ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მურად
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2015


მამლუქი და გურჯი სირინოზი. V ნაწილი(უცნაური დასტაქარი)

  მონღოლებმა გადაწყვიტეს აინ-ჯალუთის ბრძოლაში (3.09.1260წ) დამარცხებისათვის რევანში აეღოთ. თავის დროზე ეგვიპტის სულთანმა კუტუზმა და ამირა ბაიბარსმა მოახერხეს და მონღოლთა უძლეველი ურდო ჰულაგუს მეთაურობით, დაამარცხეს, თვით ჰულაგუ კი ტყვედ ჩაიგდეს. აინ-ჯალუთი მონღოლთა პირველი დიდი დამარცხება იყო, რომელმაც მათ შანსი დააკარგვინა, ახლო აღმოსავლეთში გაბატონებულიყვნენ და ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა დაეკავებინათ. ჰულაგუს სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრე ყაენები პოზიციების აღდგენას გამწარებულები ცდილობდნენ და ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ლაშქრობაც მოაწყვეს, მაგრამ წარუმატებლად. და აი ილხნის ყაენმა კვლავ გადაწყვიტა შური ეძია, ჯარი შეაგროვა და ეგვიპტის სასულთნოს დასასჯელად გამოემართა.
ეგვიპტის სასულთნოც მოემზადა ამ ბრძოლისათვის. მის არმიაში შედიოდნენ ეგვიპტელები, ბედუინები, ქურთები, თურქმენები და სირიელები, მაგრამ მთავარ დამრტყმელ ძალას მამლუქები წარმოადგენდნენ. კარგად გაწვრთნილი მამლუქი მხედრები შესანიშნავი მეომრები იყვნენ, ცხენიდან ისრის სროლასა და შუბის ტყორცნაში მათ ბადალი არ ჰყავდათ. თანაბარი სიძლიერით იბრძოდნენ როგორც ცხენზე ამხედრებულები, ისე ქვეითად და საჭიროებისას დროებითი სიმაგრეების აგებაც შეეძლოთ. 
სულთანმა მთავარსარდლად ალ ჰალაბი დანიშნა. ამირამ პირველად მამლუქების ცხენოსანი არმია აღჭურვა. ბრძანა მათთვის რემიდან არაბეთსა და ინდოეთში ნაყიდი საუკეთესო ბედაურები გამოეყოთ და ბარგის სატარებლად თითო აქლემი. მამლუქების ეს ელიტარული ცხენოსანი რაზმი კი მურად ბეის ჩააბარა, თან სამარქაფედაც საუკეთესო ცხენები გამოუყო. 
იბრაჰიმ ბეის ბედუინი მეომრები ჩააბარა, რომლებიც თავის  გოლიათ წინამძღოლს გიგანტური ძალისა და მხიარული ხასიათის გამო აღმერთებდნენ. ალ ჰალაბმა ხელთოფებით ე.წ. ,,მოდფებით” შეაიარაღებული, აქლემებზე ამხედრებული რაზმიც იბრაჰიმ ბეის განკარგულებაში გაამწესა, რითაც მისი მეგობრის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. მე საომრად მოვდივარ და არა მოდფებით სათამაშოთო. ვერ შეეგნო რომ მოდფებით შეიარაღებული ეს რაზმი, ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. გარდა სროლისა, თვით ,,მოდფის” ხმაზე მონღოლთა ცხენები ფრთხებოდნენ და მათ ბანაკში არეულობა შეჰქონდათ.
ასლან ამირა სულთანის ამალაში შედიოდა, საუბრით ართობდა და ბრძოლაში  ჩაბმაზე  თავს არ იკლავდა. მაგრამ სულთანმა კარგად იცოდა საჭიროების დროს მისი რკინისებური მარჯვენის ძალაც და მახვილი თვალიც, რომელიც ისარს ისარში აჯენდა. ასე რომ მისი პეწიკობის ნიღბის ქვეშ ძლიერი და მამაცი მეომარი იმალებოდა.
ამირა შიჰაბ ად დინს თვითონ შეედგინა საკმაოდ მოზრდილი რაზმი და წინ ამაყად მიუძღოდა.
მალე ეგიპტის სასულთნოს არმია კაიროდან დაიძრა, ბანაკი ქალაქ აკრასთან დასცეს, სადაც სამი დღე შეივენეს და მარაგი შეივსეს.
მოწინააღმდეგე მხარეები ბეშანის ველზე განლაგდნენ. მთავარსარდალმა ბრძოლის ველზე დაბანაკებისას ჯარი ისე განალაგა, რომ ქარი და მზე ზურგიდან ურტყამდა, რაც მას უპირატესობას აძლევდა. გადაწყვიტა მამლუქების ბრძოლის პოპულარული, მტრის მახეში შეტყუებისა და მოჩვენებითი უკანდახევის, ტაქტიკა გამოეყენებინა.
ილხნის ყაენმა მონღოლთა ტრადიციულ, შეტევით ტაქტიკას არ უღალატა და ალ ჰალაბის მიერ გამიზნულად წინ დაყენებულ ეგვიპტურ კოპუსს მსუბუქი ცხენოსანი ჯარით შეუტია. მათ მალე შეავიწროვეს ეგვიპტელები და აიძულეს უკან დაეხიათ. გააფთრებული მონღოლები მტერს დაედევნენ და მახეშიც მოექცნენ. ფლანგებიდან მათ ეგვიპტელთა ძირითადმა არმიამ შეუტია, რომელიც  ბრძოლის ველის მოსაზღვრე გორაკების უკან იდგა. მონღოლები გაშმაგებით იბრძოდნენ და უკან დახევას არ აპირებდნენ. განსაკუთრებული სიმამაცით მარცხენა ფლანგზე განლაგებული ცხენოსანთა მცირე რაზმი იბრძოდა, რომლმაც მამლუქები კიდეც უკუაქცია.
-მარცხენა ფლანგს მიმიხედე,- გასძახა მურადს ალ ჰალაბმა, მუზარადი მოისროლა, მეომრებს დაჰკივლა და ბრძოლაში გადაეშვა.
მურადმა დაინახა წინ გაჭრილი მეგობარი, რომელსაც მისი მამლუქები ძლივს ეწეოდნენ და თავისი ჯარით მარჯვნიდან მისკენ სოლივით შეიჭრა. შემდეგ მურადმა ცხენი შეაბრუნა, თავისი ელიტარული რაზმი გაიყოლა და მარცხენა ფლანგს ეკვეთა. ბრძოლა შეიქმნა ძლიერი და დაუნდობელი. მისი რჩეული მამლუქები მძლავრად იბრძოდნენ, მაგრამ არც მოწინააღმდეგე იყო ჯაბანი. განსაკუთრებით მათი რაზმის მეთაური გამოირჩეოდა, რომელიც გარშემო სისხლის ტბას აყენებდა. მურადმა ისარი მოზიდა და სტყორცნა, მეომარმა ცხენი ყალყზე შეაყენა და ისარი აირიდა, მაგრამ ცხენი განგმირული დაეცა. მხედარმა მოასწრო უნაგირიდან ფეხის ამოძრობა, იქვე მისკენ გამოქანებული მამლუქი განგმირა და მის ცხენზე ამხედრდა. მურადის გვერზე მდგომმა ალიმ ისარი დაადევნა, მაგრამ მეთაურს უეცრად მისი მებრძოლი აეფარა და იქვე ისრისაგან განგმირული დაეცა. მოწინააღმდეგეთა შეთხელებულმა რაზმმა, თავის  მეთაურთან ერთად, ალყას თავი მართლაც რომ სასწაულებრივად დააღწია. მურადი ხედავდა, რომ ომის სასწორი მათ მხარეს გადაიწია, ისინი ყველა ფლანგზე იმარჯვებდნენ. დაენანა ამ უთანასწორო ბრძოლაში, ასეთი ვაჟკაცების უაზროდ გაჟლეტა და უტია, მოწინააღმდეგეთა მცირერიცხოვან მამაც რაზმს აღარ დადევნა.
   
ილხნის ყაენმა ამ ბრძოლაში, კიდევ ერთი დამარცხება იწვნია. მისი ჯარის დიდი ნაწილი დაიღუპა, დანარჩენები ტყვედ  აიყვანეს.
ეგვიპტელების დანაკარგიც არ იყო მსუბუქი. მონღოლურ ჯართან ბრძოლა მძიმე გამოდგა. უამრავი დახოცილი და დაჭრილი ჰყავდათ. თუმცა დიდი ალაფი ჩაიგდეს ხელთ და მრავალი ტყვე.
თითონ ალ ჰალაბიც საკმაოდ მძიმედ იყო დაჭრილი, მართალია ჯავშანმა ერთგვარად დაიცვა, მაგრამ მონღოლის ისარს მარჯვენა მხარი შეენგრია. ასლანი იმ წუთასვე  დაჭრილ მთავარსარდალთან  გაჩნდა, ბრძოლაში გამარჯვებისათვის სულთანის მილოცვა და მადლობა გადასცა და საყვედურით აავსო:                                                                                                                                                                                                                                  -არა, მაინც რა გრჯიდა ეს მუზარადი რომ მოისროლე და გადაეშვი! რომ მოეკალი ჩვენს ჯარს რა ეშველებოდა, ჩვენზე, შენს მეგობრებზე, აღარას ვამბობ,                                                                                                                                          -კი მაგრამ, ხომ არ მომკლეს, -მელანქოლიურად შენიშნა ალ ჰალაბმა.
-ბედის გამოცდა საჭირო არ არის, ისედაც უამრავი საფრთხეა!-არ ეშვებოდა მეგობარი,- ახლავე წავალ და სასწრაფოდ სულთანის დასტაქარს გამოვაგზავნი.
  ბრძოლის შემდეგ მურად ბეი თავის რაზმს პატრონობდა. ცოცხლად დარჩენილებს უბრძანა ბრძოლის ველიდან მათი დაჭრილი თანამებრძოლები გამოეყვანათ და მისი კარვის  გვერდით აღმართულ კარავში შეეყვანათ, რომელშიც ნასირი განლაგებულიყო და განუხრელად მბრძანებლობდა. ჯერ მძიმედ დაჭრილებს მიხედა, ჭრილობები მობანა, სალბი დაადო და სუფთა ქსოვილით გადაუხვია, ზოგს ძვლები გაუსწორა და დაუფიქსირა, ზოგს ჭრილობები გაუკერა. ყველასთვის იცლიდა, ყველას ამშვიდებდა, ამხნევებდა და თავისი მშვიდი, დამაჯერებელი ხმით იმედს უნერგავდა. მურადმა ახლაღა დააფასა ,,საჩუქარი”, რომელიც ანამ გაუკეთა.
ეს სუსტი აღნაგობის ყმაწვილი, მთელი მგზავრობა რომ დაკუნთული მამლუქების დაცინვის საგანი იყო, რომელთაც ვერაფრით გაეგოთ ბრძოლის ველზე მართლაც და ამ ,,შოშიას” რა უნდა ეკეთებინა, დაცინვას და მგზავრობის სიძნელეებს ოლიმპიური სიმშვიდით იტანდა, ისე რომ ერთიც არ დაუწუწუნია. უდიერად კი მაინც ვერავინ ეპყრობოდა, რადგან ალის მუდმივი დაცვისა და მურადის ყურადღების ქვეშ იყო. ახლა, ბრძოლის შემდეგ, ის შეუცვლელი გახდა. მრისხანე მეომრები იმედით შეჰყურებდნენ და მისგან ელოდნენ შველას. დაჭრილები, პატარა ბავშვებივით უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ, ყველაფერს ასრულებდნენ  და რასაც ის აწოდებდა მორჩილად ყლაპავდნენ, საწამლავიც რომ ყოფილიყო ალბათ იმასაც. მისი ბალზამივით მადლიანი, ალერსიანი ხმის ჟღერადობით გამხნევებულებს სჯეროდათ, რომ რადგან მის ხელში მოხვდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. დროდადრო მურადი ნასირთან კარავში შეირბენდა იმის გასაგებად ხომ არაფერი იყო საჭირო, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ბრძოლაში შეუპოვარი, მისი მეომრების ტანჯვის ყურებას ვერ იტანდა. აოცებდა  ნაასირის გამძლეობა და მისადმი ერთგვარი მოწიწებითაც კი განისმჭვალა.
ბრძოლის დაწყების წინ, როცა მათი რაზმი საბრძოლველად დაიძრა, ანაც წასასვლელად წამოხტა, მაგრამ ალიმ ისეთი შეუბღვირა, რომ შეჩერდა. მურადიმაც ბანაკში დარჩენა უბრძანა და მეტი რა ძალა იყო. ახლა კი, დაჭრილთა კარავში, თავს თავის სტიქიაში გრძნობდა. დიდი რაოდენობით შესახვევი მასალა და მალამოები წინასწარ მოიმარაგა, ინსტრუმენტები დამდუღრა, მაგრამ მაინც არაფერი ჰყოფნიდა. ერთი გაყოლა ალისაც გაჰყვა ბრძოლის ველზე, დაჭრილთა მოსანახად. ალი იმ მხარეს გადავიდა, სადაც მურადის მეომრები იბრძოდნენ თავისიანები რომ ეპოვნა. ამ ადგილას, დახოცილთა შორის ანამ ქართველი მეომრები შეიცნო და მთელი გულით შეებრალა, აქ ამ უსახელო ომში, მონღოლთათვის დაღუპული ქართველი ვაჟკაცები. უცებ ერთმა მათგანმა დაიკვნესა, ანამ  დახედა, დაჭრილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სუნთქავდა. ანამ ალის უხმო და დაჭრილის წამოყვანა უბრძანა. ნამდვილად რაღაც უბედურებას გადამკიდებო ჩაიბუზღუნა ალიმ, მაგრამ მისი დავალება მაინც შეასრულა, თუმცა სიფრთხილე გამოიჩინა და დაჭრილს ჩოხის ნაცვლად ხალათი მოაცვა, რომ ვერ ეცნოთ. ანამ ალის კიდევ ერთი  დავალება მისცა, სთხოვა ბანაკი მოევლო და თუ  ვინმეს ქართველი ტყვე ჰყავდა შეესყიდა. ამისათვის თანხა, ისე რომ მიზეზი არ გაუმხელია, მურადს სთხოვა და მანაც 200 დირჰემი უსიტყვოდ გამოუყო. თუმცა ალიმ ბევრი ვერაფერი იშოვა, სულ რამდენიმე ტყვე მოიყვანა და ისიც დაჭრილი, თან უკმაყოფილოდ ბურდღუნებდა- ,,მაგენი უკანასკნელ წუთამდე იბრძვიან და ტყვედ არ ნებდებიანო”. ანა მაინც კმაყოფილი იყო, ტყვეებს ჭრილობები გადაუხვია და დააპურა. ისინიც მადლიერებით მისჩერებოდნენ ამ ღვთისნიერ ,,ყმაწვილს”.
ცოტა ხანში აღელვებული მურად ბეი მოვარდა, ნასირს სთხოვა, სასწაფოდ გამომყევი მთავარსარდალი და ჩემი მეგობარი ალ ჰალაბი დაჭრილია და შველა სჭირდებაო. სულთანმა თავისი დასტაქარი გაუგზავნა, მაგრამ ის ჭოჭმანობს, ვერ ბედავს, მონღოლური ისარი რთული ამოსაღებიაო და ეგება შენ შეძლო და რამე უშველოო. ანამ თავისი ყუთი აიღო და სასწრაფოდ გაჰყვა.
კარავი სავსე იყო ხალხით. ანა დაჭრილს მიუახლოვდა, ისრის ბოლო გადაეტეხათ და ჭრილობაში ისე ჩაეტოვებინათ. ანამ ჭრილობა ყურადღებით დაათვალიერა, კარავში მყოფებს სთხოვა გარეთ გასულიყვნენ და მუშაობას შეუდგა. ჭრილობას სისხლიანი ნახვევები მოაშორა, ხელები დაიბანა და ჭრილობა მაქსიმალურად გაწმინდა. ახლა ყველაზე რთული საქმე უნდა გაეკეთებინა, მონღოლური ისარი მოკაუჭებული ფრთებით, უნდა ამოეგდო. კარავში დარჩენილები მდუმარედ უყურებდნენ. ანამ ალ ჰალაბს შეხედა, შუბლიდან სიმწრის ოფლი მოწმინდა. ისრის თავის ამოღება მტკივნეული იქნება და დასაყუჩებელს ხომ არ მიიღებთო-შესთავაზა. ალ ჰალაბმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ხელი რომ არ შეშლოდა, ანამ თავისი დამცავი სათვალე შუბლზე აიწია და საქმეს შეუდგა.
ალ  ჰალაბმა იგრძნო, მახვილი დანით როგორ ფრთხილად გაუკვეთეს ჭრილობა, შემდეგ ნაზი თითები ჭრილობის სიღრმეში როგორ ფაქიზად ჩაცურდნენ, ისრის წვერი გაანთავისუფლეს და ამოაგდეს. ყველა, მათ შორის მურადიც, დასტაქრის ჯადისნურ ხელებს თვალს სულგანაბული ადევნებდა.
,,როგორი თხელი და ჩამოქნილი თითებია და ფაქიზი ხელის მტევანი, როგორ ჰგავს ანას საყვარელ პატარა ხელებს”,- ფიქრობდა მურადი, აქამდე ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ ახლა ლამის ერწმუნა, რომ ეს შეუხედავი ყმაწვილი ანას ძმა იყო. იდაყვთანაც ანასავით პირამიდის ფორმის ხალი ჰქონდა. ნასირი ისე ოსტატურად მოქმედებდა, რომ ალ ჰალაბს ძლიერი ტკივილი არც უგრძვნია. შვებით ამოისუნთქა, დასტაქარს ამოხედა და ამჯერად გონება კინაღამ მართლაც დაკარგა. ის შეეფეთა დიდრონ, მუქ მელნისფერ, თბილად მომღიმარე თვალებს, რომელთა სილამაზემაც კინაღამ გული გაუჩერა. თვალები დახუჭა. ნასირმა რაღაც ნაყენი დაალევინა, უთხრა რომ ამჯერად ძილი და მოსვენება საუკეთესო წამალიაო, საღამოს შემოვლას დაჰპირდა, კარავში გაოგნებული მაყურებლები  დატოვა და იქედან სწრაფად გავიდა.Mმურადი წამოხტა და უკან მიჰყვა, კარვის გარეთ ასლანიც წამოეწიათ. ხელებს აღფრთოვანებული იქნევდა და გაუჩერებლად ქაქანებდა:
-ეს რა იყო! როგორი ოსტატობა! აღფრთოვანებული ვარ!- მურად სად აღმოაჩინე ასეთი დასტაქარი და თანაც რომ დაგისაკუთრებია. იცოდე, ნასირს მარტო შენ არ დაგითმობთ, მისი უნარი მეგობრებსაც  უნდა მოგვახმარო.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                - ოღონდ ახლა მომეშვი და დიდი სიამოვნებით, -უპასუხა მურადმა,                                                                                                                                                                                                                                                                              - ისე შენ ყოველთვის გიმართლებს!-განაგრძობდა ასლანი- მეომრებსაც საუკეთესოს შოულობ, ყველაზე კარგი ცხენიც ხელში შენ გივარდება და მეგობრებზე ხომ აღარაფერს ვამბობ, მარტო მე რად ვღირვარ!-და ამაყად გაიბღინძა.
მურადმა ხელი ჩაიქნია, თავი ნუ მომაბეზრეო და ასლან ბეიც უკან, სულთანის ამალაში დაბრუნდა.
-მადლობელი ვარ ნასირ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი გადაარჩინე, - უხერხულად გადაუხადა მადლობა გზად მიმავალმა მურადმა. მის წინაშე თავს ცოტა არ იყოს დამნაშავედ გრძნობდა, მთელი ეს ხანი ერთგვარად აგდებულად რომ ეპყრობოდა.
-არაფრის, წყნარად უპასუხა ნასირმა,-ეს ჩემი მოვალეობაა,                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -შენს მიმართ სათანადო ყურადღებას არ ვიჩენდი,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        -ყველაფერი კარგადაა. ომში ვართ, სასეირნოდ ხომ არა. თანაც მადლიერება როგორღაც მეც ხომ უნდა გამოვხატო, უპატრონოდ დარჩენილი რომ შემიფარეთ. ერთს გთხოვთ, საღამოს მთავარსარდალთან მიმაცილოთ,- ამ სიტyვებით ნასირმა თავი დაუკრა მურადს და კარავში დაჭრლებთან შევიდა.
საღამოს ალ ჰალაბი რომ მოინახულა, ნასირს მისი მდგომარეობა არ მოეწონა, ცხელება ჰქონდა და ნახევრად უგონოდ იყო. ისარი უთუოდ მოწამლული იყო.                                                                                                          -თავიდანვე როგორ არ მოვისაზრე, მთელი ყურადღება მის ამოღებაზე რომ გადავიტანეო-უკმაყოფილოდ გაიფიქრა ნასირმა. ის მონღოლთა მიერ გამოყენებულ შხამებს კარგად იცნობდა. თავისი ყუთიდან რაღაც ფხვნილები და სიცხისდამწევი ნაყენი ამოიღო, ავადმყოფს თავი წამოუწია და დაალევინა. მერე მურადს მოუბრუნდა:                                                                                                                                              -ავადმყოფთან დარჩენა მომიწევს, ისარი მოწამლული იყო და მძიმე ღამე ექნება, ვინძლო დილით გამოკეთდეს.                                                                                                                                                                                                        -მეც აქ დავრჩები, ჩემს მეგობართან, არ მივატოვებ, ეგებ რაიმე დაგჭირდეთ;                                                                                                                                                                                                                                                                                    - თქვენ შეგიძლიათ წაბრძანდეთ, ბრძოლის დამთავრების შემდეგაც მრავალი საკითხია მოსაგვარებელი და საქმე არ გაგიფუჭდეთ.                                                                                                                                            -არა, არაფერია, ახლა ყველა გამარჯვებას ზეიმობს და გამგზავრების სამზადისშია.                                                                                                                                                                                                                                                            -მალე დავიძვრებით?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              -ალბათ მალე, სულთანი გამარჯვების აღსანიშნავად, გზად ნადირობის გამართვას აპირებს.                                                                                                                                                                                                                            - მძიმედ დაჭრილებისთვის, რაც უფრო გვიან დავიძვრებით უკეთესია, ჩაილაპარაკა ნასირმა და ალ ჰალაბს შუბლზე გამშრალი ტილო შეუცვალა.
მთელი ღამე ბორგავდა ალ ჰალაბი. ასლან ბეიმ რამდენჯერმე დახედათ. შუაღამისას კარავში იბრაჰიმ ბეიმაც შემოაბოტა. შეზარხოშებული იყო და მოსახვევად ჰალაბისაკენ ისე გაქანდა, ასლანს შეეშინდა არაფერი დაუშავოსო, მაგრამ იბრაჰიმი მისთვის უჩვეულო მოხერხებულობით ფრთხილად დაიხარა და მეგობარს შუბლზე ეამბორა. რომ მოტრიალდა თვალებში ცრემლი ჰქონდა ჩამდგარი, მურადს გოლიათის გულჩვილობამ გული აუჩუყა.
ავადმყოფს სიცხემ აუწია, ბოდავდა. ზმანებაში, ველზე, ცეცხლმოკიდებულ რაშს მიაჭენებდა, შემდეგ ცეცხლი მასაც მოედო, იწვოდა, უნაგირზე  დადგა, ხელები მაღლა აღაპყრო და უცებ იგრძნო რომ ვიღაცამ ხელზე ხელი ჩაშჭიდა და ცეცხლიდან ნელ-ნელა ამოიყვანა, ეს იყო უცნაუთვალება არსება იის სურნელით და იის თვალებით. შემდეგ მისი მელნისფერი თვალები დიდ ტბად გადაიქცნენ და ჰალაბი მათში ჩაიძირა, სასიამოვნო სიგრილე იგრძნო, თავისუფლად ამოისუნთქა და დამშვიდდა.
მთელი ღამე ნასირსGთვალი არ მოუხუჭავს, ცივ საფენებს უცვლიდა დაჭრილს, პირში რაღაც მიქსტურებს აწვეთებდა, მურადმა რამდენჯერმე ჩათვლიმა. სისხამ დილით ავადმყოფს სიცხემ უკლო და დაიძინა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          -ახლა აღარაფერი უჭირს, კრიზისმა გაიარა, -წამოდგა დაღლილი ნასირი, -წავალ მეც თვალს მოვატყუებ, -და წასასვლელად მოემზადა.                                                                                                                                            -კარგი, მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩები,-უპასუხა მურადმა,- ხედავდა რომ ყმაწვილი დაღლილობისაგან ფეხზე ძლივს იდგა.
საღამოს, მკურნალს პაციენტი უკვე საწოლში წამომჯდარი დახვდა, რაღაც მიმოწერას ათვალიერებდა. თვალები დაწმენდოდა, ფერიც მოსვლოდა.                                                                                                                                          -თქვენი გადაღლა არ შეიძლება, ახლა ყველაზე მეტად დასვენება და სიმშვიდე გჭირდებათ,- უთხრა ნასირმა და ჭრილობა გადაუხვია.                                                                                                                                                                      -აქ დასვენების დრო ნამდვილად არ არის,                                                                                                                                                                                                                                                                                                                          - თუ გინდათ რომ სწრაფად მომჯობინდეთ, უნდა დაისვენოთ კიდეც და კარგადაც უნდა იკვებოთ,                                                                                                                                                                                                                            - ხვალ უკვე კაიროსკენ დავიძვრებით, გზად კი სულთანმა ნადირობა  გადაწყვიტა, ასე რომ..                                                                                                                                                                                                                                          - ცხენზე შეჯდომას რამდენიმე დღე კატეგორიულად გიკრძალავთ, ჯერ კიდევ სუსტად ხართ,-მტკიცედ შეეპასუხა და მკაცრად ახედა ნასირმა.
ალ ჰალაბმა თვალი აარიდა. ისრის ამოღებისა და იმ ზმანების შემდეგ, მისთვის თვალებში  შეხედვას ვერ ბედავდა. არასოდეს ყოფილა ,,ყმაწვილების” მოყვარული, პირიქით ეს მანკიერება ზიზღს გვრიდა. ახლა თავს უცნაურად გრძნობდა. ეს ახალგაზრდა დასტაქარი უცნაურად იზიდავდა, სულს უფორიაქებდა და ამის გამო საკუთარი თავი ეზარებოდა. უნდოდა კარვიდან  უხეშად გაეგდო, მაგრამ მისთვის წესიერად მადლობა ჯერაც არ გადაეხადა.
-თქვენი მოსვლა საჭირო აღარ არის, თავს მეტად ნუღა შეიწუხებთ!-მიმართა ნასირს, მერე მიხვდა რომ ნათქვამი უხეშად გამოუვიდა და დაუმატა:                                                                                                                                                                  -პირადად მე, თქვენი დიდი მადლობელი ვარ, სანაცვლოდ, რაც გინდა მთხოვეთ და თქვენი სურვილი დაუყოვნებლივ ასრულდება.                                                                                                                                                                                    - ნასირმა გაკვირვებულმა შეხედა, თუმცა ხმაში მადლიერება იგრძნობოდა, მაგრამ ასეთ  მკაცრ ტონს ნამდვილად არ მოელოდა. უნებურად ხომ არაფერი ვაწყენინეო, გაიფიქრა, მაგრამ ისეთი ვერაფერი გაიხსენა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      -ერთი კარგი ბედაური ჩემს სახელზე იყოს,- ცივად დაამატა ათაბეგმა.                                                                                                                                                                                                                                                                                                -მე არაფერი მინდა,-თავშეკავებულად უპასუხა ნასირმა,                                                                                                                                                                                                                                                                                                          -თუმცა არა! კარგი ორთვალა მჭირდება დაჭრილებისათვის.                                                                                                                                                                                                                                                                                      -იქნება. სხვა?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          -თუ შესაძლებელია, თეთრი ტილოს ქსოვილი, ვერცხლის სურა და თასები,                                                                                                                                                                                                                                                                              -კარგი, ვუბრძანებ, ნაალაფარში მოიძიე და წაიღე,-და ალ ჰალაბმა, საუბრის დასრულების ნიშნად, ზურგი შეაქცია.                                                                                                                                                                              განაწყენებული ნასირი კარვიდან სასწრაფოდ გავიდა და თავი იმით დაიმშვიდა,რომ ყველაფერი მურადის ხათრით გააკეთა და არა ამ უმადურისთვის. აი ის კი უსათუოდ დამიფასებსო,-გაიფიქრა. 
19
მეორე დღეს მთელი ბანაკი აიყარა, კარვები აკეცეს, ნადავლი აქლემებს აჰკიდეს და კაიროსკენ ზარზეიმით დაიძვრნენ. ჯარს ცხენზე ამხედრებული, გაფითრებული მთავარსარდალი მიუძღოდა. მეგობრებს არ შეეპუა და ტახტრევანშიც არ ჩაჯდა, რომელიც იბრაჰიმ ბეიმ, თავის აქლემებზე, დიდის გულმოდგინებით გაუმართა. უპასუხა:                                                                                                                                                      -მეომარი, თუ საჭიროა, ცხენზე მჯდომი უნდა მოკვდესო და არა ტახტრევანშიო.
როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, შუა გზაზე, ნილოსის პირას, კარვები გაშალეს და სანადიროდ მოემზადნენ. აქ მის ნაპირებზე უამრავი ნადირი იყო, როგორც მტაცებელი, ისე ჩლიქოსანი და მრავალი ფრინველიც. მამლუქები, სიჩაუქის გამოჩენას, ახლა ნადირობაში აპირებდნენ.
Aალ ჰალაბი კარავში დარჩა, გზამ მაინც გათანგა და დასვენება სჭირდებოდა. სულთანთან მას მურად ბეი ჩაენაცვლა. განუყრელი და ენაწყლიანი ასლან ბეიც იქვე იყო. დაჰკრეს ბუკს, მარეკებმა ნადირი გამორეკეს და გაჩაღდა ნადირობა. სულთანი გახარებული იყო, უამრავი ნადირი დახოცა, აქაც წარმატებით მოინადირა და ქვეშევრდომების წინაშე თავი გამოიჩინა, ასე რომ ახლა თავისი დიდი კარვისაკენ რაშს ამაყად მოაგელვებდა. ბრძანა საღამოს დიდი ნადიმი გაემართათ, დიდებულები მოეწვიათ, მუსიკოსები მოეყვანათ და ტყვე ქალებიდან საუკეთესოები შეერჩიათ. იბრაჰიმ ბეი გახარებული ხელებს იფშვნეტდა. ასლან ბეიც, როგორც ამირა შიჰაბ ად დინმა ირონიულად შენიშნა, ფარშევანგივით გაბღენძილი დაიარებოდა. დღეს ნადირობისას თავი მასაც გამოეჩინა, ნადირი მასაც საკმაოდ დაეხოცა, მიზანს არც ერთი ისარი არ ააცდინა. მეგობრები გულღიად იცინოდნენ, ასლან ბეი კი მოჩვენებითი გაბრაზებით პასუხობდა:
-ჩემი უბრალოდ გშურთ და იცოდეთ, დღეს საღამოსაც  ქალებში პირველი მე ვიქნებიო. მართალიც იყო, ნადირობაში ყველას აჯობა. ნაბახუსევ იბრაჰიმს ბევრად ნაკლები ჰყავდა დახოცილი. დიდად თავი არც მურადს მოუკლავს. საერთოდ ნადირობდა ხოლმე, მაგრამ თავგადაკლული მონადირე არასოდეს ყოფილა. ახლაც მშვიდად მიჰყვებოდა ამალას და ისარს მხოლოდ საჭიროებისას ისროდა. თუმცა ხიფათს მაინც გადაეყარა. ოდნავ ჩამორჩენილმა, გვერდზე გაუხვია, ბუჩქნართან ცხენი შეაჩერა და მოულოდნელად, ინსტიქტურად იგრძნო, რომ ზურგიდან რაღაც ახტებოდა, მხოლოდ თვალის კიდით მოჰკრა, კიდევ კარგი ხელში მშვილდი ეჭირა, ესევე მოტრიალდა და ისარი ჰკრა. ავაზა, რომელსაც მის თავზე კამარა შეეკრა, შიგ გულში განგმირა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თვითონაც  ვერ აღიქვა ნადირის მოგერიება
როგორ მოახერხა. ბუჩქებიდან ავაზას ერთი ციდა ჯერ კიდევ თვალაუხელელი ლეკვები გამოძვრნენ. დედა ყოფილა, მათ იცავდა და ამიტომაც ორმაგად საშიში იყო. მურადმა ორივე ლეკვი უბეში ჩაისვა და წამოიყვანა. დაბრუნებულმა ლეკვები ალის ჩააბარა. ცოტა ხანში დაინახა ნასირს ლეკვები გულში ჩაეკრა, სადღაც ნაშოვნ რძეს ასმევდა და ნაზად ეფერებოდა. გაეღიმა, ყოველთვის აოცებდა ამ ბიჭის ერთდროულად სიფაქიზეც და ძლიერებაც, ის რაღაცით იზიდავდა მას და გულს სითბოთი უვსებდა. 
საღამოს ლაშქრობაზე წამოსული ყველა ამირა და ყველა სარდალი სულთანს ნადიმზე ეწვია. უზარმაზარი კარავი ბრწყინვალედ და მდიდრულად მოეწყოთ, სუფრა კარვის შუაში, მთელ სიგრძეზე გაეშალათ, ზედ უხვად ეყარა ნანადირევი და ნუგბარი საჭმელები, სიღრმეში მუსიკოსები ისხდნენ და უკრავდნენ. სუფრის თავში შემაღლებულ ტახტრევანზე ძვირფასი ოქროს სამკაულებით მორთული სულთანი წამოწოლილიყო და კიდევ ერთხელ იღებდა ქვეშევრდომთა თაყვანისცემას და მილოცვას. მეგობრებმაც თაყვანი სცეს და სუფრასთან განლაგდნენ.
გაიმართა ღრეობა. უზომოდ ჭამდნენ და სვამდნენ. ჭამის ამ ასპარეზზე იბრაჰიმ ბეის ვერავინ უტოლდებოდა. სულთანი აღტაცებული უყურებდა, ეს გოლიათი, მის გარშემო ყველაფერს როგორ ანადგურებდა. -აი მესმის მეომარი, ბრძოლის ველზეც და სუფრაზეც ერთნაირად იბრძვის, -იძახდა აღფროვანებული და მხიარულად იცინოდა. ალ ჰალაბმა როგორც ყოველთვის ცოტა გასინჯა, როცა ქალები შემოიყვანეს შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა და შეუმჩნევლად გავიდა, მურადიც თან გაჰყვა, რატომღაც არ ექეიფებოდა და თანაც ერთი სული ჰქონდა თავის კარავში დაბრუნებულიყო. სადღესასწაულო ნადიმზე წასვლამდე, ალიმ შეაჩერა და საიდუმლო ხმით უთხრა, ქეიფის შემდეგ მსწრაფლ შენს კარვში დაბრუნდი, დიდი სიურპრიზი გელოდებაო, შემდეგ გაწითლდა და თვალები ისე გადმოკარკლა, რომ მურადს დიდი ცნობისმოყვარეობა აღუძრა.
  ახლა როცა თავის კარავს უახლოვდებოდა, მურადი რატომღაც გაურკვეველმა თრთოლვამ აიტანა. ,,მაინც რატომ არ ჰკითხა ალის რა სიურპრიზია, ან რაც მთავარია ვინ გაუკეთა? ეს როგორ გამორჩა! და საერთოდ რას მოელის, ეგებ ხანჯლით ხელში მკვლელი ელოდება?”- გაეღიმა, რა სისულელეაო და ამასობაში თავის კარავშიც შევიდა.
კარავი სანთლის შუქით მქრქალად იყო განათებული, შუა კარავში განიერი ტახტი დაედგათ, რომელზედაც ჭერიდან აბრეშუმის ნაზი ფარდა ეშვებოდა და მცირე კარავივით მას მთლიანად ფარავდა. ოქროსფერი ქსოვილი თხელი იყო, მაგრამ გაუმჭვირვალე, არაფერი ჩანდა, მაგრამ მურადმა იგრძნო, რომ ტახტზე ვიღაც წამოწოლილიყო და ელოდა. ყველაფერი ზღაპარივით იყო, ისევ ათას ერთი ღამიდან, ნესტოებში იის სურნელი შეიგრძნო და გული აუჩქარდა. გაიფიქრა, სიურპრიზი ნამდვილად ასლანმა მომიწყოო და ფარადა გადასწია.
გადასწია და გაშეშდა, თითქოს დამბლა დაეცაო, ყველაფერს მოელოდა და ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, ტახტზე მისი ოცნება წამოწოლილიყო და ეშმაკურად უღიმოდა. მურადი ტახტზე ავიდა, არა აფრინდა! შემდეგ ხელი გაიწვდინა და ფრთხილად შეეხო, ეშინოდა, მოჩენებაა და გაქრებაო. ანამ თავი ვერ შეიკავა და გაიცინა. რაკი დარწმუნდა, რომ მის წინ ცოცხალი ანა იყო, აღარ იცოდა რა ექნა: გულში იკრავდა, ვნებიანად კოცნიდა, შემდეგ მის სახეს ხელებში იქცევდა თვალებში ჩასქეროდა, კვლავ ტუჩებს უკოცნიდა და ისევ მკლავებში იმწყვდევდა. ანამ ნეტარებით შეიგრძნო, რომ მას საყვარელი მამაკაცის მძლავრი მკლავები ეხვეოდა, მისი ხელები. ანაც მოეხვია, გძნობდა მისი ტუჩების მბრძანებლურ შეხებას კისერზე, მხრებზე, ტუჩებზე, მკერდზე. მურადი სულ უფრო ხარბად კოცნიდა, ტკივილამდე ძლიერად, თითქოს სურდა საყვარელი არსება კოცნით დაეხრჩო. ორივენი, ერთნაირი ვნებიანი სიყვარულით აღტაცებულნი, მთელი თავისი არსებით სიყვარულის მძლავრ აღტყინებას მიეცნენ. შემდეგ სიყვარულით გათანგულები, ერთმანეთის გვერდით იწვნენ და ნელ-ნელა გონს მოდიოდნენ.
     
-ნამდვილი ჯადოქარი ხარ! აქ საიდან გაჩნდი? თანაც მაშინ, როცა ყველაზე მეტად გნატრობდი,-გულში ჩაიკრა მურადმა.                                                                                                                                                                          - ძალიან გიყვარვარ?-გაუღიმა ანამ,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          -მიყვარხარ! შენ იცი, რომ უსაზღვროდ მიყვარხარ!- იმ ღამის შემდეგ საშინლად მენატრებოდი, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა და ისე სწრაფად დავშორდით, რომ გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი. შენთან კვლავ შეხვედრას მოუთმენლად ველოდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი ეს სიზმარი არ იყო, რომ შენ ჩემი გახდი და ამიერიდან, მთლიანად, მხოლოდ მე მეკუთვნოდი. არა, მაინც აქ რომელმა ჯადოქარმა გადმოგაგდო?
თვალდახუჭული ანა იწვა, მისი ნაზი ალერსისაგან სიამოვნებით თრთოდა და ხმას არ იღებდა.  მურადი ფაქიზად ეალერსებოდა მის მშვენიერ სხეულს, სახეში ჩასქეროდა, თითქოს უნდოდა ყველა ნაკვთი გონებაში სამუდამოდ აღებეჭდა. თითები მის თითებს გადააჭდო, ხელები დაუკოცნა და წასჩურჩულა:
-ღმერთო რა ლამაზი ხელები გაქვს, თლილი თითები.. მაგრამ ეს პატარა ჭრილობები? საიდან?-განაგრძო შემდეგ შეწუხებულმა,                                                                                                                                                    - შენი მშვენიერი ხალი,-ეამბორა,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              -ეს პირამიდა?! -და მურადს უცებ  გონება გაუნათდა,                                                                                                                                                                                                                                                                                                                        -ეს შეენ?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    -რა მე?-გაოცებით შეხედა ანამ,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          -ეს შენ ხარ? შენ! ჩვენი დასტაქარი! ჩემი დასტაქარი! ნასირი?! ღმერთო რა ბრმა ვარ! ბრმა და სულელი! –ანამ შეშფოთებით გახედა,                                                                                                                                                                                        -ეს სახე, ეს ხელები, ეს ნაზი აღნაგობა და დამწვარი სახე ესეც ნიღაბია არა?- განაგრძობდა აღშფოთებული მურადი,                                                                                                                                                                              -ამით უკვე ორჯერ გამაცურე! არა ათასჯერ!! -მურადი ტახტიდან მრისხანედ წამოიწია და მუხლებზე დადგა.
შიშველი ანაც მის წინ წამოიმართა, სულ ახლოს, ისე რომ მის სხეულს ეხებოდა, თითები მის მკერდზე ნაზად ააცურა, ბრინჯაოსფერი, დაძარღვული მკერდი კონცნით დაუფარა და თან თავისი მელოდიური ხმით  წასჩურჩულა:
-ჰო ეს მე ვარ, მე, როგორც შეგპირდი, ყოველთვის შენთან, შენს გვერდით, შენი მოყვარული და შენი დამცველი, -შემდეგ ხელები კისერზე მოხვია, თითები თმებში შეუცურა, მოულოდნელი სიძლიერით  თავისკენ მიიზიდა და ტუჩებს ვნებიანად დაეკონა. ეს უკვე მურადის ძალებს აღემატებოდა. მან, ვითომდა გაბრზებულმა, ანას ხელი ჰკრა და ტახტზე გადააწვინა. ანა კი, უმწეო, სიყვარულში გამობრძმედილი მამაკაცის წინაშე, მის ვნებას ერთიანად დაემორჩილა. შეუძლებელი იყო იმის აღწერა, რასაც მურადი მასთან ურთიერთობისას განიცდიდა. ასწილად იყო დაჯილდოვებული იმ სიამოვნებისათვის, რასაც ანას თვითონ ანიჭებდა. 
შემდეგ იყო ნეტარების წამღები უსაზღვრო ღამე. ღამე სავსე სინაზით, მოფერებით, ამბორით, სიყვარულის ახსნით და ყველაფერი განმეორებული კვლავ და კვლავ, ხანმოკლე უსიზმრო ძილითა და სანეტარო გაღვიძებით. კვლავ სიყვარულის ექსტაზში შერწმით.
დილით მურადი კარავთან ატეხილმა ხმაურმა გამოაფხიზლა. ალი ვიღაცას გადაეღობა და შიგ არ უშვებდა. ის მაშინვე წამოხტა, ხალათი მოიცვა და ფარდით ანას დაფარვა ძლივს მოასწრო, რომ კარავში აღშფოთებული ალ ჰალაბი შემოიჭრა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                    -შენი უზრდელი მსახური არ მიშვებდა, მე! გესმის, მე!                                                                                                                                                                                                                                                                                                    -ნუ ღელავ, დამშვიდდი,- უპასუხა მურადმა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                    -ახლავე თავი მოჰკვეთე, სანაცვლოდ მე ახალს გაჩუქებ!                                                                                                                                                                                                                                                                                                  -ჩემს მკაცრ ბრძანებას ასრულებდა,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -შენს ბრძანებას? რომელიც მეც მეხება?! –კვლავ შფოთავდა ალ ჰალაბი, შემდეგ განაგრძო:
-კარგი, მაგის დრო არ არის. მსტოვრებმა მაცნობეს, რომ შეთქმულებს სულთანის მოკვლა განუძრახავთ, მაგრამ მათ ვინ ხელმძღვანელობს ვერ დავადგინე  და ვერც ის თუ როდის აპირებენ თავდასხმას, ან სად!- გესმის მურად!-და უცებ ალ ჰალაბმა იგრძნო, რომ კარავში კიდევ ვიღაც იყო, ჩამოშვებული ფარდებისკენ გაიხედა და კარავი გამომცდელად მოათვალიერა. მის გონებამდე ეხლაღა დავიდა, რომ მურადი აქ მარტო არ იყო და კითხვით მოუტრიალდა:                                                                                                                                                                                                                                                                                                            -შენ რა, მარტო არ ხარ?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -როგორც ხედავ არა,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            -რა ვიცი, საღამოს ნადიმიდან ისეთი ცხვირჩამოშვებული გამოხვედი რომ, მეგონა?!-და მურადს მოუტრიალდა:                                                                                                                                                                                                            -არა, მაინც როდის მოასწარი.. და საერთოდ რატომ მალაპარაკებ უცხოს თანდასწრებით?                                                                                                                                                                                                                                              -ნუ გეშინია, ვინც არ უნდა იყოს ის, მას ჩემსავით შეგიძლია ენდო!-თვალი გაუსწორა მურადმა.                                                                                                                                                                                                                                                  -შენსავით? რაღაც ძალიან მეეჭვება რომ ქალმა ენაზე კბილის დაჭერა იცოდეს,-და ფარდებისკენ მტრულად გაიხედა. ამ დროს ტახტთან იატაკზე დაყრილი ნასირის ტანსაცმელი შენიშნა, თავი მაღლა ასწია და მურადს გაოცებითა და ზიზღით შეხედა. მურადმა თვალი გააყოლა მის მზერას და თვითონაც იატაკზე დაყრილ სამოსს შეხედა.
-შენ?! შენგან ამას არ მოველოდი!-ცივად გატრიალდა ალ ჰალაბი და გასასვლელისაკენ გაემართა.                                                                                                                                                                                                                          -შენ არასწორად გაიგე! ალ ჰალაბ! შეჩერდი! -გამოეკიდა მურადი მეგობარს,                                                                                                                                                                                                                                                            -შემდეგ ყველაფერს აგიხნი!                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              -არ არის საჭირო! -ცივად მოიშორა ის ალ ჰალაბმა და გავარდა.                                                                                                                                                                                                                                                                                მურადი უკან შემობრუნდა, ანას უკვე ჩაეცვა, თავისი ნიღაბი მოერგო და წასასვლელად ემზადებოდა.                                                                                                                                                                                                                                -შენ რა, მიდიხარ? საით?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            -ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო! დაგავიწყდა რომ დაჭრილები მელოდებიან?                                                                                                                                                                                                                                                                      -ერთი დაჭრილი უკვე გადარიე და რა ვიცი-გაიხუმრა მურადმა და ხელი ჩაშჭიდა,                                                                                                                                                                                                                                            -არა, არ შემიძლია, ვერ გაგიშვებ!
-ჩემთვის, ნასირის ტყავში ყოფნა უფრო უსაფრთხოა, თანაც ღამეები ხომ ჩვენია,- გაუღიმა ანამ. ამ ტანსაცმელშიც მურადს ის ისეთი მომხიბლავი და უმწეო ეჩვენა, გრძნობების ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ თავი ძლივს შეიკავა არ მოხვეოდა და არ დაეკოცნა. კარვიდან ერთად გავიდნენ.
21
ნასირმა ისარგებლა ალ ჰალაბის დაპირებით და ჯერ კიდევ დილით, ჭრილობების გადასახვევ მასალად, მეკუჭნავეს სუფთა ტილოს ქსოვილი სთხოვა. ახლა ნადავლით სავსე კარავში შემოსული, მისთვის საჭირო ნივთებს არჩევდა. კარვის გარედან რაღაც საუბარი შემოესმა. ანამ სულთანის სახელს მოჰკრა ყური და საუბარს მიაყურადა. ვიღაც ჩუმი, მაგრამ მბრძანებლური ხმით უხსნიდა მეორეს, სად აპირებდა სულთანი ნადირობას და დაახლოებით სად უნდა ჩასაფრებულიყო, ისე რომ ის ისრით გაეგმირა. ანა კარვიდან ფრთხილად გამოძვრა და მიმოიხედა. უნდოდა მოსაუბრეები დაენახა, მაგრამ ვერავინ შენიშნა, მხოლოდ მწვანე შარვლით შემოსილ ყავისფერხიფთანიან თათარს მოჰკრა თვალი, რომელიც მალევე მიიმალა. სასწრაფოდ მურადის საძებნელად გაეშურა, მაგრამ ვერ იპოვა, შემდეგ გაბედა და ალ ჰალაბის კარავს მიადგა. აქ გაიგო რომ ყველანი, მათ შორის ალ ჰალაბიც, უკვე სანადიროდ წასულიყვნენ.
ანამ  აღარ იცოდა რა ექნა. გადაწყვიტა დაუყოვნებლივ ემოქმედა, მშვილდ-ისარი აიღო, ცხენს მოახტა, ალი თან გაიყოლა და იმ უცნობის მიერ სავარაუდოდ მინიშნებულ ადგილისკენ გააჭენა. რამდენიმე ხანი ლელქაშებში დაბნეულად დადიოდა, საიდანაც შეძახილები, ბუკის ხმა და ზოგჯერ ყიჟინაც ისმოდა. ბოლოს მინდორზე გამოვიდა, სადაც რამდენიმე მარტოსული ხე იდგა და მოულოდნელად ხის უკან ცალ მუხლზე ჩაჩოქილი ყავისფერხიფთანიანი მეომარი შენიშნა, რომელსაც  მშვილდი მოეზიდა და ელოდა. ნასირმა მიმართულებას თვალი გააყოლა და შამბნარიდან ბექობზე ამომავალი სულთანის ამალა დაინახა. სულთანი არაბულ ბედაურს დანდობილად მოაგელვებდა და მარეკებს რაღაცას მხიარულად გასძახოდა.
  ის იყო ნასირმა ცხენი ადგილიდან მოწყვიტა, რომ სულთანის ამალისკენ გაექანებინა, რომ უეცრად შეჩერდა. მდგომარეობის გამოუვალობა ეხლაღა შეაფასა. ის, სულთანსა და მის მკვლელს შორის, შუა მანძილზე იდგა, მხოლოდ მესამე კუთხეში, ორივე დაპირისპირებული მხარიდან თანაბრად დაშორებული და ვერც მკვლელამდე მისვლას, რომ შეეჩერებინა და ვერც სულთანის გაფრთხილებას, ვერ მოასწრებდა. გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო, ცხენი პირდაპირ სროლის ტრაექტორიისკენ გააჭენა, შემდეგ სწრაფად ჩამოქვეითდა, თავისი მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, მიწაზე მყარად დადგა, მშვილდი  მოზიდა და გაშეშდა. მთელი გულისყური ისრის სროლაზე გადაიტანა, დაძაბულობისაგან სულ მთლად გაოფლიანდა, ხელი რომ არ შეეშალა, ალი არც განძრეულა და არც ხმას იღებდა. მხოლოდ აღფრთოვანებული უყურებდა მის მოწაფეს, რომელიც ჩამოსხმული ქანდაკივით, მტკიცედ იდგა და მთლიანად თავისი მშვილდის გაგრძელებას წარმოადგენდა.
 
ბექობიდან მინდორზე სულთანის ცხენი ამოხტა და წინ გაქანდა, ხის უკნიდან ისარი გამოიჭრა და სულთანისკენ გაფრინდა და ანას მშვილდმაც გაიზუზუნა. ნასროლი იყო საარაკო და წარმოუდგენელი, ნასირის ისარი სასიკვდილო ისარს გვერდიდან ჩარჭობოდა და ორკაპი შეექმნა.
ამალამ განძრევაც ვერ მოასწრო, რომ მათ წინ ეს უცნაური, ისარზე წამოგებული ისარი დაეცა. მცველები სულთანს აეფარნენ და წინ გაიხედეს. პირველად მშვილდით ხელში ანა შენიშნეს და გაცოფებულებმა ცხენები მისკენ გამოაჭენეს. ალიმ სიტუაციის დრამატულობა მაშინვე იაზრა, ხელების ქნევა დაიწყო, ხისკენ ანიშნებდა, თან ანას მშვილდი წაართვა და მათ დასანახად გვერდზე მოისროლა.
  მამლუქები ორად გაიყვნენ, ნაწილმა ხისკენ გააჭენა. ნაწილმა ალისკენ. ალ ჰალაბი და მურადი რომ მიუახლოვდნენ, ჯერ ალი იცნეს თავისი გიგანტური ზომით, ლურჯი ხიფთანითა და ცნობილი წითელი ჩალმით, შემდეგ ნასირიც დაინახეს, რომელიც უკვე მშვიდად იდგა და ელოდა. მხედრები ჩამოქვეითდნენ და მათ მიუახლოვდნენ. ნასირი ყველაფერს მოკლედ მოუყვა, თუ მკვლელების საუბარი როგორ მოისმინა, მან უკვე იცოდა, რომ სულთანს მოკვლას უპირებდნენ, ამ სიტყვებით ალ ჰალაბის ალმაცერი მზერა დაიმსახურა, მერე მათ ჯერ ბანაკში და შემდეგ ნადირობაზე როგორ ეძებდა, დანარჩენი კი თქვენც ნახეთო. მეომრები, მათ წინ მდგარ, ერთი შეხედვით უსუსურ ყმასწილს, გაოცებითა და პატივისცემით უმზერდნენ.
მურადი ნასირს გაფითრებული უყურებდა, მისი აზრის პირველი მოძრაობა იყო მივარდნოდა, გულში ჩაეკრა და ყველაფრისგან დაეცვა, მაგრამ დიდი ძალისხმევით თავი შეიკავა, შემდეგ სასტიკად გაბრაზდა ამ ჯიუტ არსებაზე, რომელიც დედათა სქესის ყოველგვარ ნორმებს არღვევდა, ამორძალივით იბრძოდა და საომარ ბანაკში თავს შინაურულად გრძნობდა. ანას მისი გაცოფება არ გამოპარვია, ასევე არც მხედართმთავარს მურადის შეშფოთება.
ყველანი ცხენებზე შესხდნენ და სულთანისკენ გააჭენეს. იქ ორკაპა ისარი უკვე ხელიდან ხელში გადადიოდა. ადგილზე მისულებს მეორე ჯგუფიც შეუერთდათ, რომელთაც მკვლელი შეეპყროთ და მოჰყავდათ. 
  ამალა ბანაკში დაბრუნდა, სულთანს ხასიათი გაუფუჭდა და მრისხანებდა. მკვლელი  გამოსატეხად მცველებს  გადააბარა. მაგრამ რადგანაც ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და სიკვდილს გადაურჩა, საღამოს მაინც დარბაზობა და ლხინი ბრძანა. მიღებაზე ნასირი და ალიც მოიწვიეს. ისინი კარავში მორიდებით შევიდნენ და სულთანს თაყვანი სცეს. მან ამ უცნაურ წყვილს ღიმილით გადმოხედა. ნასირი, გიგანტი ალის ფონზე, კიდევ უფრო პატარა და ფაქიზი ჩანდა და პირველად ნასირს მიმართა:
-სროლა მართლაც სანაქებო გცოდნია  ახალგაზრდავ, ვინ გასწავლა?                                                                                                                                                                                                                                                                                                  -ჩემი მოსწავლეა,-ამაყად განაცხადა ალიმ და წელში კვლავ მოწიწებით მოიხარა,                                                                                                                                                                                                                                                                  -ყოჩაღ, ორივენი დიდი საჩუქრის ღირსი ხართ, მითხარით რას ისურვებდით?                                                                                                                                                                                                                                                              -თუ თქვენი უმაღლესობა და ალაჰი ინებებს ომის შემდეგ მიწაზე დავსახლდებოდი,-თავისი თხოვნა გამოხატა ალიმ.                                                                                                                                                                                      -შესრულებული იქნება, და ათასი დირჰემიც გამოუყავით. -ბრძანა სულთანმა,                                                                                                                                                                                                                                                                  -შენ რას ისურვებდი ყმაწვილო?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            -მე არაფერი მინდა თქვენი დღეგრძელობისა და კარგად ყოფნის მეტი.                                                                                                                                                                                                                                                                        -შენ რა ჩემს წყალობაზე უარს ამბობ? -გაოცებით შეხედა სულთანმა.                                                                                                                                                                                                                                                                          - ამჟამად, მე ჩემი ყოფით კმაყოფილი ვარ და თქვენი დღეგრძელობის გარდა, არაფერი მინდა, -უპასუხა თავდახრილმა ნასირმა და სულთანის უკმაყოფილო სახე რომ დაინახა განაგრძო, -მხოლოდ მომავალში,Mთუკი სულთანი ინებებს, თქვენი შეუფასებელი სიცოცხლის სანაცვლოდ, ვინაიდან ამ ქვეყანაზე თქვენს სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, ერთი უღირსის სიცოცხლე მაჩუქეთ და ამ წყალობის ნიშნად რაიმე მიბოძეთ, თუნდაც თქვენი ყველაზე უბრალო ბეჭედი.
სულთანმა თითიდან უსიტყვოდ წაიძრო უძვირფასესი, ბრილიანტებითა და ზურმუხტებით შემკული ბეჭედი და გაუწოდა. ნასირმა დაიჩოქა, ხელზე ეამბორა და უთხრა:
-ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია, რომელსაც ბევრი თვალი და მტერი მოჰყვება, რაც შეიძლება უბრალო იყოს.                                                                                                                                                                        - ყოჩაღ! მომწონს შენი საზრიანობა და სიტყვა-პასუხი, ვისი მსახურები ხართ?–კვლავ გაიღიმა სულთანმა.                                                                                                                                                                                                      -ორივენი მურად ბეის.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                -ყოჩაღ მურადსაც, კარგად გაუწვრთნიხართ.
შემდეგ შედარებით სადა ბეჭედი მიაწოდა და ბრძანა: - ხუთი ათასი დირჰემი ამასაც გამოუყავით.
ალი და ნასირი სულთანის დიდებული კარვიდან გავიდნენ და მამლუქებს შორის ამაყად გაიარეს. ისრის ამბავი მთელ ბანაკს მოედო და ალი ახლა ფარშევანგივით გაბღენძილი დაიარებოდა.
22
მურადს ერთი სული ჰქონდა ღამე როდის დადგებოდა და ანას დაიმარტოხელებდა. მის საქციელზე სასტიკად ბრაზობდა, თან ეჭვიანობდა მის სახეს, თუნდაც დამახინჯებულს, ამდენი მამაკაცი რომ მიშტერებოდა, თანაც მისი სიმამაცით აღფრთოვანებული იყო.
კარავთან მცველად ერთგული და შეუვალი ალი დააყენეს და განმარტოვდნენ.                                                                                                                                                                                                                                                                    -შენ გიჟი ხარ ჩემო ძვირფასო, ნამდვილი გიჟი,- მკლავებში ხელი მაგრად ჩასჭიდა მურადმა, აჯანჯღარებდა და თვითონაც ვერ გრძნობდა როგორ დაჰყვიროდა,                                                                              -რაიმე რომ მოგსვლოდა, მე რა მეშველებოდა?- მოულოდნელად ბუმბულივით ჰაერში აიტაცა და დაატრიალა. -ახლავე! ახლავე მოიშორე ეს ძონძები, სანამ მე თვითონ არ ჩამომიხევია,- და ნერვიულად დაუწყო ტანსაცმლის შემოძარცვა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                ღმერთო, რას ვგავარ,-თავის თავს სარკეში შეხედა ანამ, მურადი ძლივს მოიშორა, პირი ჩამოიბანა და ნასირის ტანსაცმელი გაიხადა. ახლა ის იწვა ტახტზე შიშველი, მურადმა ნება არ მისცა, რომ თუნდაც მსუბუქი ინდური ქსოვილი წაეფარა, მისი სხეული, სანთლის შუქზე, ვარდისფერი მარგალიტივით ნაზად ციალებდა და სითბოს აფრქვევდა. ანა ხედავდა, მურადი მისი ცქერით როგორ ტკბებოდა. შემდეგ მისი ძლიერი, მხურვალე ხელების შეხება იგრძნო, რომელიც ნაზად ჩაუყვა კისერს, მკერდს, თეძოებს. იგრძნო, მურადის ტუჩები მის მკერდს როგორ დაეწაფა, ვნებისაგან შეაჟრჟოლა და აღარ კითხულობდა, თუ რატომ ჩაბღუჯა მურადმა ის ასე მბრძანებლურად და ეჭვიანად, დაივიწყა მისი საყვედურები, წყენა და მის სიყვარულს სრულად მიენდო.
ბედნიერი მურადი კი ანას დაჰყურებდა და ფიქრობდა:
-მაინც როგორ ერწყმის მასში ყოველივე ერთად? სინაზე და სიძლიერე, სიამაყე და მორჩილება, ძალა და სისუსტე, ვნებიანობა და თავშეკავება? მაგრამ მისი მომხიბლაობის საიდუმლოებაც ხომ სწორედ ამაშია,-სახე მის თმებში ჩარგო და ნეტარებით შეისუნთქა. მიხვდა რომ, თუკი სურდა ანა არ დაეკარგა და თავი მარტოობისთვის არ გაეწირა, ის ისეთი უნდა მიეღო, როგორიც იყო.
  კაიროსკენ მიმავალ გზაზე, მთელი ამალიდან ყველაზე ბედნიერი მურადი იყო. ყოველ საღამოს საყვარელი არსება გულში ჰყავდა ჩაკრული. ანა უყვებოდა თავის წარსულს, თავის ფანტასტიურ თავგადასავალს. მურადი ეფერებოდა, თვალებს უკოცნიდა და ამშვიდებდა, როცა აღელვებული ანა ტიროდა. უკვირდა სასახლეში, მის გვერდით, ამდენი ხანი ასე უგრძნობლად ისე როგორ გაატარა, რომ ვერაფერი გაიგო. ბრაზობდა ბაქრი ბეიზე, საიდუმლო რომ არ გაუმხილა და თან მადლობდა, რომ ეს მარგალიტი გადაურჩინა და არ დაუკარგა. მისდა შეუმჩნევლად ანას საკუთარი მწარე ოდისეაც გაუზიარა. იწვნენ ტყვედყოფილები, როგორც ორი მიუსაფარი არსება და ერთმანეთით ტკბებოდნენ.
-კაიროში რომ ჩავალთ ცოლად  შეგირთავ, მეგობრებს გაგაცნობ და ქორწილსაც გადავიხდით სულო ჩემო-ეალერსებოდა მურადი. ბედნიერი ანა კი უსიტყვოდ ეკვროდა.
ამ მგზავრობაში მხოლოდ ერთი უხერხულობა იყო, ის რომ მეგობრები ალმაცერად უყურებდნენ. უკვე ყველამ შეამჩნია ნასირისადმი მისი უცნაური ლტოლვა, სხვები არ იმჩნევდნენ, მეგობრები კი უსიტყვოდ კიცხავდნენ. მურადი ამის გამო წუხდა, მაგრამ დუმდა. ახლა არაფრით არ შეიძლებოდა საიდუმლოს გამხელა. კაიროში ჩასვლის შემდეგ კი აპირებდა მეგობრებისთვის ანა, როგორც მისი მეუღლე, წარედგინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები