ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქალი კამელიებით
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2015


* * *

აქ რომ სიმშვიდემ დაივანოს უშენობისას,
გაყინულ ზამთარს წაერთმევა მკაცრი იერი,
ნანგრევებიღა დარჩენილა იმ შენობისა,
ერთ დროს რომ ერქვა ოჯახი და ასე ძლიერი
არ არის არვინ, სულ არავის არ ძალუძს სწამდეს,
რომ ერთი კედლით დარჩენილი სახლი, სახლია
და როცა მიწას ენარცხები, მისული ცამდე,
ხვდები რომ დღეებს ტყვიებივით სულში გახლიან.
ნაქურდალია მერე უკვე ღიმილი ყველა,
ფიქრს გადარევენ მოგონების ხშირი კადრები,
გაუსაძლისი ტკივილია და მაინც გჯერა,
რომ სხვას არავის არ ეკადრები.
ცამდე ასული, ენარცხები მიწაზე ოდეს,
ყველა სიმართლეს, ტყვიებივით სულში გახლიან
და რომ სიგიჟე არ გამეფდეს, უნდა გჯეროდეს,
ის დანგრეული ნასახლარიც შენი სახლია...

Qali Kameliebit

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები