 | ავტორი: სელინი ჟანრი: პროზა 23 დეკემბერი, 2015 |
მაღაზიასთან უცნობმა კაცმა გამაჩერა. მათხოვარივით ეცვა, თმები აჩეჩილი ქონდა. აღელვებული ჩანდა. - უკაცრავად შეწუხებისთვის, - ხმა უკანკალებდა, - ერთი თხოვნა მაქ. ხელი ჯიბეში ჩავიყავი, ხურდის ამოსაღებად, რომელიც წესით უნდა მოეთხოვა. ჩემი მოძრაობა რო დაინახა, გამაჩერა. - არა, ეგ არ მაინტერესებს. დიდი ხნის სალაპარაკოა, შევეცდები მოკლედ ავხსნა. ძმასთან ერთად ვცხოვრობ. მძიმედ ავადაა და უკვე დიდი ხანია ლოგინადაა ჩავარდნილი. ხანდახან ცოტა ხნით გასვლა მიწევს. დღეს, სადღაც ერთი საათის წინ, დაბრუნებისას სასწრაფო დავინახე. გულმა ეგრევე ცუდი მიგრძნო. სახლში შევარდი და წარმიდგინეთ ჩემი მდგომარეობა როცა ძმა ვერ აღმოვაჩინე. ყველაზე საშინელი ისაა, რო საწოლი სისხლით იყო მოთხვრილი. სასწრაფოში დავრეკე, გამერკვია რა ხდებოდა. მიპასუხეს, რო ამ მისამართზე არავინ გამოუძახიათ. მაშინ პოლიციაში გადავრეკე. მითხრეს, მალე მოვლენ. სამი საათი გავიდა, არავინ ჩანს. რატომღაც მგონია რო საქმე სუფთად არაა. მარტოხელა კაცი ვარ და ძაან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფები. - გასაგებია, - თანავუგრძნე. - შეგიძლიათ თქვენ სახლში წამიყვანოთ. ძაან დამაინტერესა ამ ისტორიამ. - რა თქმა უნდა, თუ არ შეწუხდებით, - გაეხარდა უცნობს. წინ გამიძღვა. ბნელ შესახვევში შევედით. რაღაც გაუვალი ადგილებით წამიყვანა. ეს ქალაქის ყველაზე მიგდებული უბანი იყო. სანამ მივდიოდით შეუჩერებლივ ბურდღუნებდა, თითქოს ციებ-ცხელებაში იმყოფებოდა. - ზოგჯერ მგონია რო მძინავს და მალე გამეღვიძება. არ ვიცი რით მიიპყრეთ ჩემი ყურადღება. როცა დაგინახეთ გრძნობა გამიჩნდა რო ოდესღაც ერთმანეთს ვიცნობდით, შეიძლება წინა ცხოვრებაში, ან სულაც სიზმარში. სადღაც უეჭველი შევხვედრილვართ ცოტათი დაიძაბა და პატარა პაუზა აიღო. - ყველაფერი ამ მანქანამ არია. ის რო არა უარესზე ვიფიქრებდი, მაგრამ ეს დეტალები ერთმანეთს ვერ უკავშირდება. სასწრაფო, სისხლი, არც ძმა, არც ექიმები. ფართო ქუჩაზე გავედით. ქუჩის განათებას ძველი სახლები მკრათლი შუქით შეეღება. ირგვლივ აშკარად იგრძნობოდა ცხოვრებისეული დაცემა. - თითქმის მოვედით. კუთხეში შევუხვიეთ. - აი… სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რო უკნიდან ორი პოლიციელი დაახტა. ხელები ზურგს უკან გადაუგრიხეს და ეზოს ბაღისკენ გაახოხეს. ღობის იქით საპატრულოს შუქი ციმციმებდა. - შე ნაბიჭვარო! - დაუღრინა ერთმა პოლიციელმა. - ეხლა ყველაფერს დაყაჭავ. გადაწყვიტე ძმა მოგეკლა და სპექტაკლი გაგეთამაშებინა? თურმე არც ძმა და არც ექიმები. ეს დრანდულეტი საიდან მოათრიე, ამას მერე გავარკვევთ. ეს ვინღაა? - ჩემკენ შემოტრიალდა. - ეგ არაფერ შუაშია, - გამომესარჩლა უცნობი. - შემთხევითი გამვლელია. - მაშინ დაახვიე აქედან, სანამ შენც არ ჩაგაყუდეთ! - მიბრძანა პოლიციელმა. უცნობმა თავი ძლივს მოატრიალა და დამიყვირა: - ტყუილია, არ დაუჯერო! ყველაფერი ისე იყო როგორც მოგიყევი… ხელკეტის დარტყმამ ხმა ჩაახშო. ჩემდა გასაკვირად პატიმარი რატომღაც სალონის ნაცვლად საბარგულში ჩატენეს. ჩარევა ვცადე, მაგრამ პოლიციელები ეგრევე მანქანაში შეხტნენ და დაგაზეს. სადარბაზოსთან სასწრაფო იდგა. როცა ახლოს მივედი, დავინახე, რო ეს ჟანგიანი მანქანაა. თითქოს აქ ათწლეულები მდგარიყო. კაბინაში კიდე უფრო საშინელი სიურპრიზი მელოდა. მძღოლის ნაცვლად ჩონჩხი იჯდა, თავზე ჩამოფხატული ქუდით. გადავწყვიტე სახლში შემევლო. რატომღაც მეოთხე სართულზე ავედი. თითქოს ადგილი მეცნობოდა. კარი ღია დამხვდა. ოთახში სრული ბარდაგი იყო. წამლების შეფუთვები, სხვა ყოფით ნაგავთან ერთად იატაკზე ეყარა. ჩანდა, რო სახლი დიდი ხანია არ დაულაგებიათ. შორეული ოთახის კუთხეში საწოლი იდგა, რომელიც მართლა სისხლში იყო მოთხვრილი. მაგრამ ახალს არ გავდა. დიდი ხნის შედედებული იყო. წასვლა დავაპირე, ვინაიდან პოლიცია ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოსულიყო. უცებ ჩემი მზერა კედელზე დაკიდებულმა სურათმა მიიპყრო. როცა ის ჩამოვხსენი, ვიგრძენი, სისხლი მეყინება, გული კი ეს-ესაა მკერდიდან ამოხტება. დამსხვრეული შუშის ხმამ გონს მომიყვანა. დავიხარე, რათა ნამსხვრევებიდან სურათი გამომეღო. მასზე ორი კაცი იყო გამოსახული. ერთი მათგანი უცნობი იყო, რომელმაც ქუჩაში გამაჩერა. მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება მეორეზე იყო კონცენტრირებული. რაც მეტად ვაკვირდებოდი მის სახეს, მით ნათლად ვცნობდი ჩემ ნაკვთებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მერე იტყვიან რა პროტესტიო და სადღეგრძელოებს წარმოთქვამენ. სადაც ცენზურის ნიშანი ვერ დაინახეს, აღარ დაინტერესდნენ. მერე იტყვიან რა პროტესტიო და სადღეგრძელოებს წარმოთქვამენ. სადაც ცენზურის ნიშანი ვერ დაინახეს, აღარ დაინტერესდნენ.
2. სულო ცოდვილო და, "ტყ" (ასოთშეთანხმება) უკეთესად გამოსდის ავტორს :) სულო ცოდვილო და, "ტყ" (ასოთშეთანხმება) უკეთესად გამოსდის ავტორს :)
1. ა, ბატონო, დაუწერია ეპატაჟის და "ტყ" ასოთშეხამებების გარეშეც ამ კაცს :)
წაუჰორორებს.
გასამართავია, თორემ არაა ცუდი, მიუხედავად გაცვეთილი სიუჟეტისა.
ა, ბატონო, დაუწერია ეპატაჟის და "ტყ" ასოთშეხამებების გარეშეც ამ კაცს :)
წაუჰორორებს.
გასამართავია, თორემ არაა ცუდი, მიუხედავად გაცვეთილი სიუჟეტისა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|