ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2015


სენტიმენტალურად


დღეს ამ სიყვარულს მთრთოლვარებით ელვარე ჰქვია,
ვნებებად ქარში მოფანტულა ტრფობის არფები,
სადღაც სიწრფელის ნიღაბს ირგებს ვიღაც მარქვია
და სიცრუესთან იხლართება უხვი ძაფებით.
სულის სიღრმეში ეგ პოზები არმინდებიან
სიმშვიდით ვხვდები მერამდენედ, გრძნობებს დათმენილს,
ჩემი ფიქრები- უნათელო ამინდებია,
რადგან თვალები მისტირიან ბილიკს, აცდენილს.
როდემდე ვკემსო მარტოობა, გამკვირვებია,
როდემდე დავდგე მიწიერი, მაღლა, ვნებაზე,
რით დავცხრე, როცა სურვილები აზვირთდებიან,
რით არ მივუშვა დატუქსული იჭვი ნებაზე.
ჩვენ ხომ ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც გავიღებთ
დანარჩენი კი ბედისწერის განაჩენია..
ზეშთაგონებავ! ზესილაღით კარი გაგვიღე
რაც არის მქონდეს, ტკბილიც, მწარეც, რადგან ჩემია..
თუ სიყვარული ჩვენს გულებში მოვა ათასჯერ,
ათასმეერთედ მოსულიც კი ნაღდი იქნება,
ოღონდ ნურასდროს დავფიქრდებით გრძნობის განსჯაზე,
სრულყოფილება ღმერთმა მხოლოდ ცაში ინება ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები