 | ავტორი: დევი ჟანრი: საბავშვო 16 დეკემბერი, 2015 |
სოფელს მეზობელი ტყიდან გაუგზავნეს ამანათი, ტყის ნობათით, ერთი ციდა, თან დაურთეს მას ბარათი, უფრო სწორად მოსაწვევი_ "გავაცილოთ ძველი წელი!" დაპატიჟეს მოწიწებით, სოფლის ცხოველ-ფრინველები.
_ციყვებს, კურდღლებს, შველს და თახვებს ზეიმი გვაქვს არნახული, მობრძანდით და თავად ნახეთ, გიხმობთ ყველას, მთელი გულით! სუფრა გელით ნაირფერი, შვრია, ხორბალი და ქერი, კვახის გული_მოხალული, ჩალაცა გვაქვს და ბულულიც. სხვაც ბევრია, სასურველი: ზღმარტლი, შინდი და კუნელი, გოჭებისთვის თოთო ღიჭა, ჩოჩორს_თაფლით სავსე ფიჭა, რკო და სოკო, ხმელი ხილი, კაკალი და ბევრი თხილი, უნაბი და უმი წაბლი, ყვავილის და ცაცხვის თაფლი.
ეს ბარათი ფრინველებმა წაიკითხეს თუარა, იმწუთასვე ინდაურმა ცეკვით ჩამოუარა, ღობის ძირში აკაკანდა პაწაწინა ვარია, ინდაურს დასცინის ალბათ, აბა, რა უხარია? მამლაყინწა ადის-ჩადის, ავიშვიშდა მხოლოდ ბატი: _სულელებო, ყველა წადით! სუფრა არა_ხმელი ჭადი! შია ალბათ იმ საცოდავს ვეღარ მოუთმენია, ბარათს კარგად დააკვირდით, ხელს თუ აწერს მელია?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. იხარე, მუხა, მრავალ შობა-ახალწელს! იხარე, მუხა, მრავალ შობა-ახალწელს!
19. შობა ახალ წელს გილოცავთ! შობა ახალ წელს გილოცავთ!
18. ჰომ, ზოგადად ჩამოვრჩი მოვლენებს :D ჰომ, ზოგადად ჩამოვრჩი მოვლენებს :D
17. სალამი, ირინკა :* ნიცამ ვერ გაიგო "ბუკნაჭოს" შესახებ, თორემ მოგთხოვდა ლექსის დაწერას. :))) სალამი, ირინკა :* ნიცამ ვერ გაიგო "ბუკნაჭოს" შესახებ, თორემ მოგთხოვდა ლექსის დაწერას. :)))
16. დევო დევო სალამი :* თავიდან ცოტა მერთულასავით და ფინალური ნაწილი ძალიან მომეწონა :) "ბუკნაჭოზე" არც მე გამიგზავნია, რა ცუდია დევი რომ არ ვარ :D ' დევო დევო სალამი :* თავიდან ცოტა მერთულასავით და ფინალური ნაწილი ძალიან მომეწონა :) "ბუკნაჭოზე" არც მე გამიგზავნია, რა ცუდია დევი რომ არ ვარ :D `
15. :)))
"ბუკნაჭო" არ ითხოვს სითამამეს, მაგრამ მდინარეში ფეხის ჩადგმით ვინ კმაყოფილდება, უნდა შეცურო ბოლომდე, ამას კი უნდა :)))
მადლობა, თეა. :)))
"ბუკნაჭო" არ ითხოვს სითამამეს, მაგრამ მდინარეში ფეხის ჩადგმით ვინ კმაყოფილდება, უნდა შეცურო ბოლომდე, ამას კი უნდა :)))
მადლობა, თეა.
14. რა გათამამება უნდოდა "ბუკნაჭოს", დევი არა ხარ? :) კარგია.
რა გათამამება უნდოდა "ბუკნაჭოს", დევი არა ხარ? :) კარგია.
13. "გადწყვიტა ინტერნეტი ჩართოს ტყეში და ვარიებს " ეს ვარიანტი უეჭველი უფრო გაამართლებს თან მამლაყინწას სურათსაც თუ დაიყენებს ფეისბუკზე, მითუმეტეს :)) "გადწყვიტა ინტერნეტი ჩართოს ტყეში და ვარიებს " ეს ვარიანტი უეჭველი უფრო გაამართლებს თან მამლაყინწას სურათსაც თუ დაიყენებს ფეისბუკზე, მითუმეტეს :))
12. იასონ, :)) უდანაშაულობის პრეზუმპცია ჰო, მელას დაჭერას ვერ გაბედავდნენ მტკიცებულებების, სრულფასოვანი გამოძიების და სამართლიანი სასამართლოს გარეშე, :))ამიტომაც კრება დაიშალა.
რა თქმა უნდა მელა არ აწერდა ხელს, ასეთი სულელი რომ ყოფილიყო აფიორას არ წამოიწყებდა. მართალია ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, გადწყვიტა ინტერნეტი ჩართოს ტყეში და ვარიებს სათითაოდ დაუნიშნოს პაემანი . :))) ვნახოთ რა გამოუვა. :)) იასონ, :)) უდანაშაულობის პრეზუმპცია ჰო, მელას დაჭერას ვერ გაბედავდნენ მტკიცებულებების, სრულფასოვანი გამოძიების და სამართლიანი სასამართლოს გარეშე, :))ამიტომაც კრება დაიშალა.
რა თქმა უნდა მელა არ აწერდა ხელს, ასეთი სულელი რომ ყოფილიყო აფიორას არ წამოიწყებდა. მართალია ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, გადწყვიტა ინტერნეტი ჩართოს ტყეში და ვარიებს სათითაოდ დაუნიშნოს პაემანი . :))) ვნახოთ რა გამოუვა. :))
11. და როცა დააკვირდნენ, რა აღმოჩნდა - ბარათს მელია აწერდა ხელს?
თუ აწერდა - იდიოტი ყოფილა. ბავშვებს მელაზე "წარმოდგენა წაუხდებათ"
თუ არ აწერდა ... აი, თუ არ აწერდა, მაშინ რა გინდა, რომ ჰქნა... უდანაშაულობის პრეზუმპცია და რამე...
დასკვნა
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწერს ხელს რასაკვირველია, ეს ხაფანგია
და როცა დააკვირდნენ, რა აღმოჩნდა - ბარათს მელია აწერდა ხელს?
თუ აწერდა - იდიოტი ყოფილა. ბავშვებს მელაზე "წარმოდგენა წაუხდებათ"
თუ არ აწერდა ... აი, თუ არ აწერდა, მაშინ რა გინდა, რომ ჰქნა... უდანაშაულობის პრეზუმპცია და რამე...
დასკვნა
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწერს ხელს რასაკვირველია, ეს ხაფანგია
10. ნეფერტარ, რამდენი ხუთიანი მოგიტანია :) გაიხარეს ფრინველებმა, არ დარჩნენ მთლად ხელცარიელები :))) მადლობა.
არც მე ვიცი ჩოჩორი თაფლს თუ ჭამს, თუ მოშივა შეჭამს სად წავა და ფიჭასაც გაღეჭავს გასართობად. :)))
ნათია, ჯანო, გმადლობთ.
ნეფერტარ, რამდენი ხუთიანი მოგიტანია :) გაიხარეს ფრინველებმა, არ დარჩნენ მთლად ხელცარიელები :))) მადლობა.
არც მე ვიცი ჩოჩორი თაფლს თუ ჭამს, თუ მოშივა შეჭამს სად წავა და ფიჭასაც გაღეჭავს გასართობად. :)))
ნათია, ჯანო, გმადლობთ.
8. 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 რა კარგია... მომეწონა. არაჩევეულებრივი ლექსია. ძალიან ნიჭიერი დევი ხარ შენ, ბაყბაყი ხარ თუ არა არ ვიცი, მაგრამ დევიკო რომ ხარ ბავშვებისთვის წყალი არ გაუვა ამას.
ბატი ისედაც საკმაოდ გონიერია და აქ ხომ მთლად ბრძენია. ინდაური კი ისეთი ჭკვიანი ფრინველია რომ... გაგიკვირდებათ, მაგრამ დავიმოწმებ იმას, ვისაც გარეულ ინდაურზე უნადირია.
ჩოჩორი თაფლის ფიჭას თუ ჭამს არ ვიცი... არასოდეს მიჭმევია... მაგ ამბავში ვერ ვარ კომპეტენტური...:) 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 რა კარგია... მომეწონა. არაჩევეულებრივი ლექსია. ძალიან ნიჭიერი დევი ხარ შენ, ბაყბაყი ხარ თუ არა არ ვიცი, მაგრამ დევიკო რომ ხარ ბავშვებისთვის წყალი არ გაუვა ამას.
ბატი ისედაც საკმაოდ გონიერია და აქ ხომ მთლად ბრძენია. ინდაური კი ისეთი ჭკვიანი ფრინველია რომ... გაგიკვირდებათ, მაგრამ დავიმოწმებ იმას, ვისაც გარეულ ინდაურზე უნადირია.
ჩოჩორი თაფლის ფიჭას თუ ჭამს არ ვიცი... არასოდეს მიჭმევია... მაგ ამბავში ვერ ვარ კომპეტენტური...:)
7. მაგარია :))) მაგარია :)))
6. მადლობა, მარი :*
ელადა, "ბუკნაჭოზე" არ ყოფილა, ჯერ ვერ გავთამამდი კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად :)
ნიკი, კი მელას ოინებია, :) ბატი-ანტიტასიკო თუ ანტი-ბატიტასიკო :))
მუხა, კი გრძელია, მაგრამ საზეპირო ხომ არ არის, ერდჯერადად წასაკითხი ამბავია. :)
მიშა რატიანი, შენიშვნა მიღებულია. :)
მადლობა, რომ შემოიხედეთ :* მადლობა, მარი :*
ელადა, "ბუკნაჭოზე" არ ყოფილა, ჯერ ვერ გავთამამდი კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად :)
ნიკი, კი მელას ოინებია, :) ბატი-ანტიტასიკო თუ ანტი-ბატიტასიკო :))
მუხა, კი გრძელია, მაგრამ საზეპირო ხომ არ არის, ერდჯერადად წასაკითხი ამბავია. :)
მიშა რატიანი, შენიშვნა მიღებულია. :)
მადლობა, რომ შემოიხედეთ :*
5. მშვენიერი :)
რიტმში ვერ ჯდება "ხორბალი, შვრია და ქერი"...
ორი გამოსავალია:
"ხორბალი და შვრია-ქერი" ან უკეთესი, - "შვრია, ხორბალი და ქერი" მშვენიერი :)
რიტმში ვერ ჯდება "ხორბალი, შვრია და ქერი"...
ორი გამოსავალია:
"ხორბალი და შვრია-ქერი" ან უკეთესი, - "შვრია, ხორბალი და ქერი"
4. ცოტა გრძელია , მაგრამ ლამაზი და სასიამოვნო წასაკითხი ლექსია. ცოტა გრძელია , მაგრამ ლამაზი და სასიამოვნო წასაკითხი ლექსია.
3. კარგი ლექსია :) ფინალი კარგი იყო უეჭველი მელიას ოინები იქნება
ეგ ალბათ ბატი-ანტიტასიკო იქნებოდა :)
5 ქულა კარგი ლექსია :) ფინალი კარგი იყო უეჭველი მელიას ოინები იქნება
ეგ ალბათ ბატი-ანტიტასიკო იქნებოდა :)
5 ქულა
2. მომეწონა ,,ბუკნაჭოზე,, ხომ არ იყო? მომეწონა ,,ბუკნაჭოზე,, ხომ არ იყო?
1. რა ლამაზი ლექსია
რა ლამაზი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|