ფასზე მიდგა.
-რა ღის?
- ''X'' ლარი
-არაფერი დააკლდება?
-აჰ,არაა... უფრო სწორად ვერა,ასე გვაწვდიან ჩვენ გამომცემლები და ჩვენ მაგის უფლება არ გვაქვს.
-კარგი,რა...ჩემთვისაც არ დააკლდება?
-თქვენთვისაც? ვინ თქვენთვისაც...?
-მამაო,ვარ... (მითხრა ხმადაბლა,ისე როგორც უცხო ხალხში გეტყვის მეგობარი: ''შარვალზე ელვა შეიკარიო''. (ამ ტონალობაში უარჰყო ალბათ პეტრემ ქრისტე,სამგზის).
-არც თქვენთვის - ''ბატონო მამაო''
-კარგი რააა,ეს არის პროდუქტი.თქვენ თქვენს ფასს ამბობთ,მე ჩემსას გეუბნებით.ყველაფერს შეიძლება დააკლდეს.
-არ ვიცი,უფროსი აქ არის,მე ამას ვერ ვწყვეტ (პოლემიკაში  შესვლას,კარგი არგუმენტი ვამჯობინე , დიალოგის შესაწყვეტად)
-მაშ,დაურეკე და ჰკითხე...უთხარი მამაოს უნდა - თქო.
-იცით?ეს ''X'' ლარი ღირს და მე ტელეფონზე ანგარიში არ მაქვს!..
როგორ განვითარდა  მას შემდეგ  მოვლენები,ეს უმნიშვნელო დეტალია.პირველ რიგში იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მღვდლის ადამიანურ ბუნებაში,კიდევ ერთხელ დავსვი კითხვა : ''ყველა მამაო,ღვთიმსახურია?..'' და კიდევ ერთხელ არ ჩავიქნიე ხელი,რადგან სხვა მამაოებიც მინახავს.

*შენიშვნ. ავტორი,თხრობის დასაწყისში მიმართავს იმათ,  ვისთვისაც,მისი ნაწერები მეტნაკლებად ცნობილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები